რეგისტრაცია
image

ჩვენ შესახებ

ხარისხის უზრუნველყოფა

ბაუ საერთაშორისო უნივერსიტეტის (ბათუმი) ხარისხის უზრუნველყოფის დეპარტამენტი,   ხარისხის უზრუნველყოფის მოქმედი პოლიტიკის შესაბამისად უზრუნველყოფს ინსტიტუციური პროცესებისა და საგანმანათლებლო პროგამების ხარისხის განვითარებასა და ქვეყანაში მოქმედი მარეგულირებელი ორგანოების სტანდარტების დაკმაყოფილებას.

დეპარტამენტი პასუხისმგებელია საგანმანათლებლო და ინსტიტუციური ხარისხის განვითარებასა და მარეგულირებელი სტრანდარტების ზედმიწევნით შესრულებაზე.
ხარისხის უზრუნველყოფა უნივერსიტეტში ხორციელდება ხარისხის უზრუნველყოფის პოლიტიკის შესაბამისად. ხარისხის უზრუნველყოფის პოლიტიკა შეესაბამება პერსონალის, სტუდენტების, მომავალ კურსდამთავრებულთა, დამსაქმებელთა და სხვა დაინტერესებული საზოგადოების/მხარეების (stakeholders) საჭიროებებსა და ინტერესებს.

ხარისხის უზრუნველყოფის პოლიტიკა ეფუძნება ხარისხის უზრუნველყოფის სახელმძღვანელო დოკუმენტებს - საგანმანათლებლო პროგრამებისა და სასწავლო პროცესის ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმებსა და სამეცნიერო- კვლევითი საქმიანობის ხარისხის უზრუნველყოფის პროცედურებს, ასევე უნივერსიტეტის განვითარების მიმართულებების და ხარისხზე ორიენტირების ღირებულების შესაბამისად ქმნის მმართველობითი და საგანმანათლებლო საქმიანობის ხარისხის უზრუნველყოფის განახლებულ სისტემას.

უნივერსიტეტის ხარისხის ერთიანი სისტემის მიზანია ემსახუროს საზოგადოების განვითარებას და მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოს ამ პროცესში საქმიანობის სფეროს და სპეციფიკის გათვალისწინებით.
ხარისხის უზრუნველყოფის ზოგად მიზნებს წარმოადგენს ინსტიტუციური განვითარება, გამჭვირვალობის უზრუნველყოფა, კონკურენტუნარიანობის გაზრდა (როგორც ინსტიტუციის, ისე, კურსდამთავრებულთა დონეებზე), საზოგადოების ინტერესებისა და დაინტერესებული მხარეების მისწრაფებების ხელშეწყობა.

ზოგადი მიზნების გათვალისწინებით, სწავლება-სწავლის ხარისხის უზრუნველყოფა არის საგანმანათლებლო დაწესებულების ხარისხის უზრუნველყოფის ძირითადი მიზანი და, შესაბამისად, ხარისხის ზოგადი პოლიტიკის მნიშვნელოვანი ელემენტი.
უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის პოლიტიკა ემყარება ხარისხის კონცეფციის ორ მნიშვნელოვან ინტერპრეტაციას, პროცესის ხარისხს და სწავლების ხარისხს.

უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის შიდა გარემოს მონაწილეძირითადი ერთეულებია:

სტუდენტები
მთავარი აქტორები
დამხმარე აქტორთა წრე
აკადემიური კორპუსი
დამხმარე აქტორთა წრე
დამხმარე აქტრორთა წრე

ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური

რექტორი, ვიცე რექტორები

სკოლები

ადმინისტრაცია

უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის გარე გარემოს მონაწილეძირითადი პირებია:

მარეგულირებელი ორგანოები
პოტენციური დამსაქმებლები
პარტნიორი კლინიკები, ინსტიტუციები
პროდუქტის ან/და მომსახურების მომწოდებელე ბი
კურს- დამთავრებულები

ავტორიზაცია

ბაუ საერთაშორისო უნივერსიტეტი (ბათუმი) ავტორიზებულია 2027 წლის 24 ივნისამდე.

ავტორიზაციის დამადასტურებელი გადაწყვეტილება

ხარისხის უზრუნველყოფის ანგარიშები