რეგისტრაცია
image

სტუდენტებისთვის

სტუდენტთა გზამკვლევი

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჩვენს უნივერსიტეტში!

სტუდენტთა გზამკვლევი შექმნილია იმისათვის, რომ დაგეხმაროთ საუნივერსიტეტო გარემოში მარტივად ადაპტაციაში, სასწავლო პროცესის დაგეგმვასა და იმ მრავალფეროვანი სერვისების გამოყენებაში, რომლებსაც უნივერსიტეტი გთავაზობთ.
icon
აბიტურიენტებისთვის
Lorem ipsum dolor sit amet consectetur adipisicing elit. Nisi excepturi neque tempore, natus laboriosam totam fugit pariatur officia id quae reiciendis dicta reprehenderit exercitationem quos esse voluptatem amet eum. Possimus? Lorem ipsum dolor sit amet consectetur adipisicing elit. Saepe odit fugit ab, suscipit, nostrum dicta sapiente totam voluptate voluptatum aperiam sequi veritatis, earum aliquid itaque repudiandae similique doloremque. Ad, excepturi!
სტუდენტის უფლებები და ვალდებულებები

სტუდენტს უფლება აქვს

  • მიიღოს ხარისხიანი განათლება და მონაწილეობა ჩაერთოს სამეცნიერო კვლევაში;
  • ისარგებლოს ბაუ-ს მატერიალურ-ტექნიკური ბაზით, საბიბლიოთეკო, საინფორმაციო და სხვა საშუალებებით;
  • მიიღოს ამომწურავი ინფორმაცია ბაუ-ში არსებული საგანმანათლებლო პროგრამების თაობაზე და მოითხოვოს სასწავლო კურსების სილაბუსები;
  • მოითხოვოს ცოდნის სამართლიანი შეფასება და დადგენილი წესით გაასაჩივროს საგამოცდო შედეგი;
  • მიიღოს კვალიფიციური კონსულტაცია უფლებამოსილი პირისაგან საგანმანათლებლო პროგრამების, სასწავლო კურსების, გამოცდების ჩატარების ვადებისა და ფორმატის, ასევე სასწავლო პროცესთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხის თაობაზე;
  • პერიოდულად შეაფასოს აკადემიური და მართვითი ორგანოების მუშაობა

ბაუ-ს სტუდენტი ვალდებულია:

  • რეგულარულად გაეცნოს სასწავლო პროცესთან დაკავშირებულ ბაუ-ს ადმინისტრაციულ აქტებს;
  • გონივრულ ვადაში აცნობოს უნივერსიტეტის სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამენტს/სტუდენტთა მომსახურებისა და კარიერული მხარდაჭერის სამსახურს/ფაკულტეტის სასწავლო პროცესის მართვის ელექტრონულ სისტემაში არსებულ ანკეტაში მითითებული ინფორმაციის ცვლილების თაობაზე
icon
სასწავლო დატვირთვა და კრედიტები

დიპლომირებული მედიკოსი

12 სემ. ≥ 360 კრ.

დიპლომირებული სტომატოლოგი

10 სემ. ≥ 300 კრ.

საზ. ჯანმრთელობა და ჯანდაცვის პოლიტიკა (სამ.)

4 სემ. ≥ 120 კრ.

განათლების ადმინისტრირება (სამ.)

4 სემ. ≥ 120 კრ.

icon
სასწავლო პროცესის მართვის ელექტრონული სისტემა — UMIS

სტუდენტს UMIS სისტემაში შესასვლელად საკუთარი პროფილის პაროლი ენიჭება რეგისტრაციისას.

UMIS სისტემაში შესვლა
სწავლის საფასური და გადახდის პირობები

პროგრამების ღირებულება

კანონმდებლობის შესაბამისად, ცალკეულ საგანმანათლებლო პროგრამებზე შესაძლოა დაწესდეს განსხვავებული სწავლების საფასური.

დაფინანსება (გრანტი / სტიპენდია)

ნაწილობრივი დაფინანსების მქონე სტუდენტებმა სახელმწიფო გრანტსა და სწავლის რეალურ ღირებულებას შორის სხვაობა უნდა დაფარონ ადმინისტრაციული რეგისტრაციისთვის დადგენილ ვადებში.

დამატებითი სემესტრი

სასწავლო კურსის კრედიტის ღირებულება — 108.3 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში.

გადახდის მეთოდი

სწავლის საფასურის გადახდა შესაძლებელია საქართველოს ბანკის, თიბისი ბანკისა და ლიბერთი ბანკის სერვისარხების გამოყენებით:

  • ნებისმიერ ფილიალსა და სერვისცენტრში
  • სწრაფი ჩარიცხვის აპარატების (Pay-ბოქსების) მეშვეობით
გადახდის პრობლემის შემთხვევაში: ბაუ საერთაშორისო უნივერსიტეტი (ბათუმი), პირველი კორპუსი, ოთახი №11
icon
მობილობა

უნივერსიტეტში სტუდენტთა მობილობა ორგვარია: შიდა (უნივერსიტეტის შიგნით პროგრამის შეცვლა) და გარე (სხვა უნივერსიტეტიდან ბაუ-ში გადმოსვლა).

შიდა მობილობა

სად? ფაკულტეტის შიგნით ან ბაუ-ს სხვა ფაკულტეტის პროგრამაზე.

როგორ? პროცესი სრულად ელექტრონულია; მართავს სტუდენტთა მხარდაჭერისა და კარიერული განვითარების სამსახური.

უფლება? სწავლების პირველი სემესტრის დასრულების შემდეგ (შეჩერებული სტატუსის პერიოდი არ ითვლება).

შერჩევა? ვაკანტური ადგილები — ეროვნული გამოცდების საკონკურსო ქულის მიხედვით.

გარე მობილობა (ბაუ-ში ჩარიცხვა)

  • ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
  • პროცესს მართავს სსიპ — განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა (EMIS).
icon
კრედიტების აღიარება
Lorem ipsum dolor sit amet consectetur adipisicing elit. Nisi excepturi neque tempore, natus laboriosam totam fugit pariatur officia id quae reiciendis dicta reprehenderit exercitationem quos esse voluptatem amet eum. Possimus? Lorem ipsum dolor sit amet consectetur adipisicing elit. Saepe odit fugit ab, suscipit, nostrum dicta sapiente totam voluptate voluptatum aperiam sequi veritatis, earum aliquid itaque repudiandae similique doloremque. Ad, excepturi!
icon
აკადემიური კეთილსინდისიერების სტანდარტი
Lorem ipsum dolor sit amet consectetur adipisicing elit. Nisi excepturi neque tempore, natus laboriosam totam fugit pariatur officia id quae reiciendis dicta reprehenderit exercitationem quos esse voluptatem amet eum. Possimus? Lorem ipsum dolor sit amet consectetur adipisicing elit. Saepe odit fugit ab, suscipit, nostrum dicta sapiente totam voluptate voluptatum aperiam sequi veritatis, earum aliquid itaque repudiandae similique doloremque. Ad, excepturi!
სტუდენტის სტატუსის შეჩერება
სტუდენტის სტატუსის შეჩერება გულისხმობს სტუდენტსა და უნივერსიტეტს შორის სასწავლო პროცესით გათვალისწინებული უფლება-მოვალეობების შესრულებისგან დროებით განთავისუფლებას. მიზეზი შეიძლება იყოს:

სტუდენტის პირადი განცხადება (მიუხედავად მიზეზისა)
სწავლა უცხოეთის უმაღლეს სასწავლებელში (გარდა გაცვლითი პროგრამისა)
ორსულობა, მშობიარობა, ბავშვის მოვლა ან ჯანმრთელობის გაუარესება
ფინანსური რეგისტრაციის გაუვლელობა
აკადემიური რეგისტრაციის გაუვლელობა
აკადემიური მოსწრების არქონა (შეფასების მიუღებლობა 45 დღის განმავლობაში — ე.ე.გ-ს გარეშე ჩარიცხულებისთვის)
სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემა, რომელიც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას
სტუდენტის სტატუსის აღდგენა
პირადი განცხადებით
სტატუსშეჩერებული სტუდენტისათვის სტატუსი აღდგება სტუდენტის პირადი განცხადების საფუძველზე, იმ შემთხვევაში, თუ აღმოფხვრილია გარემოებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სტატუსის შეჩერებას.
სტუდენტის სტატუსის შეწყვეტა
სტუდენტის სტატუსის შეწყვეტა გულისხმობს უნივერსიტეტთან სამართლებრივი ურთიერთობის საბოლოო დასრულებას. საფუძვლებია:

  • სტუდენტის პირადი განცხადება
  • საგანმანათლებლო პროგრამის დასრულება და აკადემიური ხარისხის მინიჭება
  • სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში მობილობით გადასვლა
  • სტუდენტის სტატუსის შეჩერება ჯამურად 5 (ხუთი) წლის განმავლობაში
  • ეთიკის კოდექსის ისეთი დარღვევა, რომელიც ითვალისწინებს სტატუსის შეწყვეტას
icon
შეფასების სისტემა

სტუდენტი ფასდება ECTS სისტემით. 100-ქულიანი სისტემა ვრცელდება საგანმანათლებლო პროგრამის ყველა კომპონენტზე.

ქულა შეფასება GPA
91–100 (A) ფრიადი 4.0
81–90 (B) ძალიან კარგი 3.0
71–80 (C) კარგი 2.0
61–70 (D) დამაკმაყოფილებელი 1.0
51–60 (E) საკმარისი 0.5
41–50 (FX) ვერ ჩააბარა — სჭირდება დამატებითი სამუშაო; ეძლევა ერთხელ გასვლის უფლება. 0.0
0–40 (F) სამუშაო არ არის საკმარისი — საგანი თავიდან გასავლელია. 0.0
icon
აკადემიური ხარისხის მინიჭება
უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შემდეგ
კურსდამთავრებულს ენიჭება შესაბამისი აკადემიური ხარისხი / კვალიფიკაცია და კურსდამთავრებულის სახელზე გამოიცემა დიპლომი და დანართი.