საზოგადოებრივი ჯანმრთელობის და ჯანდაცვის პოლიტიკის სამაგისტრო პროგრამა
პროგრამის კატალოგი
Program Catalog
MPH
შესავალი
საქართველოში საზოგადოებრივი ჯანდაცვის სფერო მნიშვნელოვან გამოწვევებს აწყდება. ქვეყანაში მაღალია არაგადამდებ დაავადებათა ტვირთი, სამუშაო ძალის დაბერება და ახალი კვალიფიციური კადრების საჭიროება, აღნიშნული გამოწვევების საპასუხოდ აუცილებელია, ახალი მაღალკვალიფიციური კადრების მომზადება და სამუშაო ძალაში ჩართვა.ბაუ საერთაშორისო უნივერსიტეტის (ბათუმი) საზოგადოებრივი ჯანმრთელობის და პოლიტიკის პროგრამა შემუშავებულია “ევროპის რეგიონში საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამუშაო ძალისთვის WHO-ASPHER”-ის კომპეტენციების ჩარჩოსთან სრულ შესაბამისობაში. WHO-ASPHER -ი ადგენს საზოგადოებრივი ჯანდაცვის პროფესიონალებისთვის აუცილებელ ცოდნას, უნარებსა და კომპეტენციებს. აღსანიშნავია, რომ პროგრამა სრულ თანხვედრაშია საქართველოს სტრატეგიასთან "GEORGIA PUBLIC HEALTH WORKFORCE STRATEGY", რომელიც მიზნად ისახავს ქვეყანაში საზოგადოებრივი ჯანდაცვის მიმართულებით სამუშაო ძალის გაუმჯობესებას.
საბოლოო ჯამში, საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის სფეროს გაძლიერება მოითხოვს როგორც კვალიფიციური კადრების მომზადებას, ასევე არსებული სამუშაო ძალის უწყვეტ პროფესიულ განვითარებას და ახალი მიდგომების დანერგვას.
პროგრამის მიმოხილვა
საფეხური
მაგისტრატურა — უმაღლესი განათლების II საფეხური / ევროპული კვალიფიკაციების ჩარჩოს VII დონე
მიმართულება
დარგი: ჯანდაცვა, სოციალური კეთილდღეობა / ქვედარგი: 0919.2.2 საზოგადოებრივი ჯანმრთელობა და ჯანდაცვის პოლიტიკა
მოცულობა
120 ECTS კრედიტი · 3600 აკადემიური საათი · 2 აკადემიური წელი · 4 აკადემიური სემესტრი
მისანიჭებელი ხარისხი
საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და ჯანდაცვის პოლიტიკის მაგისტრი / Master of public health and health policy
სტრუქტურა
104 ECTS სავალდებულო კომპონენტი · 16 ECTS არჩევითი კომპონენტი
ფორმატი
ჰიბრიდული — არანაკლებ 80 კრედიტი კამპუსში; 40 კრედიტამდე თეორიული კომპონენტის ონლაინ ათვისების შესაძლებლობა
შესაბამისობა
WHO-ASPHER-ის კომპეტენციების ჩარჩოსთან სრულ შესაბამისობაში
პროგრამის ხელმძღვანელი
ანზორ ჭავჭავაძე
პროგრამის მისია
საზოგადოებრივი ჯანდაცვის სისტემის ისეთი პროფესიონალების აღზრდა, რომლებიც გახდებიან ჯანდაცვის სისტემის გაუმჯობესებისა და რეფორმების ლიდერები.პროგრამის მიზნები
პროგრამა მიზნად ისახავს კურსდამთავრებულების ისეთ პროფესიონალებად ჩამოყალიბებას, რომლებიც ფლობენ ცოდნასა და უნარებს, რათა იქცნენ ცვლილებების წარმმართველ ძალად ადგილობრივ და გლობალურ ჯანდაცვის სისტემებში. სტუდენტები შეისწავლიან ჯანდაცვის დაფინანსების მოდელებს, სადაზღვევო სისტემებს, პოლიტიკის ჩამოყალიბებისა და განხორციელების მექანიზმებს, რაც მათ მისცემს საშუალებას მონაწილეობა მიიღონ ჯანდაცვის სისტემების მართვაში, განვითარებასა და რეფორმირებაში.პროგრამა ხაზს უსვამს მტკიცებულებებზე დაფუძნებული პრაქტიკის მნიშვნელობას. სტუდენტები დაეუფლებიან მონაცემთა ანალიზის, ინტერპრეტაციისა და გამოყენების მეთოდებს, რაც ჩამოაყალიბებს საფუძველს მტკიცებულებებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მიღებისთვის.
პროგრამა ასწავლის, თუ რა ახდენს გავლენას მოსახლეობის ქცევაზე, რას წარმოადგენს ჯანდაცვის სოციალური და კულტურული დეტერმინანტები და სტუდენტს განუვითარებს ადვოკატირების უნარებს. ისინი შეისწავლიან ჯანდაცვის კომუნიკაციის სტრატეგიებს, რისკის კომუნიკაციასა და საზოგადოების ჩართულობის გაზრდის გზებს.
პროგრამა აქტუალობიდან გამომდინარე, განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს გადამდები და არაგადამდები დაავადებების კონტროლსა და პრევენციას, ეროვნული და გლობალური ეპიდემიოლოგიური საფრთხეების მართვის მეთოდებს.
პროგრამის აღწერა
პროგრამის სტრუქტურა აწყობილია ისე, რომ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ყველა ძირითადი კომპეტენცია მიწოდებული იყოს თემატურად გაერთიანებულ ბლოკებში; თითოეული ბლოკი აერთიანებს სასწავლო კურსებს, რომლებიც განაწილებულია სემესტრების მიხედვით, რათა ეტაპობრივად გააღრმავოს სტუდენტის თეორიული ცოდნა და პრაქტიკული უნარები.სწავლის შედეგები
ცოდნა / გაცნობიერებაკურსდამთავრებული იცნობს საზოგადოებრივი ჯანდაცვის პოლიტიკის, სისტემების, რეგულაციების, მართვისა და შეფასების საფუძვლებს; აცნობიერებს ჯანდაცვის დაფინანსების მოდელებს, დაზღვევას, საკანონმდებლო ჩარჩოს, ასევე საზოგადოებრივი ჯანდაცვის პროგრამებში ფინანსური მართვის, ბიუჯეტირებისა და ადამიანური რესურსების მართვის პრინციპებს.
ავლენს ცოდნას ეპიდემიოლოგიაში, ბიოსტატისტიკაში, ხარისხობრივსა და რაოდენობრივ კვლევის მეთოდებში.
იცნობს გარემოს ჯანმრთელობის პრინციპებსა და მათ როლს პანდემიის, კლიმატის ცვლილების და გლობალური ჯანმრთელობის საფრთხეების რისკების შერბილებაში და ითვალისწინებს გარემოს ჯანმრთელობის პრინციპებს საზოგადოებრივი ჯანდაცვის სტრატეგიებში.
იცნობს მონიტორინგისა და შეფასების ჩარჩოებს საზოგადოებრივი ჯანდაცვის პროგრამების ეფექტიანობისა და მდგრადობის ოპტიმიზაციისთვის.
აფასებს და აანალიზებს სოციალური, ეკონომიკური და კულტურული ჯანმრთელობის დეტერმინანტებს.
უნარები
იყენებს ეროვნულ და საერთაშორისო საზოგადოებრივი ჯანდაცვის კანონმდებლობასა და რეგულაციებს მტკიცებულებებზე დაფუძნებული პროგრამების შემუშავებასა და პოლიტიკის განხორციელებაში, საზოგადოებრივი ჯანდაცვის გამოწვევების აღმოსაფხვრელად.
ატარებს სამეცნიერო კვლევას, იყენებს შესაბამის სტატისტიკურ რაოდენობრივ და/ან ხარისხობრივ მეთოდებს.
მონაწილეობს საგანგებო სიტუაციებზე მზადყოფნისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კრიზისების რისკების მართვის დაგეგმვაში.
საზოგადოების ჩართულობის, სოციალური დეტერმინანტებისა და ქცევითი მეცნიერების გამოყენებით შეიმუშავებს ჯანმრთელობის ხელშეწყობისა და დაავადებათა პრევენციის სტრატეგიებს; ეფექტურად იყენებს კომუნიკაციის, ადვოკატირებისა და რისკების კომუნიკაციის სტრატეგიებს დაინტერესებულ მხარეებთან, საზოგადოებასა და პოლიტიკის შემქმნელებთან ურთიერთობისთვის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ინიციატივების მხარდასაჭერად.
მონიტორინგისა და ფინანსური დაგეგმვის ინსტრუმენტების გამოყენებით აფასებს საზოგადოებრივი ჯანდაცვის პროგრამების ეფექტიანობას.
იყენებს ციფრული ჯანდაცვის ინსტრუმენტებს, საინფორმაციო სისტემებსა და მონაცემთა ანალიტიკას საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ზედამხედველობის, ანალიზისა და გადაწყვეტილების მიღების გასაუმჯობესებლად.
სულ კრედიტი
120ECTS
სრული პროგრამის მოცულობა
აკადემიური საათები
3 600სთ
ჯამური აკადემიური დატვირთვა
სავალდებულო კომპონენტი
104ECTS
ძირითადი სასწავლო ბლოკები
არჩევითი კომპონენტი
16ECTS
2 აკადემიური წელი · 4 სემესტრი
ბლოკი 1 · 26 ECTS
ჯანდაცვის სისტემები და მმართველობა
ბლოკი ფოკუსირებულია ჯანდაცვის სისტემების სტრუქტურაზე, პოლიტიკაზე, ფინანსურ მართვასა და რეგულაციებზე. საგნები სტუდენტებს აწვდის თეორიულ და პრაქტიკულ ცოდნას ჯანდაცვის პოლიტიკაზე, გლობალურ, რეგიონალურ და ლოკალურ ჭრილში. საგნებს კითხულობენ პრაქტიკოსი ჯანდაცვის სფეროს ექსპერტები და პოლიტიკის შემქმნელები. საგნები დაფუძნებულია რეალურ საჭიროებებზე, რომელიც ბაზრის კვლევის დროს გამოვლინდა. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ლოკალურ კონტექსტს და რეგულაციებს.
საგნები: ჯანდაცვის პოლიტიკა ეროვნული და გლობალური პერსპექტივები; ჯანდაცვის ეკონომიკა და დაფინანსება; სამედიცინო საქმიანობის რეგულაცია: კანონები ეროვნულ და გლობალურ ჭრილში; ფინანსური მენეჯმენტი ჯანდაცვაში; ციფრული ჯანდაცვა და ჯანდაცვის საინფორმაციო სისტემები.
ბლოკი ფოკუსირებულია ჯანდაცვის სისტემების სტრუქტურაზე, პოლიტიკაზე, ფინანსურ მართვასა და რეგულაციებზე. საგნები სტუდენტებს აწვდის თეორიულ და პრაქტიკულ ცოდნას ჯანდაცვის პოლიტიკაზე, გლობალურ, რეგიონალურ და ლოკალურ ჭრილში. საგნებს კითხულობენ პრაქტიკოსი ჯანდაცვის სფეროს ექსპერტები და პოლიტიკის შემქმნელები. საგნები დაფუძნებულია რეალურ საჭიროებებზე, რომელიც ბაზრის კვლევის დროს გამოვლინდა. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ლოკალურ კონტექსტს და რეგულაციებს.
საგნები: ჯანდაცვის პოლიტიკა ეროვნული და გლობალური პერსპექტივები; ჯანდაცვის ეკონომიკა და დაფინანსება; სამედიცინო საქმიანობის რეგულაცია: კანონები ეროვნულ და გლობალურ ჭრილში; ფინანსური მენეჯმენტი ჯანდაცვაში; ციფრული ჯანდაცვა და ჯანდაცვის საინფორმაციო სისტემები.
ბლოკი 2 · 17 ECTS
მტკიცებულებაზე დაფუძნებული გადაწყვეტილება და მონაცემთა ანალიზი
ბლოკი მიზნად ისახავს კვლევით და ანალიტიკურ უნარებზე დაფუძნებული მიდგომების განვითარებას. საგნების დატვირთვა ეტაპობრივად იზრდება, რაც სტუდენტს საშუალებას აძლევს, ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში თანმიმდევრულად განვითარდეს და საკითხები სიღრმისეულად შეისწავლოს. ასეთი მიდგომა თავიდან არიდებს სასწავლო პროცესის ზედმეტად შემჭიდროებას, ინფორმაციის ჭარბად მიწოდებას და სტუდენტის გადატვირთვას.
საგნები: ბიოსტატისტიკა; გამოყენებითი ბიოსტატისტიკა და მონაცემთა ანალიზი; სამეცნიერო წერისა და ანალიზის საფუძვლები.
ბლოკი მიზნად ისახავს კვლევით და ანალიტიკურ უნარებზე დაფუძნებული მიდგომების განვითარებას. საგნების დატვირთვა ეტაპობრივად იზრდება, რაც სტუდენტს საშუალებას აძლევს, ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში თანმიმდევრულად განვითარდეს და საკითხები სიღრმისეულად შეისწავლოს. ასეთი მიდგომა თავიდან არიდებს სასწავლო პროცესის ზედმეტად შემჭიდროებას, ინფორმაციის ჭარბად მიწოდებას და სტუდენტის გადატვირთვას.
საგნები: ბიოსტატისტიკა; გამოყენებითი ბიოსტატისტიკა და მონაცემთა ანალიზი; სამეცნიერო წერისა და ანალიზის საფუძვლები.
ბლოკი 3 · 8 ECTS
მოსახლეობის ქცევის ანალიზი, კომუნიკაცია და ადვოკატირება
ბლოკის მიზანია საზოგადოებრივ საჭიროებებზე მორგებული კომუნიკაციისა და პოლიტიკის ანალიზის უნარების გაძლიერება.
საგნები: კომუნიკაცია და ქცევითი მეცნიერება; ჯანდაცვის პროგრამების შეფასება, მონიტორინგი და ადვოკატირება.
ბლოკის მიზანია საზოგადოებრივ საჭიროებებზე მორგებული კომუნიკაციისა და პოლიტიკის ანალიზის უნარების გაძლიერება.
საგნები: კომუნიკაცია და ქცევითი მეცნიერება; ჯანდაცვის პროგრამების შეფასება, მონიტორინგი და ადვოკატირება.
ბლოკი 4 · 23 ECTS
ეპიდემიოლოგია და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის საფრთხეებზე რეაგირება
ბლოკი ფოკუსირებულია დაავადებების გავრცელების აღკვეთასა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის საფრთხეებზე რეაგირებაზე.
საგნები: საზოგადოებრივი ჯანდაცვის საფუძვლები; ეპიდემიოლოგია; საზოგადოებრივი ჯანმრთელობის საფრთხეები; ერთიანი ჯანმრთელობა; გლობალური ჯანდაცვა.
ბლოკი ფოკუსირებულია დაავადებების გავრცელების აღკვეთასა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის საფრთხეებზე რეაგირებაზე.
საგნები: საზოგადოებრივი ჯანდაცვის საფუძვლები; ეპიდემიოლოგია; საზოგადოებრივი ჯანმრთელობის საფრთხეები; ერთიანი ჯანმრთელობა; გლობალური ჯანდაცვა.
სწავლება-სწავლის მეთოდები
სწავლა-სწავლების პროცესში გამოიყენება როგორც სტანდარტული, ასევე ინტერაქტიული მეთოდები. ძირითადი მეთოდებია ლექცია, სემინარი, პრაქტიკული მუშაობა, პრობლემაზე და ქეისზე დაფუძნებული სწავლება, Journal Club, წიგნზე მუშაობა და წერითი დავალებები.ლექცია და სემინარი გამოიყენება თეორიული ცოდნის გადაცემისა და განხილვისთვის. სწავლება ორგანიზებულია თანამედროვე მიდგომების მიხედვით და მოიცავს სტუდენტების აქტიურ ჩართულობას, დისკუსიასა და საკითხების ანალიზს.
პრაქტიკული მეთოდი მიზნად ისახავს თეორიული ცოდნის დაკავშირებას საზოგადოებრივი ჯანდაცვის პრაქტიკასთან. სტუდენტები მუშაობენ რეალურ ან იმიტირებულ სიტუაციებზე, ასრულებენ პრაქტიკულ დავალებებს, მონაწილეობენ სიმულაციებში, საველე პრაქტიკაში ან ჯგუფურ სამუშაოებში.
პრობლემაზე დაფუძნებული სწავლება გულისხმობს რეალურ პრობლემებზე მუშაობას. სტუდენტები ჯგუფურად აანალიზებენ საკითხებს, ეძებენ ინფორმაციას, მსჯელობენ შესაძლო გადაწყვეტილებებზე და იყენებენ თეორიულ ცოდნას პრაქტიკულ სიტუაციებში.
ქეისზე დაფუძნებული სწავლება მოიცავს რეალური ან იმიტირებული შემთხვევების განხილვას. სტუდენტები აანალიზებენ სიტუაციას, აფასებენ სხვადასხვა მიდგომას და ასაბუთებენ საკუთარ მოსაზრებებს.
Journal Club გულისხმობს სამეცნიერო სტატიების განხილვასა და კრიტიკულ ანალიზს. სტუდენტები ეცნობიან თანამედროვე კვლევებს, აფასებენ მტკიცებულებებს და მონაწილეობენ აკადემიურ დისკუსიაში.
წიგნზე მუშაობა მოიცავს აკადემიური და კვლევითი ტექსტების წაკითხვას, გააზრებასა და ანალიზს. წერითი მუშაობა გულისხმობს აკადემიური ტექსტების მომზადებას — სტუდენტები წერენ სტრუქტურირებულ ნაშრომებს და ავითარებენ აკადემიური წერისა და ანალიტიკური აზროვნების უნარებს.
შეფასების სისტემა
საზოგადოებრივი ჯანდაცვის პროგრამაში სწავლის შედეგების შეფასება მრავალფეროვანი მეთოდებით ხორციელდება, რაც უზრუნველყოფს სტუდენტების კომპეტენციების ყოვლისმომცველ შეფასებას.ზეპირი კომუნიკაციის შეფასება: ზეპირი პრეზენტაციები კონკრეტულ საზოგადოებრივი ჯანდაცვის საკითხებზე ან კვლევის შედეგებზე; მონაწილეობა პროფესიულ დისკუსიებსა და დებატებში; ზეპირი ანგარიშები ეპიდემიოლოგიური გამოკვლევების შედეგებზე დაყრდნობით.
წერილობითი კომუნიკაციის შეფასება: ანალიტიკური ნაშრომები ჯანდაცვის პოლიტიკის, სისტემების ან კონკრეტული პრობლემების შესახებ; კვლევითი რეფერატები და ნაშრომები; ბიოსტატისტიკური ანალიზის შედეგების წერილობითი ანგარიშები.
ანალიტიკური და პრობლემის გადაჭრის უნარების შეფასება: პრაქტიკული სავარჯიშოები ბიოსტატისტიკაში; ქეისების ანალიზი.
თანამშრომლობისა და გუნდური მუშაობის შეფასება: ჯგუფური პროექტები საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინტერვენციების დაგეგმვის, განხორციელების ან შეფასების მიზნით.
თვითშეფასება და რეფლექსია: სტუდენტების მიერ საკუთარი სწავლის პროცესისა და მიღწეული შედეგების კრიტიკული შეფასება და რეფლექსია.
| შეფასება | ქულა | აღწერა |
|---|---|---|
| A | 91–100 | ფრიადი |
| B | 81–90 | ძალიან კარგი |
| C | 71–80 | კარგი |
| D | 61–70 | საშუალო |
| E | 51–60 | დამაკმაყოფილებელი |
| Fx | 41–50 | ვერ ჩააბარა — სტუდენტს აქვს პროექტის გადამუშავების უფლება |
| F | 0–40 | ჩაიჭრა — სტუდენტმა ახალი პროექტი უნდა შეასრულოს |
პროექტი და სამაგისტრო ნაშრომი
სამაგისტრო პროგრამის ბოლო ეტაპზე სტუდენტი ჯერ ასრულებს სამაგისტრო პროექტს. პროექტის ფარგლებში სტუდენტი მუშაობს რეალურ პროფესიულ გარემოში, მაგალითად სამედიცინო დაწესებულებაში, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ორგანიზაციაში ან სხვა პარტნიორ ინსტიტუციაში. ამ პროცესში ის აკვირდება სამუშაო პროცესებს, აგროვებს საჭირო ინფორმაციას და იდენტიფიცირებას უკეთებს საზოგადოებრივი ჯანდაცვის კონკრეტულ პრაქტიკულ პრობლემას. შემდეგ სტუდენტი აანალიზებს აღნიშნულ პრობლემას და ამზადებს მტკიცებულებებზე დაფუძნებულ რეკომენდაციებს. პროექტი ფასდება ეტაპობრივად. შეფასებაში შედის ხელმძღვანელის უკუკავშირი, პარტნიორი ინსტიტუციის უკუკავშირი, პროექტის გეგმა, პრობლემის ანალიზი და რეკომენდაციები.სამაგისტრო პროექტის დასრულების შემდეგ სტუდენტი აგრძელებს მუშაობას სამაგისტრო ნაშრომზე. სამაგისტრო ნაშრომი შეიძლება შესრულდეს იმავე თემაზე ან იმავე პრობლემაზე, რომელიც სტუდენტმა პროექტის ფარგლებში შეისწავლა. ნაშრომის ეტაპზე სტუდენტი ამზადებს კვლევის გეგმას, არჩევს შესაბამის მეთოდოლოგიას, აანალიზებს მონაცემებს და წერს აკადემიურ ნაშრომს. საბოლოოდ, სტუდენტი საჯაროდ იცავს შესრულებულ ნაშრომს. შეფასებაში შედის კვლევითი წინადადება, კვლევის დიზაინი, პროგრესის ანგარიში, მონაცემთა ანალიზი, საბოლოო ნაშრომი და პრეზენტაცია.