რექტორის მისალმება
პროფ. ირინე იმერლიშვილი
რექტორი
მოგესალმებით ბაუ საერთაშორისო უნივერსიტეტში (ბათუმი)!
ჩვენი უნივერსიტეტი წარმოადგენს თანამედროვე, საერთაშორისო სტანდარტებზე დაფუძნებულ
საგანმანათლებლო სივრცეს, სადაც სტუდენტებს ვთავაზობთ ხარისხიან აკადემიურ განათლებას,
პრაქტიკულ გამოცდილებასა და პროფესიული განვითარების მრავალფეროვან შესაძლებლობებს.
ბაუ საერთაშორისო უნივერსიტეტი (ბათუმი) არის საერთაშორისო აკადემიური ქსელის წევრი და
ორიენტირებულია ინოვაციური სწავლების მეთოდების, კვლევითი საქმიანობისა და გლობალური
თანამშრომლობის მუდმივ განვითარებაზე.
ჩვენი მთავარი მიზანია მოვამზადოთ მაღალი კვალიფიკაციის მქონე პროფესიონალები, რომლებიც გამოირჩევიან არა მხოლოდ ძლიერი თეორიული ცოდნითა და პრაქტიკული უნარებით, არამედ პასუხისმგებლობით, ეთიკური ღირებულებებითა და საერთაშორისო გარემოში წარმატებული საქმიანობისთვის აუცილებელი კომპეტენციებით.
უნივერსიტეტი აერთიანებს მრავალეროვან სტუდენტურ და აკადემიურ საზოგადოებას, რაც ქმნის მრავალკულტურულ გარემოს, ხელს უწყობს ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებას და სტუდენტებს აძლევს შესაძლებლობას, გახდნენ გლობალური პროფესიული საზოგადოების წევრები.
მჯერა, რომ უნივერსიტეტში გატარებული წლები თითოეული სტუდენტისთვის იქნება პროფესიული და პიროვნული განვითარების მნიშვნელოვანი ეტაპი. ჩვენი გუნდი მზად არის, მხარი დაუჭიროს სტუდენტებს მათი აკადემიური მიზნების მიღწევაში და შექმნას გარემო, სადაც წარმატება, ინოვაცია და მუდმივი განვითარება ჩვენს საერთო ღირებულებებს წარმოადგენს გისურვებთ წარმატებებს!
პატივისცემით,
ირინე იმერლიშვილი