რეგისტრაცია
image

სტუდენტებისთვის

ომბუდსმენი

სტუდენტური ომბუდსმენი 

სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტი ამავდროულად წარმოადგენს სტუდენტურ ომბუდსმენს.

სტუდენტური ომბუდსმენის მანდატის საფუძველზე, სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტის უფლება-მოვალეობას წარმოადგენს:

  • ა) სტუდენტთა კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დაცვის მექანიზმების შემუშავება და მათი იმპლემენტაცია;
  • ბ) სტუდენტთა უფლებრივი მდგომარეობის რეგულარული შესწავლა, მონიტორინგი და დარღვევის შემთხვევაში შესაბამისი მყისიერი ღონისძიებების გატარება;
  • გ) სტუდენტური უფლებების დაცვის ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობის დამყარება და ამგვარი ორგანიზაციების საქმიანობაში სტუდენტთა ჩართულობის უზრუნველყოფა;
  • დ) სასწავლო უნივერსიტეტში სტუდენტების უფლებრივი მდგომარეობის შესახებ ანგარიშების მომზადება (ყოველსემესტრული/ყოველწლიური), რომელშიც უნდა აისახოს გამოვლენილი დარღვევები, პრობლემური საკითხები და რეკომენდაციები;
  • ე) სხვა ქმედებების განხორციელება, რომელიც უზრუნველყოფს სტუდენტთა უფლებრივი მდგომარეობის მონიტორინგს, დაცვასა და გაუმჯობესებას.
თეკლა დარჯანია

თეკლა დარჯანია

გაქვთ კითხვები? მოგვწერეთ