რეგისტრაცია
image

საერთაშორისო ურთიერთოებები

საერთაშორისო პროექტები

ერაზმუს+ საერთაშორისო კრედიტ მობილობა

მიმდინარე
საერთაშორისო კრედიტ მობილობა (ICM) წარმოადგენს ევროკავშირის Erasmus+ პროგრამის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიმართულებას, რომელიც მიზნად ისახავს პარტნიორ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის სტუდენტების, აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალის საერთაშორისო მობილობის ხელშეწყობას. ბაუ საერთაშორისო უნივერსიტეტი (ბათუმი) ერაზმუს+ პროგრამის ფარგლებში თანამშრომლობს ევროპის წამყვან უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებთან და უზრუნველყოფს ინტერნაციონალიზაციის პროცესებსა და ინსტიტუციური კავშირების გაძლიერებას.
დეტალურად

ერაზმუს+ თანამშრომლობა - აღმოსავლეთ ფინეთის უნივერსიტეტი

მიმდინარე
ბაუ საერთაშორისო უნივერსიტეტი (ბათუმი) Erasmus+ საერთაშორისო კრედიტ მობილობის ფარგლებში თანამშრომლობს აღმოსავლეთ ფინეთის უნივერსიტეტთან, რომელიც წარმოადგენს ერთ-ერთ სტრატეგიულ პარტნიორს აკადემიური თანამშრომლობის მიმართულებით. პარტნიორობის ფარგლებში ხორციელდება სტუდენტთა, აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალის მობილობა, რაც ხელს უწყობს საგანმანათლებლო პროცესის ინტერნაციონალიზაციას, გამოცდილების გაზიარებასა და ინსტიტუციური შესაძლებლობების განვითარებას.
დეტალურად

ერაზმუს+ თანამშრომლობა - ფლორენციის უნივერსიტეტი

მიმდინარე
Erasmus+ საერთაშორისო კრედიტ მობილობის შეთანხმების ფარგლებში ბაუ საერთაშორისო უნივერსიტეტის (ბათუმი) სტუდენტებსა და პერსონალს შესაძლებლობა აქვთ მონაწილეობა მიიღონ საერთაშორისო გაცვლით პროგრამებში, რომლებიც ხორციელდება ფლორენციის უნივერისტეტში.
დეტალურად

ერაზმუს+ თანამშრომლობა - რომის საპიენცას უნივერსიტეტი

მიმდინარე
ბაუ საერთაშორისო უნივერსიტეტი (ბათუმი) Erasmus+ საერთაშორისო კრედიტ მობილობის პროგრამის ფარგლებში აქტიურად თანამშრომლობს რომის საპიენცას უნივერსიტეტთან, თანამშრომლობა მოიცავს სტუდენტების, ადმინისტრაციული და აკადემიური პერსონალის საერთაშორისო სასწავლო და კვლევით გარემოში პროფესიული განვითარების შესაძლებლობას.
დეტალურად

ერაზმუს+ თანამშრომლობა - ტრანსილვანიის უნივერსიტეტი

მიმდინარე
ბაუ საერთაშორისო უნივერსიტეტსა (ბათუმი) და ტრანსილვანიის უნივერსიტეტს შორის Erasmus+ საერთაშორისო კრედიტ მობილობის ფარგლებში განვითარებული თანამშრომლობა ხელს უწყობს სტუდენტების, აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალის მობილობას, საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებასა და ინსტიტუციური კავშირების გაძლიერებას.
დეტალურად

ერაზმუს+ თანამშრომლობა - ლიეტუვის ჯანდაცვის მეცნიერებათა უნივერსიტეტი

მიმდინარე
ბაუ საერთაშორისო უნივერსიტეტი (ბათუმი) Erasmus+ საერთაშორისო კრედიტ მობილობის ფარგლებში თანამშრომლობს ლიეტუვის ჯანდაცვის მეცნიერებათა უნივერსიტეტთან (LSMU), რომელიც წარმოადგენს ჯანმრთელობის მეცნიერებების მიმართულებით უნივერსიტეტის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ევროპულ პარტნიორს.
დეტალურად

ერაზმუს+ თანამშრომლობა - ვასილე გოლდის სახელობის დასავლეთის უნივერსიტეტი

მიმდინარე
ბაუ საერთაშორისო უნივერსიტეტი (ბათუმი) Erasmus+ საერთაშორისო კრედიტ მობილობის შეთანხმების ფარგლებში თანამშრომლობს ვასილე გოლდის სახელობის დასავლეთის უნივერსიტეტთან, რაც ქმნის გაცვლითი პროგრამების განხორციელების შესაძლებლობას სტუდენტების და პერსონალისთვის.
დეტალურად

LEADHEGA

მიმდინარე
Erasmus+ Capacity Building Project – LEADHEGA (Leadership in Higher Education Development in Georgia and Azerbaijan) ორიენტირებულია საქართველოსა და აზერბაიჯანის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ლიდერობის, სტრატეგიული დაგეგმვისა და მმართველობის შესაძლებლობების გაძლიერებაზე. საერთაშორისო კონსორციუმი მიზნად ისახავს ლიდერობის ქსელის შექმნას, უმაღლესი განათლების სფეროში მმართველობითი კულტურის განვითარებასა და სტრატეგიული მმართველობის ჩარჩოების გაძლიერებას როგორც აკადემიურ, ისე ადმინისტრაციულ დონეზე. პროექტი ითვალისწინებს სასწავლო რესურსებისა და განვითარების ცენტრების შექმნას, აგრეთვე, ქსელური შეხვედრების, საერთაშორისო ექსპერტების ლექციებისა და პრაქტიკაზე დაფუძნებული სწავლების კომპონენტებს. ყოველივე ეს კი უზრუნველყოფს მიღებული გამოცდილებისა და საუკეთესო პრაქტიკის ფართო გავრცელებას, რაც დადებით გავლენას მოახდენს ინსტიტუციების მართვის, სტრატეგიული განვითარების და ცვლილებების ეფექტურად განხორციელების მიმართულებებზე.
დეტალურად

ერაზმუს+ საერთაშორისო კრედიტ მობილობა

დასრულებული
საერთაშორისო კრედიტ მობილობა (ICM) წარმოადგენს ევროკავშირის Erasmus+ პროგრამის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიმართულებას, რომელიც მიზნად ისახავს პარტნიორ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის სტუდენტების, აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალის საერთაშორისო მობილობის ხელშეწყობას. ბაუ საერთაშორისო უნივერსიტეტი (ბათუმი) ერაზმუს+ პროგრამის ფარგლებში თანამშრომლობს ევროპის წამყვან უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებთან და უზრუნველყოფს ინტერნაციონალიზაციის პროცესებსა და ინსტიტუციური კავშირების გაძლიერებას.
დეტალურად

Spring project

დასრულებული
ბაუ საერთაშორისო უნივერსიტეტის (ბათუმი) კოორდინირებით განხორციელდა პროექტი “The ERASMUS+ SPRING Project”, რომლის მიზანს წარმოადგენდა სამედიცინო სკოლების აკადემიური და ადმინისტრაციული ერთეულების შესაძლებლობების გაძლიერება, ხარისხის განვითარების მექანიზმების დანერგვა და ინტერნაციონალიზაციის პროცესების მხარდაჭერა როგორც სამიზნე პარტნიორ ქვეყნებში, ასევე მათ ფარგლებს გარეთ. პროექტის ფარგლებში შეიქმნა საერთაშორისო მიმოხილვის საბჭო (MPRB), რომელიც წარმოადგენს აკადემიური პროგრამებისა და ინსტიტუციური პროცესების უწყვეტი გაუმჯობესების მდგრად და ეფექტურ მექანიზმს. ასევე შემუშავდა აკადემიური პროგრამების, ადმინისტრაციული პოლიტიკის, პროცედურებისა და საქმიანობების სისტემური შეფასებისა და მიმოხილვის მოდელი, რომელიც დაინერგა პარტნიორ ინსტიტუციებში. პროექტმა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა აკადემიური პერსონალის პროფესიულ განვითარებაში, თვითშეფასებისა და გარე შეფასების კულტურის გაძლიერებაში, ასევე საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავების, ხარისხის უზრუნველყოფის თანამედროვე მიდგომების დანერგვისა და სამედიცინო განათლების სფეროში ინსტიტუციური შესაძლებლობების გაძლიერების მიმართულებით.
დეტალურად

World Bank Project

დასრულებული
განათლება უკეთესი დასაქმებისთვის: პარტნიორობა ინოვაციური ჯანდაცვაში. პროექტი „განათლება უკეთესი დასაქმებისთვის: პარტნიორობა ინოვაციურ ჯანდაცვაში“ (E4E) წარმოადგენს მსოფლიო ბანკის კონკურენტული ინოვაციის ფონდის (CIF) მხარდაჭერით განხორციელებულ პროექტს, რომელიც მიზნად ისახავს ჯანდაცვის სფეროში შრომის ბაზართან ინტეგრირებული უმაღლესი განათლების ხელშეწყობას თანამედროვე, ინოვაციური საგანმანათლებლო პროგრამებისა და მდგრადი ინტერსექტორული პარტნიორობის განვითარებით. პროექტი ორიენტირებულია საზოგადოებრივი ჯანმრთელობის, ჯანდაცვის პოლიტიკისა და ჯანდაცვის მართვის მიმართულებით შრომის ბაზრის მოთხოვნებზე მორგებული აკადემიური პროგრამების განვითარებასა და მოდერნიზაციაზე. მისი მთავარი მიზანია საგანმანათლებლო ინსტიტუციებს, დამსაქმებლებსა და სტუდენტებს შორის ეფექტიანი თანამშრომლობის გაძლიერება, რაც ხელს შეუწყობს კვალიფიციური კადრების მომზადებას და დასაქმების შესაძლებლობების ზრდას. პროექტის ფარგლებში განხორციელდა ჯანდაცვის ბაზრის საჭიროებების კვლევა, საგანმანათლებლო პროგრამების სწრაფი მოდერნიზაცია, მუდმივი გაუმჯობესების მექანიზმების დანერგვა და სტრატეგიული ფორუმის შექმნა, რომელიც უზრუნველყოფს დაინტერესებულ მხარეებს შორის ღია დიალოგსა და მტკიცე პარტნიორობის ჩამოყალიბებას. ამასთან, პროექტი მნიშვნელოვნად უწყობს ხელს სტუდენტური მომსახურებისა და კარიერული განვითარების სერვისების გაძლიერებას პარტნიორ უნივერსიტეტებში. პროექტი მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ჯანდაცვის სფეროში განათლების ხარისხის გაუმჯობესებაში, შრომის ბაზრის მოთხოვნებთან შესაბამისობის ზრდასა და ინოვაციური, მდგრადი თანამშრომლობის მოდელის ჩამოყალიბებაში.
დეტალურად