საერთაშორისო პროექტები
World Bank Project
განათლება უკეთესი დასაქმებისთვის: პარტნიორობა ინოვაციური ჯანდაცვაში.
პროექტი „განათლება უკეთესი დასაქმებისთვის: პარტნიორობა ინოვაციურ ჯანდაცვაში“ (E4E) წარმოადგენს მსოფლიო ბანკის კონკურენტული ინოვაციის ფონდის (CIF) მხარდაჭერით განხორციელებულ პროექტს, რომელიც მიზნად ისახავს ჯანდაცვის სფეროში შრომის ბაზართან ინტეგრირებული უმაღლესი განათლების ხელშეწყობას თანამედროვე, ინოვაციური საგანმანათლებლო პროგრამებისა და მდგრადი ინტერსექტორული პარტნიორობის განვითარებით.
პროექტი ორიენტირებულია საზოგადოებრივი ჯანმრთელობის, ჯანდაცვის პოლიტიკისა და ჯანდაცვის მართვის მიმართულებით შრომის ბაზრის მოთხოვნებზე მორგებული აკადემიური პროგრამების განვითარებასა და მოდერნიზაციაზე. მისი მთავარი მიზანია საგანმანათლებლო ინსტიტუციებს, დამსაქმებლებსა და სტუდენტებს შორის ეფექტიანი თანამშრომლობის გაძლიერება, რაც ხელს შეუწყობს კვალიფიციური კადრების მომზადებას და დასაქმების შესაძლებლობების ზრდას.
პროექტის ფარგლებში განხორციელდა ჯანდაცვის ბაზრის საჭიროებების კვლევა, საგანმანათლებლო პროგრამების სწრაფი მოდერნიზაცია, მუდმივი გაუმჯობესების მექანიზმების დანერგვა და სტრატეგიული ფორუმის შექმნა, რომელიც უზრუნველყოფს დაინტერესებულ მხარეებს შორის ღია დიალოგსა და მტკიცე პარტნიორობის ჩამოყალიბებას. ამასთან, პროექტი მნიშვნელოვნად უწყობს ხელს სტუდენტური მომსახურებისა და კარიერული განვითარების სერვისების გაძლიერებას პარტნიორ უნივერსიტეტებში.
პროექტი მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ჯანდაცვის სფეროში განათლების ხარისხის გაუმჯობესებაში, შრომის ბაზრის მოთხოვნებთან შესაბამისობის ზრდასა და ინოვაციური, მდგრადი თანამშრომლობის მოდელის ჩამოყალიბებაში.

კონსორციუმის წევრები:
- ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
- ბაუ საერთაშორისო უნივერსიტეტი (ბათუმი)
- საერთაშორისო ფონდი კურაციო
- დამოუკიდებელ ჰოსპიტალთა ასოციაცია