რეგისტრაცია
image

სტუდენტებისთვის

სტიპენდია და ფინანსური მხარდაჭერა

დაფინანსება საქართველოს მოქალაქეებისთვის

ბაუ საერთაშორისო უნივერსიტეტი (ბათუმი) ხელს უწყობს მოტივირებულ ახალგაზრდებს და მათ საუკეთესო სასწავლო პირობებთან ერთად, სხვადასხვა სახის საგრანტო და სასტიპენდიო პროგრამებს სთავაზობს.

1. შიდა გრანტი

საუნივერსიტეტო ცხოვრების საწყის ეტაპზე აბიტურიენტებს აქვთ შესაძლებლობა, მიიღონ შიდა გრანტი, რომელიც ავტომატურად უნარჩუნდებათ პირველი 3 სემესტრის განმავლობაში.
  • 50%-იანი გრანტი — გაიცემა საგრანტო კონკურსში მონაწილე აბიტურიენტებისთვის.
  • +10% მედალოსნებისთვის — ოქროსა და ვერცხლის მედალოსანი აბიტურიენტები მოპოვებულ გრანტთან ერთად დამატებით იღებენ 10%-იან დაფინანსებას.

2. დაფინანსების შენარჩუნება

მე-4 სემესტრიდან თქვენი გრანტის მოცულობა სრულად დამოკიდებული ხდება აკადემიურ მოსწრებაზე.
ყოველი სემესტრის ბოლოს, საშუალო შეწონილი ქულის საფუძველზე, თქვენ შეგიძლიათ მოიპოვოთ:
  • 40%-იანი დაფინანსება — იმ შემთხვევაში თუ საშუალო შეწონილი იქნება 81%-დან 90%-მდე;
  • 50%-იანი დაფინანსება — იმ შემთხვევაში თუ საშუალო შეწონილი იქნება 91% და მეტი.

3. შეღავათი

იმ შემთხვევაში, თუ უნივერსიტეტში ერთდროულად სწავლობენ დედმამიშვილები (და-ძმა), თითოეული მათგანის სწავლის საფასურზე ვრცელდება 15%-იანი ფასდაკლება.

სტიპენდიები და ფინანსური მხარდაჭერა უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის

ბაუ საერთაშორისო უნივერსიტეტი (ბათუმი) აფასებს თქვენს აკადემიურ სწრაფვას და ხელს უწყობს ნიჭიერი სტუდენტების განვითარებას. უნივერსიტეტში მოქმედი სტუდენტთა წახალისების რეგულაციის საფუძველზე, საერთაშორისო სტუდენტებს აქვთ შესაძლებლობა, მიიღონ სხვადასხვა სახის ფინანსური წახალისება.

1. სტუდენტური სტიპენდია მაღალი აკადემიური მოსწრებისთვის

ორიენტირებულია იმ წარმატებული სტუდენტების წახალისებაზე, რომლებიც სასწავლო წლის განმავლობაში უმაღლეს აკადემიურ შედეგებს აღწევენ.
  • დაფინანსების მოცულობა: სტიპენდია ითვალისწინებს სწავლის საფასურის 10%-დან 100%-მდე შეღავათს (აკადემიური რეიტინგის შესაბამისად).
  • პერიოდულობა: ფინანსური წახალისება გაიცემა სემესტრულად. სტუდენტებს შესაძლებლობა ეძლევათ ისარგებლონ ამ შეღავათით სწავლის მეორე სემესტრიდან პროგრამის დასრულებამდე.
  • ვინ იღებს სტიპენდიას? თითოეულ კურსზე საუკეთესო აკადემიური მაჩვენებლის (GPA) მქონე 5 საუკეთესო სტუდენტი.

2. საერთაშორისო ღონისძიებებისა და სემინარების დაფინანსება

ბაუ საერთაშორისო უნივერსიტეტი (ბათუმი) აქტიურად უწყობს ხელს სტუდენტების ჩართულობას გლობალურ სამეცნიერო და საგანმანათლებლო სივრცეში. უნივერსიტეტში მოქმედი სტუდენტთა წახალისების რეგულაციის ფარგლებში, სტუდენტებს აქვთ შესაძლებლობა, მიიღონ ფინანსური მხარდაჭერა სხვადასხვა პროფესიულ თუ აკადემიურ ღონისძიებაში მონაწილეობის მისაღებად.

ეს არის თქვენი შანსი, წარადგინოთ საკუთარი ნაშრომები საერთაშორისო დონეზე, დაამყაროთ კავშირები მსოფლიოს წამყვან სპეციალისტებთან, გაიზიაროთ თანამედროვე გამოცდილება და გაამდიდროთ თქვენი პროფესიული პორტფოლიო.

ღონისძიებებზე დასწრებისა და შესაბამისი დაფინანსების მოპოვების კრიტერიუმები რეგულირდება უნივერსიტეტის შიდა დებულებით. დეტალური ინფორმაციისთვის და განაცხადის წარსადგენად მიმართეთ სტუდენტთა მხარდაჭერის დეპარტამენტს.
icon
დაფინანსება სტუდენტთა მხარდაჭერის დეპარტამენტისგან იყავი აქტიური და მიიღე დამატებითი დაფინანსება!

ჩვენ ვაფასებთ სტუდენტურ ჩართულობას. სწორედ ამიტომ, წლის განმავლობაში უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებულ სხვადასხვა აქტივობაში მონაწილეობისთვის, 2 საუკეთესო სტუდენტი დამატებითი 25%-იანი ფასდაკლებას მიიღებს.