მიღების პროცედურა საერთაშორისო აპლიკანტებისთვის
ჩარიცხვის პროცესი საერთაშორისო სტუდენტებისთვის
უცხო ქვეყნის მოქალაქეებმა განაცხადი უნდა შეავსონ ელექტრონულად ჩვენი ონლაინ პორტალის მეშვეობით: https://bauglobal.my.salesforce-sites.com/applybatრეგისტრაციის გასავლელად საჭიროა პირადი მონაცემების შევსება და შემდეგი დოკუმენტების ატვირთვა:
პირველკურსელი სტუდენტებისთვის
- საშუალო სკოლის დამამთავრებელი დიპლომი - GCE A დონე;
- აკადემიური ტრანსკრიპტი (სკოლის ნიშნები);
- ბაუ საერთაშორისო უნივერსიტეტი (ბათუმი) იწყებს განაც
- საერთაშორისოდ აღიარებული ინგლისური ენის სერთიფიკატი (მინიმალური საჭირო დონე - B2);
- ეროვნული დასაშვებობის ტესტი (NEET) (მხოლოდ ინდოეთის მოქალაქეებისთვის).
ტრანსფერი სტუდენტებისთვის
- წინა უნივერსიტეტის აკადემიური ტრანსკრიპტი;
- პასპორტის ასლი;
- საერთაშორისოდ აღიარებული ინგლისური ენის სერთიფიკატი (მინიმალური აუცილებელი დონე - B2)* (მხოლოდ არა ინგლისური პროგრამებისთვის).
- აპლიკანტებს, რომლებიც ჯერ კიდევ ელოდებიან განათლების დამადასტურებელი საბოლოო დოკუმენტების გაცემას, შეუძლიათ წარმოადგინონ სავარაუდო შეფასებები. აღნიშნული დოკუმენტაცია საშუალებას მოგვცემს, განვიხილოთ თქვენი განაცხადი და მივიღოთ პირობითი ჩარიცხვის გადაწყვეტილება. გაითვალისწინეთ, რომ საბოლოო, ოფიციალური დოკუმენტების უნივერსიტეტისთვის მოწოდება სავალდებულოა მათი მიღებისთანავე. ონლაინ აპლიკაციის სრულყოფილად შევსების შემდეგ, განაცხადი განიხილება და 2 დღის ვადაში მიიღებთ პირობითი მიღების წერილს.
- წერილის მიღებიდან 5 დღის ვადაში, აპლიკანტმა უნდა გადაიხადოს განაცხადის საფასური - 500 აშშ დოლარი (აღნიშნული თანხა უკან დაბრუნებას არ ექვემდებარება). თანხის ასახვისთანავე, უნივერსიტეტი იწყებს უცხოური განათლების აღიარებისა და ჩარიცხვის ოფიციალურ პროცედურას საქართველოს განათლების სამინისტროში, რაც შესაძლოა 3 კვირამდე გაგრძელდეს. სამინისტროსგან დასტურის მიღებისთანავე, უნივერსიტეტი გასცემს საბოლოო ჩარიცხვის წერილს, რომელიც გამოიყენება სასწავლო ვიზის მისაღებად (საჭიროების შემთხვევაში).
- ბაუ საერთაშორისო უნივერსიტეტში (ბათუმი) ჩარიცხვის შემდეგ, ყველა სტუდენტი ვალდებულია გაიაროს ფინანსური და აკადემიური რეგისტრაცია სტუდენტთა მხარდაჭერისა და კარიერული განვითარების დეპარტამენტში. რეგისტრაციის ვადები რეგულირდება უნივერსიტეტის აკადემიური კალენდრით.
საზღვარგარეთ განათლებამიღებულ პირთა საყურადღებოდ
საქართველოს ის მოქალაქეები, რომლებმაც სრული ზოგადი განათლება საზღვარგარეთ მიიღეს, ბაუ ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტში ირიცხებიან საერთაშორისო აპლიკანტებისთვის დადგენილი მიღების პროცედურის შესაბამისად.უცხო ენის კომპეტენცია
ვინაიდან ჩვენი ყველა პროგრამა სრულად ისწავლება ინგლისურად, ჩვენ ვითხოვთ თქვენი ენის ცოდნის დამადასტურებელ მტკიცებულებას. გთხოვთ იხილოთ საერთაშორისო ინგლისური ენის კომპეტენციების გამოცდების და შესაბამისი ქულების ჩამონათვალი, რომელიც აღიარებულია ჩვენი უნივერსიტეტის მიერ:TOEFL (iBT 79);
IELTS 6.5 (აკად.);
FCE B;
YDS 80;
Pearson PTE აკად. 78;
CAE A;
თუ თქვენ დაასრულეთ საშუალო სკოლა ინგლისურენოვან ქვეყანაში, მაშინ არ გჭირდებათ ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი საბუთი.
ბაუ საერთაშორისო უნივერსიტეტი აპლიკანტებს სთავაზობს ჩააბარონ ინგლისური ენის გამოცდა "BAU Proficiency",
თუ მათ აქვთ ინგლისური ენის საჭირო ცოდნა, მაგრამ არ აქვთ საერთაშორისო ენის სერთიფიკატი. BAU Proficiency-ის
გამოცდის მინიმალური ქულა უნდა იყოს 60. გამოცდის თარიღების შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ მიიღოთ სტუდენტთა
მხარდაჭერისა და კარიერული განვითარების დეპარტამენტში.