სტომატოლოგიის ერთსაფეხურიანი პროგრამა
პროგრამის კატალოგი
Program Catalog
DMD
შესავალი
ბაუ საერთაშორისო უნივერსიტეტის (ბათუმი) ერთსაფეხურიანი დიპლომამდელი საგანმანათლებლო პროგრამა „სტომატოლოგია“ გამომდინარეობს სტომატოლოგიური განათლების ევროპული ასოციაციის ADEE (Association for Dental Education in Europe) დარგის მახასიათებელიდან „Graduating European Dentist“ და ითვალისწინებს უმაღლესი სტომატოლოგიური განათლების ეროვნული სექტორის და შრომის ბაზრის კონტექსტს. პროგრამის შექმნისას გათვალისწინებულია გაერთიანებული სამეფოს Queen Mary University-ის სტომატოლოგიური სკოლისა და თურქეთის სტამბულის ბაჰჩეშეჰირის უნივერსიტეტის სტომატოლოგიური ფაკულტეტის გამოცდილება.პროგრამის სწავლის შედეგების ჩარჩო წარმოადგენს ADEE-ის დარგობრივი სტანდარტებისა და აქტუალური კომპეტენციების ადაპტირებას ქართულ საგანმანათლებლო სივრცეში, კვალიფიკაციათა ეროვნული ჩარჩოს გათვალისწინებით.
პირის ღრუს ჯანმრთელობა გავლენას ახდენს ადამიანის ფიზიკურ ჯანმრთელობასა და ფსიქო-სოციალურ მდგომარეობაზე. სტომატოლოგია სწრაფად განვითარებადი დარგია — პერიოქირურგია, ციფრული სტომატოლოგია, იმპლანტაცია ციფრული შაბლონებით და სხვა. თანამედროვე სტომატოლოგია ზოგადი ჯანმრთელობისა და სიცოცხლის ხარისხის გაუმჯობესებასთან ერთად ესთეტიკურ მნიშვნელობასაც იკავებს.
სტომატოლოგიურ მომსახურებაზე მოთხოვნის ზრდამ გაზარდა მოთხოვნილება კვალიფიციურ კადრებზე. უნივერსიტეტი მიზნად ისახავს ჯანდაცვის სფეროს განვითარებას საერთაშორისო პრაქტიკაზე დაყრდნობით — კონკურენტუნარიანი კურსდამთავრებულების მომზადებით დენტალური მედიცინის მიმართულებით.
პროგრამის ხელმძღვანელი — ირაკლი ჩაჩუა
პროგრამის მიმოხილვა
პროგრამის სახელისტომატოლოგია
კვალიფიკაციადიპლომირებული სტომატოლოგი / Doctor of Dental Medicine (DMD)
საგანმანათლებლო ერთეულიმედიცინისა და ჯანმრთელობის მეცნიერებათა სკოლა
მიმართულება09 ჯანდაცვა, სოციალური კეთილდღეობა · 0911 დენტალური მედიცინა · კოდი 0911.1.1
პროგრამის დონეერთსაფეხურიანი უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამა · ევროპული კვალიფიკაციების ჩარჩოს VII დონე
სწავლების ენაინგლისური
ხანგრძლივობა / მოცულობა5 აკადემიური წელი · 300 ECTS · 9000 აკადემიური საათი
აღიარებაავტორიზებულია ეროვნული ცენტრის უმაღლესი ავტორიზაციის საბჭოს 2021 წლის 8 ივლისის N689586 გადაწყვეტილების საფუძველზე
პროგრამის მისია
სწავლების ინოვაციურ მიდგომებსა და ტექნოლოგიებზე დაფუძნებული განათლების განხორციელება სტომატოლოგიურ სწავლებაში — საერთაშორისო საგანმანათლებლო და შრომის ბაზარზე კონკურენტუნარიანი კურსდამთავრებულის მომზადების მიზნით.პროგრამის მიზნები და ამოცანები
პროგრამის მიზანია მოამზადოს მაღალკვალიფიციური, სტომატოლოგიური განათლების საერთაშორისო სტანდარტის შესაბამისი კომპეტენციის სტომატოლოგი — ფუნდამენტური თეორიული და მტკიცებულებებზე დამყარებული სამეცნიერო ცოდნით, ინოვაციურ-ტექნოლოგიური ხედვებითა და პრაქტიკოსი სტომატოლოგისთვის აუცილებელი კლინიკური უნარებით, კონკურენტუნარიანი ეროვნულ და საერთაშორისო მასშტაბით.პროგრამის ამოცანაა სტომატოლოგიური გუნდის აქტიური წევრისა და ლიდერის მომზადება; ექიმ-სტომატოლოგის როლის გაცნობიერება საზოგადოებრივი ჯანდაცვის სისტემაში; პირის ღრუს დაავადებების პროფილაქტიკა, დიაგნოსტიკა და მკურნალობა თანამედროვე გაიდლაინებით; პროფესიული და ეთიკური ღირებულებები, კვლევითი კომპეტენცია და უწყვეტი სწავლისადმი სწრაფვა.
სულ კრედიტი
300ECTS
5 აკადემიური წელი · 9000 საათი
საკონტაქტო
4 797სთ
სავალდებულო კურსებიდან
დამოუკიდებელი მუშაობა
3 813სთ
არჩევითი — 390 საათი
სიმულაცია და კლინიკა
1 129სთ
საშუალო დღიური დატვირთვა 6–7 სთ
ბიოსამედიცინო კომპონენტი
პირველი წლის მოდულები MED1001–MED1008 ორგანოთა სისტემების მიხედვით აერთიანებს ბიო-სამედიცინო დისციპლინებს; ვერტიკალურად ინტეგრირებულია კლინიკური საკითხები PBL/CBL მეთოდებით. მეორე წლიდან — პათოლოგიური პროცესები პირის ღრუს ჯანმრთელობის გათვალისწინებით; მესამე–მეოთხე წელს — კლინიკური სამედიცინო მეცნიერებები სტომატოლოგიაში.
YEAR II · სტომატოლოგიური საფუძვლები
პირის ღრუს და ყბა-სახის ანატომია და ფიზიოლოგია; ანესთეზია, ქირურგიული ინსტრუმენტები, თერაპიული მკურნალობის მეთოდები და მასალები — წინაპირობა შემდგომი დიაგნოსტიკისა და მანიპულაციებისთვის.
YEAR III · ძირითადი დაავადებები
კარიესოლოგია, პირის ღრუსა და ყბა-სახის ანთებითი დაავადებები, ენდოდონტია, ბავშვთა სტომატოლოგიის საფუძვლები, პროთეზირების შესავალი; სიმულაცია ფანტომებზე და გუნდური კომუნიკაცია კლინიკაში.
YEAR IV · კომპლექსური პათოლოგიები
საფეთქელქვედა სახსრის პათოლოგია, ტრავმატოლოგია, თანკბილვის ანომალიები, დანაკლისი კბილების აღდგენა — თერაპიული, ქირურგიული, ორთოდონტიული და ორთოპედიული მკურნალობა სიმულაციურ და კლინიკურ გარემოში.
YEAR V · რთული მკურნალობა და პრაქტიკა
ლორწოვანი გარსის დაავადებები, ონკოლოგია, იმპლანტაცია, მოუხსნელი/მოსახსნელი პროთეზირება, ორთოდონტია, კლინიკური ფარმაკოლოგია; კლინიკური პრაქტიკა (8 ECTS) და სამეცნიერო პროექტი (10 ECTS).
კომუნიკაცია · სიმულაცია · კვლევა
კომუნიკაციისა და ეთიკის კურსები ვერტიკალურად; 1129 საათი TSE/TCE; კლინიკური გარემო ≈511 საკონტაქტო საათი; კვლევითი კომპონენტი 21 ECTS. პორტფოლიო მოიცავს კურიკულუმგარეშე აქტივობას, ქეისის წარდგენას და თვითშეფასებას.
სწავლის შედეგები
პროგრამის სწავლის შედეგები შეესაბამება ADEE-ის დარგობრივ კომპეტენციებს და ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოს მოთხოვნებს დიპლომირებული სტომატოლოგისთვის. შედეგები დაჯგუფებულია ოთხი მიმართულებით:პროფესიონალიზმი
ეთიკა — ჯანმრთელობის დაცვა როგორც პროფესიული პრივილეგია; ეთიკური პრინციპები კლინიკასა და კვლევაში; აკადემიური პატიოსნება.
ლიდერობა და კომუნიკაცია — გუნდის ხელმძღვანელობა, ცვლილებების მართვა; ვერბალური/წერილობითი კომუნიკაცია ქართულ და ინგლისურ ენაზე.
რეგულირება და ანგარიშვალდებულება — ჯანდაცვის საკანონმდებლო მოთხოვნები, ინფორმირებული თანხმობა, ინფექციების კონტროლი, მონაცემთა დაცვა, რადიაციული უსაფრთხოება.
კრიტიკული თვითშეფასება — საკუთარი შესაძლებლობების ზღვარი; რჩევის მოთხოვნა; პასუხისმგებლობა ქმედებებზე.
უსაფრთხო და ეფექტური კლინიკური პრაქტიკა
ორგანიზმის ბიოლოგიური პროცესების გაცნობიერება; პირის ღრუს ჯანმრთელობის ბიო-სამედიცინო საფუძვლები; სისტემური დაავადებების კავშირი ყბა-სახის მდგომარეობებთან; ინფექციის კონტროლი და რადიაციული უსაფრთხოება; ვიზუალიზაცია; გადაუდებელი შემთხვევების მართვა; სტომატოლოგიური მასალების მახასიათებლები.
პაციენტზე ორიენტირებული მოვლა
ქცევის მართვა და რისკ-ფაქტორების ანალიზი; კლინიკური ინფორმაციის შეგროვება და დიფერენციული დიაგნოსტიკა; ინდივიდუალური მკურნალობის დაგეგმვა და შედეგის შენარჩუნება; რესტავრაციები, ანესთეზია, ექსტრაქცია, იმპლანტაცია; პროფილაქტიკა და მინიმალურად ინვაზიური პროცედურები.
სტომატოლოგია და საზოგადოება
დემოგრაფია და ჯანმრთელობის ტენდენციები; პირის ღრუს ჯანმრთელობის როლი პირველად ჯანდაცვაში; ქცევის ცვლილება მოსახლეობის დონეზე; პროფესიული ადვოკატირება; საზოგადოებრივი ჯანმრთელობის პოლიტიკის შეფასება ხელმისაწვდომობის, ხარისხისა და შედეგების კუთხით.
ზოგადი კომპეტენციები
ანალიზი და სინთეზი · ინფორმაციის მართვა · პრობლემის გადაწყვეტა და კრიტიკული აზროვნება · დამოუკიდებელი მუშაობა · ცოდნის უწყვეტი განახლება · ახალ სიტუაციებთან ადაპტაცია.
პროგრამა „სტომატოლოგია“ სასწავლო გეგმა (2021–2026)
| კოდი | კურსის დასახელება | ECTS | წინაპირობა | I სემ | II სემ |
|---|---|---|---|---|---|
| MEDC1003 | კომუნიკაციის უნარები და აკადემიური წერა I | 4 | — | 4 | |
| MED1001 | უჯრედის მოლეკულური საფუძვლები | 5 | — | 5 | |
| MED1003 | უჯრედი, ქსოვილი და ორგანოთა სისტემა | 5 | — | 5 | |
| MED1005 | ძვალ-კუნთოვანი სისტემა | 7 | — | 7 | |
| MED1007 | გულსისხლძარღვთა და სასუნთქი სისტემები | 7 | — | 7 | |
| MED1011 | ფილოსოფია და ეთიკა მედიცინაში I | 2 | — | 2 | |
| MEDC1004 | კომუნიკაციის უნარები და აკადემიური წერა II | 4 | — | 4 | |
| MED1002 | საჭმლის მომნელებელი სისტემა და მეტაბოლიზმი | 6 | — | 6 | |
| MED1004 | შარდ-სასქესო სისტემა | 6 | — | 6 | |
| MED1006 | ნერვული სისტემა | 6 | — | 6 | |
| MED1008 | გრძნობათა ორგანოები და ენდოკრინული სისტემა | 6 | — | 6 | |
| MED1012 | ფილოსოფია და ეთიკა მედიცინაში II | 2 | — | 2 |
| კოდი | კურსის დასახელება | ECTS | წინაპირობა | I სემ | II სემ |
|---|---|---|---|---|---|
| DEN2001 | დაავადებების ბიოლოგიური საფუძვლები I | 6 | MED1001–1008 | 6 | |
| DEN2003 | დაავადებების ბიოლოგიური საფუძვლები II | 6 | MED1001–1008 | 6 | |
| DEN2005 | თავისა და კისრის ქირურგიული ანატომია | 3 | MED1001–1008 | 3 | |
| MED2007 | კარგი სამედიცინო პრაქტიკის საფუძვლები | 5 | — | 5 | |
| GEO2009* | ქართული ენა I / არჩევითი უცხო ენა I | 6 | — | 6 | |
| DEN2002 | პირის ღრუს ანატომია და თანკბილვა (პრეკლინიკური ოდონტოლოგია) | 4 | MED1005–1008 | 4 | |
| DEN2004 | სტომატოლოგიურ დაავადებათა პროფილაქტიკა | 3 | DEN2005 | 3 | |
| DEN2006 | თერაპიული სტომატოლოგია 1 (პროპედევტიკა 1) | 4 | DEN2002 | 4 | |
| DEN2008 | ქირურგიული სტომატოლოგია | 4 | DEN2005 | 4 | |
| NMED2014 | შესავალი სოციოლოგიასა და ფსიქოლოგიაში | 2 | — | 2 | |
| MED5019 | სამეცნიერო-კვლევითი უნარები | 3 | — | 3 | |
| NDEN2010 | ქცევათმეცნიერებები, ჯანმრთელობითი განათლება და ცხოვრების ჯანსაღი წესის პროპაგანდა | 4 | — | 4 | |
| GEO2010* | ქართული ენა / არჩევითი უცხო ენა II | 6 | GEO2009 | 6 |
| კოდი | კურსის დასახელება | ECTS | წინაპირობა | I სემ | II სემ |
|---|---|---|---|---|---|
| DEN3001 | კლინიკური სამედიცინო მეცნიერებები სტომატოლოგიაში-I | 4 | DEN2001; DEN2003 | 4 | |
| DEN3011 | კლინიკური სამედიცინო მეცნიერებები სტომატოლოგიაში-II | 4 | DEN2001; DEN2003 | 4 | |
| DEN3003 | თერაპიული სტომატოლოგია 2 (კარიესოლოგია) | 4 | DEN2006 | 4 | |
| GEO3011* | ქართული ენა / არჩევითი საგანი | 5 | GEO2010 | 5 | |
| NMED3005* | ჯანდაცვის სამართლებრივი ასპექტები | 2 | — | 2 | |
| MED3007 | კვლევის მეთოდოლოგია და ბიოსტატისტიკა | 2 | MED5019 | 2 | |
| MED3009 | ეპიდემიოლოგია და პროფილაქტიკური მედიცინა | 2 | — | 2 | |
| DEN3007 | ქირურგიული სტომატოლოგია 2 (პირის ღრუს მედიცინა) | 5 | DEN2008 | 5 | |
| DEN3002 | კლინიკური სამედიცინო მეცნიერებები სტომატოლოგიაში-III | 4 | DEN2003 | 4 | |
| DEN3004 | თერაპიული სტომატოლოგია 3 (ენდოდონტიის პროპედევტიკა) | 5 | DEN3003 | 5 | |
| DEN3006 | ბავშვთა ასაკის სტომატოლოგია-I (კარიესოლოგია-ენდოდონტია) | 5 | DEN3003 | 5 | |
| DEN3008 | ორთოპედიული სტომატოლოგია-I (პროპედევტიკა) | 4 | DEN2002 | 4 | |
| DEN3010 | კომუნიკაცია და გუნდური მუშაობა სტომატოლოგიურ კაბინეტში | 2 | MEDC1003; NMED2014 | 2 | |
| GEO3016 | ქართული ენა IV / არჩევითი საგანი | 5 | GEO3011 | 5 |
| კოდი | კურსის დასახელება | ECTS | წინაპირობა | I სემ | II სემ |
|---|---|---|---|---|---|
| DEN4001 | ორთოპედიული სტომატოლოგია 2 (მოუხსნელი კონსტრუქციები) | 4 | DEN3008 | 4 | |
| DEN4003 | კლინიკური სამედიცინო მეცნიერებები სტომატოლოგიაში-IV | 4 | MED1006 | 4 | |
| DEN4005 | თერაპიული სტომატოლოგია 4 — პრეკლინიკური ენდოდონტია | 7 | DEN3004 | 7 | |
| DEN4007 | ქირურგიული სტომატოლოგია 3 | 4 | DEN3007 | 4 | |
| DEN4009 | ბავშვთა ასაკის სტომატოლოგია 2 (პირის ღრუს ლორწოვანის დაავადებები და ინფექციები) | 6 | DEN3006 | 6 | |
| DEN4011 | ორთოდონტია და ყბაკბილთა ორთოპედია 1 (პროპედევტიკა) | 3 | DEN2002 | 3 | |
| DEN4013 | მტკიცებულებაზე დაფუძნებული სტომატოლოგია | 2 | MED3007 | 2 | |
| DEN4002 | კლინიკური სამედიცინო მეცნიერებები სტომატოლოგიაში-V | 5 | DEN2001, DEN2003 | 5 | |
| DEN4004 | ორთოპედიული სტომატოლოგია 3 (მოუხსნელი კონსტრუქციები) | 5 | DEN4001 | 5 | |
| DEN4006 | ორთოდონტია და ყბაკბილთა ორთოპედია II (დიაგნოსტირება და ორთოდონტიული აპარატები) | 5 | DEN4011 | 5 | |
| DEN4008 | თერაპიული სტომატოლოგია 5 (პაროდონტოლოგიის პროპედევტიკა) | 4 | DEN4005 | 4 | |
| DEN4010 | საზოგადოებრივი ჯანმრთელობა სტომატოლოგიაში | 4 | NDEN2010 | 4 | |
| DEN4012 | გერიატრიული სტომატოლოგია | 3 | DEN2005; DEN2002 | 3 |
| კოდი | კურსის დასახელება | ECTS | წინაპირობა | I სემ | II სემ |
|---|---|---|---|---|---|
| DEN5001 | თერაპიული სტომატოლოგია VI (კლინიკური პაროდონტოლოგია) | 4 | DEN4010 | 4 | |
| DEN5003 | ორთოდონტია და ყბაკბილთა ორთოპედია III (ქალა-სახის ანომალიები) | 4 | DEN4006 | 4 | |
| DEN5005 | ყბასახის ონკოლოგია და პროთეზირება | 4 | DEN4007 | 4 | |
| DEN5007 | ორთოპედიული სტომატოლოგია IV (მოსახსნელი კონსტრუქციები) | 4 | DEN4004 | 4 | |
| DEN5009 | სასამართლო მედიცინის საფუძვლები | 3 | DEN3001, DEN3002, DEN3011 | 3 | |
| DEN5011 | ქირურგიული სტომატოლოგია IV (პერიოქირურგია) | 4 | DEN4007 | 4 | |
| DEN5013 | სტომატოლოგიური კაბინეტის მართვის საფუძვლები | 2 | DEN3010 | 2 | |
| DEN5015 | კლინიკური ფარმაკოლოგია სტომატოლოგიაში | 3 | DEN2001–2003 | 3 | |
| DEN5002 | თერაპიული სტომატოლოგია VII (პირიღრუს ლორწოვანი გარსის ინფექციები და დაავადებები) | 4 | DEN5001 | 4 | |
| DEN5004 | ბავშვთა ასაკის პირის ღრუს და ყბასახის ქირურგია | 3 | DEN5011 | 3 | |
| DEN5006 | ორთოდონტია და ყბაკბილთა ორთოპედია V (მოზრდილთა ორთოდონტია) | 4 | DEN5003 | 4 | |
| DEN5008 | პირის ღრუს იმპლანტოლოგია | 3 | DEN5011 | 3 | |
| DEN5010 | სტომატოლოგიური სამეცნიერო პროექტი | 10 | DEN4013 | 10 | |
| DEN5012 | კლინიკური პრაქტიკა | 8 | DEN5001; DEN5007; DEN5011; DEN5013 | 8 |
* უცხო ქვეყნის მოქალაქესთვის ქართული ენა სავალდებულოა. საქართველოს მოქალაქეს აქვს უფლება აირჩიოს არჩევითი საგანი.
სწავლება-სწავლის მეთოდები
პროგრამა აერთიანებს თეორიულ და პრაქტიკულ სწავლებას ლაბორატორიულ, სიმულაციურ და კლინიკურ გარემოში. ძირითადი მეთოდები:ლექცია და სემინარი — დიდაქტიკური ან ინტერაქტიული; დისკუსია, ანალიზი, სინთეზი.
პრეზენტაცია — ინდივიდუალური ან ჯგუფური; ინტერდისციპლინურ მოდულებში ინტეგრირებული.
PBL — 7–10 სტუდენტი ფასილიტატორთან; გუნდური მუშაობა, დამოუკიდებელი სწავლა, კლინიკური ინტეგრაცია.
CBL / CBD — მტკიცებულებებზე დაფუძნებული კლინიკური ქეისები; დიაგნოზი და მკურნალობის გეგმა.
ლაბორატორიული მუშაობა — მიკროსკოპი, ექსპერიმენტი, ანატომიური კვეთა.
TSE — მანეკენები, ფანტომები, სიმულატორები, როლური თამაში.
TCE — კლინიკური ვიზიტები და როტაციები; V წელს ინტენსიური კლინიკური პრაქტიკა.
შეფასების სისტემა
გამოიყენება განმავითარებელი და შემაჯამებელი შეფასება. პრაქტიკული შეფასების მეთოდები: ფანტომებზე მანიპულაციები, DOPS, Mini-CEX, OSCE (≥10 სადგური), OSPE.ქულების განაწილება (0–100): ყოველკვირეული აქტივობები 0–40 · შუალედური/ბლოკური გამოცდა 0–20 · დასკვნითი გამოცდა 0–40. კრედიტი გაიცემა ≥51 ქულის დაგროვებისას და კურსის ზღვარის გადალახვისას.
| შეფასება | ქულა | აღწერა |
|---|---|---|
| A | 91–100 | ფრიადი |
| B | 81–90 | ძალიან კარგი |
| C | 71–80 | კარგი |
| D | 61–70 | საშუალო |
| E | 51–60 | დამაკმაყოფილებელი |
| Fx | 41–50 | ვერ ჩააბარა — გამოცდის გადაბარების უფლება |
| F | 0–40 | ჩაიჭრა — კურსი/ბლოკი ახლიდან |
სასწავლო სივრცე
ბაუ საერთაშორისო უნივერსიტეტი (ბათუმი) ფუნქციონირებს ახალ შენობაში — აუდიტორიები, კომპიუტერული კლასები, 9 სასწავლო და 1 კვლევითი ლაბორატორია, ბიბლიოთეკა და პარტნიორ კლინიკებთან პარტნიორობა.ლაბორატორიები და სიმულაცია: მიკრობიოლოგია და იმუნოლოგია; ფარმაკოგენეტიკა და PCR; ციტოლოგია/ჰისტოლოგია/ფიზიოლოგია; ბიოქიმია და მოლეკულური ბიოლოგია; კლინიკური და პროფესიული სტომატოლოგიური უნარების ლაბორატორია (30 ფანტომი); სტომატოლოგიური პროთეზების ტექნიკური ლაბორატორია; სტომატოლოგიური კლინიკის სიმულაციური ლაბორატორია; ანატომია და PBL/CBL; OSCE ცენტრი; ანატომიური კვეთის ლაბორატორია.
საუნივერსიტეტო სტომატოლოგიური კლინიკა: 4 თანამედროვე სტომატოლოგიური დანადგარი, დენტალური რენტგენი, სტერილიზაციის სტანდარტები; კლინიკური პრაქტიკა ასევე აფილირებულ საბაზო კლინიკებში.