რეგისტრაცია
image

კვლევა

კვლევითი კონკურსები

2025-2026 აკადემიური წლის საუნივერსიტეტო სამეცნიერო საგრანტო კონკურსი

ბაუ საერთაშორისო უნივერსიტეტი (ბათუმი) იწყებს განაცხადების მიღებას საუნივერსიტეტო საგრანტო კონკურსის ფარგლებში პერსონალის სამეცნიერო კვლევების დაფინანსებისთვის.

კონკურსში მიიღება ბიომედიცინის, მედიცინის, სტომატოლოგიის, საზოგადოებრივი ჯანდაცვის, განათლების და ინტერდისციპლინარული მიმართულების კვლევები.

განაცხადის წარდგენა შეუძლია უნივერსიტეტის აფილირებულ აკადემიურ პერსონალს ან კვლევით გუნდს უნივერსიტეტის აფილირებული აკადემიური პერსონალის ხელმძღვანელობით.

განაცხადების მიღების ბოლო ვადა

01.09.2025

icon წარმოსადგენი საბუთების ჩამონათვალი:

icon განაცხადი კონკურსში მონაწილეობის მისაღებად
icon საპროექტო წინადადება
icon პროექტის ბიუჯეტი
icon პროექტის განხორციელების ჩარჩო
icon ეთიკური რევიუს განაცხადი

ჩამოსატვირთი ფორმები
შევსებული საგრანტო განაცხადები უნივერსიტეტს უნდა წარედგინოს ელექტრონული ფორმით ელექტრონულ მისამართზე info@bauinternational.edu.ge 2025 წლის პირველი სექტემბრის ჩათვლით.

2025-2026 აკადემიური წლის საუნივერსიტეტო საგრანტო კონკურსის შედეგები

კონკურსში მონაწილე შემდეგი განაცხადების სარეიტინგო სია დამოუკიდებელი კომისიის შეფასებების საფუძველზე — დადებითი შეფასების მქონე, დაფინანსებული პროექტები:

საზოგადოებრივი ჯანმრთელობა (4)
მედიცინა (5)
სტომატოლოგია (1)
ბიომედიცინა (1)
განათლება (1)
N პროექტის სახელწოდება ხელმძღვანელი მიმართულება
1 ლაიმის დაავადების მკურნალობის შემდგომი გართულებების სისტემატიზაცია, გართულებების ერთიანი ბაზის შექმნა ანა კასრაძე
საზოგადოებრივი ჯანმრთელობა
2 ნარკოტიკის მომხმარებელი ქალების სერვისზე წვდომისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის კომპლექსური ანალიზი ემელი ჯეინ ანდერსონი
საზოგადოებრივი ჯანმრთელობა
3 აჭარაში ეპილეფსიის ეპიდემიოლოგიური პარამეტრების განსაზღვრა, ენდემური ჩიყვი; განვითარების შეფერხება და ციტომეგალოვირუსი. ნათია ხარატი
საზოგადოებრივი ჯანმრთელობა
4 ნაწლავისა და გულის ღერძის კავშირის (სეფსისი) კვლევა კარდიოოპერაციულ პაციენტებში დავით ბალიაშილი
საზოგადოებრივი ჯანმრთელობა
5 ცელულოზის ვერცხლით გამდიდრებული ჰიდროგელების შემუშავება ჭრილობების დამუშავების აპლიკაციისთვის ალექსანდრა მიხაილიდი
ბიომედიცინა
6 AI ინსტრუმენტების გამოყენებით საქართველოს საერთაშორისო სამედიცინო სტუდენტების STEM ცოდნის ხარვეზების აღმოფხვრა ალექსანდრა მიხაილიდი
განათლება
7 ტრანსფენოიდალური ჰიპოფიზის ოპერაციის შემდგომი რეფრაქტერული ვაზოსპაზმის მართვა: შემთხვევაზე დაფუძნებული მიდგომა და მიმოხილვა ნანა ჭანჭალეიშვილი
მედიცინა
8 პოსტმენოპაუზური ინფექციების მართვა ნატალია დოროფეევა
მედიცინა
9 შაკიკის რეტროსპექტული კვლევა ნანა ჭანჭალეიშვილი
მედიცინა
10 პარკინსონის დაავადების რეტროსპექტული ანალიზი ნანა ჭანჭალეიშვილი
მედიცინა
11 ართრიტისა და ფილტვის დაავადებათა ურთიერთკავშირის კვლევა ნინა ფილიპოვა
მედიცინა
12 სპეციფიური ონკოლოგიური მკურნალობის მეთოდების - სხივური თერაპიისა და ქიმიოთერაპიის ჩატარების დროს პირის ღრუს მდგომარეობის შეფასების, პროფილაქტიკური და სამკურნალო ღონისძიებების და პაციენტის ინფორმატიულობის როლი ნინო თებიძე
სტომატოლოგია
icon სულ დაფინანსებული პროექტი: 12