ისტორია და მისია
ბაუ საერთაშორისო უნივერსიტეტი (ბათუმი) წარმოადგენს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას, რომელიც საქმიანობას ახორციელებს საერთაშორისო აკადემიური სტანდარტებისა და თანამედროვე სამედიცინო განათლების პრინციპების შესაბამისად. უნივერსიტეტის განვითარება ეფუძნება უმაღლესი განათლების, სამეცნიერო კვლევის, პროფესიული ეთიკისა და საერთაშორისო თანამშრომლობის ღირებულებებს, რაც მისი ინსტიტუციური იდენტობისა და აკადემიური კულტურის საფუძველს ქმნის.
ბაუ საერთაშორისო უნივერსიტეტი (ბათუმი) საერთაშორისო საგანმანათლებლო ქსელის BAU Global-ის აქტიური წევრია და ჩართულია ცოდნის საერთაშორისო მასშტაბით გავრცელებასა და აკადემიური თანამშრომლობის გაღრმავებაში. აღნიშნული პარტნიორობა გამოიხატება ერთობლივი საგანმანათლებლო ინიციატივების, საერთაშორისო სამეცნიერო-კვლევითი პროექტებისა და აკადემიური გაცვლითი პროგრამების განხორციელებაში. უნივერსიტეტი აქტიურად უწყობს ხელს სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალის ინტეგრაციას საერთაშორისო საგანმანათლებლო და სამეცნიერო სივრცეში, ხოლო კურსდამთავრებულებს სთავაზობს გლობალურ პროფესიულ გარემოში განვითარების ფართო შესაძლებლობებს.

უნივერსიტეტის მისიაა განათლების სფეროში უმაღლესი აკადემიური, სამეცნიერო და ეთიკური სტანდარტების დამკვიდრება, სწავლებისა და კვლევის თანამედროვე მეთოდების განვითარება და აგრეთვე, პროფესიონალების მომზადება, რომლებიც შეძლებენ მნიშვნელოვანი წვლილის შეტანას როგორც ეროვნული, ისე საერთაშორისო ჯანდაცვის სისტემების განვითარებაში.
ენვერ იუჯელი
Enver Yücel
დამფუძნებელი
ენვერ იუჯელი არის BAU Global და Bahçeşehir Ugur საგანმანათლებლო ინსტიტუტების (BUEI) დამფუძნებელი და თავმჯდომარე, თურქეთის უდიდესი კერძო საგანმანათლებლო ინსტიტუციების პროვაიდერი. ბატონი იუჯელი ითვლება თურქეთის ერთ-ერთ წამყვან საგანმანათლებლო ექსპერტად დაწყებითი სასკოლო განათლებიდან საუნივერსიტეტო განათლებამდე. მისი ინოვაციური იდეები საგანმანათლებლო სფეროში გამოიყენება როგორც თურქეთში, ასევე მის ფარგლებს გარეთაც.
2008 წელს თურქეთის ეროვნული ასამბლეის მიერ მას მიენიჭა ჯილდო "Outstanding Service Award". 2010 წელს ენვერ იუჯელს ამერიკის თურქეთის საბჭოს მიერ მიენიჭა ჯილდო "Education Award" , ხოლო 2014 წელს UNCA სპეციალური ჯილდო '' Global Education '' პირველად გადაეცა თურქეთის მოქალაქეს გლობალურ განათლებაში შეტანილი წვლილისათვის. აღნიშნული ჯილდოთი ბატონი ენევერ იუჯელი დაჯილდოვდა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური მდივნის, პან გი მუნის მიერ.