სტუდენტთა გზამკვლევი
კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჩვენს უნივერსიტეტში!
სტუდენტს უფლება აქვს
- მიიღოს ხარისხიანი განათლება და მონაწილეობა ჩაერთოს სამეცნიერო კვლევაში;
- ისარგებლოს ბაუ-ს მატერიალურ-ტექნიკური ბაზით, საბიბლიოთეკო, საინფორმაციო და სხვა საშუალებებით;
- მიიღოს ამომწურავი ინფორმაცია ბაუ-ში არსებული საგანმანათლებლო პროგრამების თაობაზე და მოითხოვოს სასწავლო კურსების სილაბუსები;
- მოითხოვოს ცოდნის სამართლიანი შეფასება და დადგენილი წესით გაასაჩივროს საგამოცდო შედეგი;
- მიიღოს კვალიფიციური კონსულტაცია უფლებამოსილი პირისაგან საგანმანათლებლო პროგრამების, სასწავლო კურსების, გამოცდების ჩატარების ვადებისა და ფორმატის, ასევე სასწავლო პროცესთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხის თაობაზე;
- პერიოდულად შეაფასოს აკადემიური და მართვითი ორგანოების მუშაობა
ბაუ-ს სტუდენტი ვალდებულია:
- რეგულარულად გაეცნოს სასწავლო პროცესთან დაკავშირებულ ბაუ-ს ადმინისტრაციულ აქტებს;
- გონივრულ ვადაში აცნობოს უნივერსიტეტის სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამენტს/სტუდენტთა მომსახურებისა და კარიერული მხარდაჭერის სამსახურს/ფაკულტეტის სასწავლო პროცესის მართვის ელექტრონულ სისტემაში არსებულ ანკეტაში მითითებული ინფორმაციის ცვლილების თაობაზე
დიპლომირებული მედიკოსი - 12 სემ. ≥ 360 კრ.
დიპლომირებული სტომატოლოგი - 10 სემ. ≥ 300 კრ.
საზ. ჯანმრთელობა და ჯანდაცვის პოლიტიკა (სამ.) - 4 სემ. ≥ 120 კრ.
განათლების ადმინისტრირება (სამ.) - 4 სემ. ≥ 120 კრ.
სტუდენტს UMIS სისტემაში შესასვლელად საკუთარი პროფილის პაროლი ენიჭება რეგისტრაციისას.
პროგრამების ღირებულება
კანონმდებლობის შესაბამისად, ცალკეულ საგანმანათლებლო პროგრამებზე შესაძლოა დაწესდეს განსხვავებული სწავლების საფასური.
დაფინანსება (გრანტი / სტიპენდია)
ნაწილობრივი დაფინანსების მქონე სტუდენტებმა სახელმწიფო გრანტსა და სწავლის რეალურ ღირებულებას შორის სხვაობა უნდა დაფარონ ადმინისტრაციული რეგისტრაციისთვის დადგენილ ვადებში.
დამატებითი სემესტრი
სასწავლო კურსის კრედიტის ღირებულება — 108.3 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში.
გადახდის მეთოდი
სწავლის საფასურის გადახდა შესაძლებელია საქართველოს ბანკის, თიბისი ბანკისა და ლიბერთი ბანკის სერვისარხების გამოყენებით:
- ნებისმიერ ფილიალსა და სერვისცენტრში
- სწრაფი ჩარიცხვის აპარატების (Pay-ბოქსების) მეშვეობით
გადახდის პრობლემის შემთხვევაში: ბაუ საერთაშორისო უნივერსიტეტი (ბათუმი), პირველი კორპუსი, ოთახი №11
უნივერსიტეტში სტუდენტთა მობილობა ორგვარია: შიდა (უნივერსიტეტის შიგნით პროგრამის შეცვლა) და გარე (სხვა უნივერსიტეტიდან ბაუ-ში გადმოსვლა).
შიდა მობილობა
სად? ფაკულტეტის შიგნით ან ბაუ-ს სხვა ფაკულტეტის პროგრამაზე.
როგორ? პროცესი სრულად ელექტრონულია; მართავს სტუდენტთა მხარდაჭერისა და კარიერული განვითარების სამსახური.
უფლება? სწავლების პირველი სემესტრის დასრულების შემდეგ (შეჩერებული სტატუსის პერიოდი არ ითვლება).
შერჩევა? ვაკანტური ადგილები — ეროვნული გამოცდების საკონკურსო ქულის მიხედვით.
გარე მობილობა (ბაუ-ში ჩარიცხვა)
- ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
- პროცესს მართავს სსიპ — განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა (EMIS).
Lorem ipsum dolor sit amet consectetur adipisicing elit. Nisi excepturi neque tempore, natus laboriosam totam fugit pariatur officia id quae reiciendis dicta reprehenderit exercitationem quos esse voluptatem amet eum. Possimus? Lorem ipsum dolor sit amet consectetur adipisicing elit. Saepe odit fugit ab, suscipit, nostrum dicta sapiente totam voluptate voluptatum aperiam sequi veritatis, earum aliquid itaque repudiandae similique doloremque. Ad, excepturi!
Lorem ipsum dolor sit amet consectetur adipisicing elit. Nisi excepturi neque tempore, natus laboriosam totam fugit pariatur officia id quae reiciendis dicta reprehenderit exercitationem quos esse voluptatem amet eum. Possimus? Lorem ipsum dolor sit amet consectetur adipisicing elit. Saepe odit fugit ab, suscipit, nostrum dicta sapiente totam voluptate voluptatum aperiam sequi veritatis, earum aliquid itaque repudiandae similique doloremque. Ad, excepturi!
სტუდენტის სტატუსის შეჩერება გულისხმობს სტუდენტსა და უნივერსიტეტს შორის სასწავლო პროცესით გათვალისწინებული უფლება-მოვალეობების შესრულებისგან დროებით განთავისუფლებას. მიზეზი შეიძლება იყოს:
სტუდენტის პირადი განცხადება (მიუხედავად მიზეზისა)
სწავლა უცხოეთის უმაღლეს სასწავლებელში (გარდა გაცვლითი პროგრამისა)
ორსულობა, მშობიარობა, ბავშვის მოვლა ან ჯანმრთელობის გაუარესება
ფინანსური რეგისტრაციის გაუვლელობა
აკადემიური რეგისტრაციის გაუვლელობა
აკადემიური მოსწრების არქონა (შეფასების მიუღებლობა 45 დღის განმავლობაში — ე.ე.გ-ს გარეშე ჩარიცხულებისთვის)
სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემა, რომელიც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას
პირადი განცხადებით
სტატუსშეჩერებული სტუდენტისათვის სტატუსი აღდგება სტუდენტის პირადი განცხადების საფუძველზე, იმ შემთხვევაში, თუ აღმოფხვრილია გარემოებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სტატუსის შეჩერებას.
სტუდენტის სტატუსის შეწყვეტა გულისხმობს უნივერსიტეტთან სამართლებრივი ურთიერთობის საბოლოო დასრულებას. საფუძვლებია:
- სტუდენტის პირადი განცხადება
- საგანმანათლებლო პროგრამის დასრულება და აკადემიური ხარისხის მინიჭება
- სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში მობილობით გადასვლა
- სტუდენტის სტატუსის შეჩერება ჯამურად 5 (ხუთი) წლის განმავლობაში
- ეთიკის კოდექსის ისეთი დარღვევა, რომელიც ითვალისწინებს სტატუსის შეწყვეტას
სტუდენტი ფასდება ECTS სისტემით. 100-ქულიანი სისტემა ვრცელდება საგანმანათლებლო პროგრამის ყველა კომპონენტზე.
| ქულა | შეფასება | GPA |
|---|---|---|
| 91–100 (A) | ფრიადი | 4.0 |
| 81–90 (B) | ძალიან კარგი | 3.0 |
| 71–80 (C) | კარგი | 2.0 |
| 61–70 (D) | დამაკმაყოფილებელი | 1.0 |
| 51–60 (E) | საკმარისი | 0.5 |
| 41–50 (FX) | ვერ ჩააბარა — სჭირდება დამატებითი სამუშაო; ეძლევა ერთხელ გასვლის უფლება. | 0.0 |
| 0–40 (F) | სამუშაო არ არის საკმარისი — საგანი თავიდან გასავლელია. | 0.0 |
უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შემდეგ
კურსდამთავრებულს ენიჭება შესაბამისი აკადემიური ხარისხი / კვალიფიკაცია და კურსდამთავრებულის სახელზე გამოიცემა დიპლომი და დანართი.