რეგისტრაცია
image

ჩვენ შესახებ

მართვითი ორგანოები

სასწავლო უნივერსიტეტის სტრუქტურა შედგება უნივერსიტეტის მმართველი ორგანოების, საგანმანათლებლო ერთეულის, ადმინისტრაციის, ადამიანური რესურსების მართვისა და ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურებისგან.
icon უნივერსიტეტის სტრუქტურა
დირექტორი
რექტორი
აკადემიური საბჭო
ვიცე-რექტორი
ვიცე-რექტორი
ადამ. რესურსების მართვა
HR სამსახური
ადმინისტრაცია
ადამიანური რესურსების მართვის სამსახური
სტუდენტთა მხარდაჭერის სამსახური
საერთაშორისო ურთიერთობებისა და მარკეტინგის სამსახური
საფინანსო სამსახური
მატერიალურ-ტექნიკური სამსახური
საქმისწარმოების სამსახური
იურიდიული ოფისი
საგანმანათლებლო
ერთეულები
საგანმანათლებლო ერთეულები
დეკანი
საკურსო საბჭო
სასწავლო პროცესის მართვის სამსახური
პროგრამების ხელმძღვანელები
კლინიკური უნარების ცენტრი
ლაბორატორია
აკადემიური პერსონალი
საგამოცდო ცენტრი
ბიბლიოთეკა
ხარისხის
უზრუნველყოფა
ხარისხის სამსახური

სასწავლო უნივერსიტეტის მმართველი ორგანოებია

პარტნიორთა კრება


უნივერსიტეტის უმაღლესი მმართველი ორგანოა პარტნიორთა კრება, რომელიც აკონტროლებს უნივერსიტეტის საქმიანობის კანონიერებას, მიზანშეწონილობას, ეფექტიანობასა და საფინანსო-ეკონომიკურ საქმიანობას.

პარტნიორთა კრება:
  • იღებს გადაწყვეტილებებს უნივერსიტეტის სარეგისტრაციო მონაცემებსა და წესდებაში ცვლილებებისა და დამატებების შესახებ, ამტკიცებს წესდების ახალ რედაქციას;
  • თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს უნივერსიტეტის რექტორს და დირექტორს, ასევე, ახორციელებს მათი საქმიანობის ზედამხედველობას;
  • ადასტურებს უნივერსიტეტის სტრატეგიული განვითარების მიმართულებებს;
  • ადასტურებს დირექტორის მიერ წარდგენილ უნივერსიტეტის ბიუჯეტს და ისმენს ბიუჯეტის შესრულების ანგარიშს;
  • ადასტურებს უნივერსიტეტის გარიგებებს, რომელიც ეხება უძრავი ქონების შეძენა-გასხვისებას;
  • უფლებამოსილია უნივერსიტეტის დირექტორისგან ნებისმიერ დროს მოითხოვოს შესაბამისი პერიოდის ფინანსური ანგარიშები, გააკონტროლოს და შეამოწმოს უნივერსიტეტის ფინანსური დოკუმენტაცია და ბიუჯეტის შესრულება;
  • უფლებამოსილია უნივერსიტეტის რექტორისგან ნებისმიერ დროს მოითხოვოს ინფორმაცია უნივერსიტეტის განვითარების სტრატეგიული და სამოქმედო გეგმის შესრულების შესახებ;
  • უფლებამოსილია შეაჩეროს ან/და გააუქმოს უნივერსიტეტის სხვა მმართველი ორგანოების ან/და თანამდებობის პირის მიერ მიღებული უკანონო ან/და უნივერსიტეტის წესდებასთან ან/და ამ დებულებასთან ან/და სხვა შიდა ნორმატიულ აქტებთან წინააღმდეგობაში მყოფი სამართლებრივი აქტები.

უნივერსიტეტის პარტნიორთა კრების სხვა უფლებამოსილებები განსაზღვრულია წესდებით.

აკადემიური საბჭო

აკადემიური საბჭო არის უნივერსიტეტის აკადემიური საქმიანობის ნაწილში პოლიტიკის განმსაზღვრელი და მართვის განმახორციელებელი უმაღლესი წარმომადგენლობითი კოლეგიური ორგანო.

აკადემიური საბჭოს შემადგენლობაში შედის უნივერსიტეტის რექტორი, ვიცე-რექტორები და უნივერსიტეტის აფილირებული პროფესორები.

აკადემიური საბჭო:
  • ამტკიცებს საგანმანათლებლო პროგრამებს, მათში შესატან ცვლილებებსა და დამატებებს, აგრეთვე, იღებს გადაწყვეტილებებს საგანმანათლებლო პროგრამების გაერთიანების, გამოყოფისა და გაუქმების შესახებ;
  • ამტკიცებს საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელების წესებს, სტანდარტებსა და პროცედურებს, უნივერსიტეტის საგანმანათლებლო ერთეულების დებულებებს;
  • ამტკიცებს უნივერსიტეტის კვლევითი საქმიანობის ხელშეწყობის, განხორციელების და შეფასების წესებსა და პროცედურებს, ადგენს სამეცნიერო კვლევის ეთიკის სტანდარტებს და ქმნის სამეცნიერო კვლევის ეთიკის კომისიას;
  • ამტკიცებს საგანმანათლებლო და კვლევითი პროცესის შეფასების, ხარისხის უზრუნველყოფისა და განვითარების პოლიტიკებს, განიხილავს ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ანგარიშებსა და შეიმუშავებს რეკომენდაციებს შემდგომი განვითარებისათვის;
  • სკოლის წარდგინებით, ამტკიცებს მისაღებ სტუდენტთა რაოდენობას, საგანმანათლებლო პროგრამების მიხედვით ეროვნული გამოცდების, მობილობისა თუ საერთაშორისო სტუდენტებთან მიმართებით, კანონმდებლობით დადგენილი წესით;
  • ამტკიცებს უნივერსიტეტის აკადემიური საქმიანობის ორგანიზებასთან დაკავშირებულ დოკუმენტებს — სტუდენტის სტატუსის მოპოვების, შეჩერების, შეწყვეტისა და აღდგენის, სტუდენტთა შეფასების და გამოცდების ჩატარების, სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებაში მიღებული განათლების აღიარების წესსა და სტუდენტის ეთიკის კოდექსს;
  • შეიმუშავებს ინტერნაციონალიზაციის, ერთობლივი საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის, საერთაშორისო მობილობისა და თანამშრომლობის განვითარების პოლიტიკის ძირითად მიმართულებებს;
  • სკოლის წარდგინებით, ამტკიცებს კოეფიციენტებს ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის და საუნივერსიტეტო სამაგისტრო გამოცდების კომპონენტებს;
  • გასცემს რეკომენდაციებს უნივერსიტეტის განვითარების სტრატეგიულ გეგმაზე, შეიმუშავებს სტრატეგიულ ინიციატივებს საგანმანათლებლო და კვლევითი განვითარების ძირითადი მიმართულებებისა და პრიორიტეტების ნაწილში;
  • გასცემს რეკომენდაციებს აკადემიური და მოწვეული პერსონალის სამსახურში მიღებისა და კონკურსის ჩატარების, აკადემიური და მოწვეული პერსონალის დატვირთვის, უნივერსიტეტთან აფილირების წესსა და სქემაზე;
  • იღებს გადაწყვეტილებას უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალისათვის ან საზოგადოების საპატიო წევრ-მეცნიერისათვის საპატიო პროფესორის სტატუსის მინიჭების შესახებ;
  • ქმნის მუდმივ და დროებით კომისიებსა და სამუშაო ჯგუფებს;
  • ახორციელებს უნივერსიტეტის წესდებით, ამ დებულებით, აკადემიური საბჭოს დებულებითა და სხვა შიდა ნორმატიული აქტებით განსაზღვრულ უფლებამოსილებებს.

აკადემიური საბჭოს საქმიანობის, წევრის სტატუსის მოპოვებისა და შეწყვეტის წესი განისაზღვრება უნივერსიტეტის „აკადემიური საბჭოს დებულებით“.

აკადემიური საბჭო, თავისი უფლებამოსილების ფარგლებში, გამოსცემს დადგენილებებს.

აკადემიური საბჭოს საქმიანობის მხარდაჭერასა და კოორდინაციას უზრუნველყოფს უნივერსიტეტის რექტორი, ამავდროულად, შიდა ნორმატიული აქტებით განსაზღვრულ საკითხებთან მიმართებით, ისინი წარმოადგენენ ერთმანეთის მიმართ ანგარიშვალდებულ ორგანიზაციულ-სტრუქტურულ ერთეულებს.

რექტორი
rector

პროფ. ირინე იმერლიშვილი

რექტორი

უნივერსიტეტის ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლებამოსილება ენიჭება რექტორს, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს პარტნიორთა კრება.

რექტორი:
  • დამატებითი მინდობილობის გარეშე, წარმოადგენს უნივერსიტეტს მესამე პირებთან ურთიერთობაში და აფორმებს შესაბამის მემორანდუმებს, თუ აღნიშნული გარიგება არ გულისხმობს ფინანსური ვალდებულებების აღებას;
  • დირექტორის რწმუნებით უფლებამოსილია წარმოადგინოს და დაიცვას უნივერსიტეტის ინტერესები სასამართლოში, სახელმწიფო დაწესებულებებში და სხვა იურიდიულ თუ ფიზიკურ პირებთან ურთიერთობაში;
  • თავისი კომპეტენციის ფარგლებში, აკონტროლებს უნივერსიტეტის წესდების, დებულების და სხვა შიდა ნორმატიული აქტების აღსრულებას;
  • ხელმძღვანელობს და ხელს აწერს აკადემიური საბჭოს სხდომის ოქმებსა და დადგენილებებს;
  • საქართველოს კანონმდებლობისა და უნივერსიტეტის შიდა ნორმატიული აქტების შესაბამისად, იღებს გადაწყვეტილებას სტუდენტის სტატუსის მინიჭების, შეჩერების, შეწყვეტისა და აღდგენის შესახებ;
  • ადგენს და ამტკიცებს აკადემიურ კალენდარს, რომლითაც განისაზღვრება სასწავლო წლის დაწყების, დასრულების, აკადემიური და ფინანსური რეგისტრაციის, საგამოცდო პერიოდისა და სასწავლო პროცესთან დაკავშირებული სხვა ვადები;
  • ამტკიცებს და ხელს აწერს უნივერსიტეტის განათლების დამადასტურებელ დოკუმენტებს (ცნობა, დიპლომი, დიპლომის დანართი და სხვა);
  • წარადგენს უნივერსიტეტის სტრატეგიული და სამოქმედო გეგმის პროექტსა და მათი შესრულების შესახებ ანგარიშებს დირექტორსა და პარტნიორთა კრებას;
  • თავისი კომპეტენციის ფარგლებში, აწერს ხელს უნივერსიტეტის კორესპონდენციას ან/და გასცემს ხელმოწერის მინდობილობებს;
  • იღებს მმართველობითი სახის გადაწყვეტილებას იმ საკითხზე, რომელიც უნივერსიტეტის წესდებით, ამ დებულებითა და სხვა შიდა ნორმატიული აქტებით არ განეკუთვნება პარტნიორთა კრებისა ან უნივერსიტეტის სტრუქტურული ერთეულების ექსკლუზიურ უფლებამოსილებას;
  • იღებს გადაწყვეტილებას საკითხის კონკრეტული სტრუქტურული ერთეულისთვის მიკუთვნების შესახებ, თუ საკითხი ამ დებულებისა ან სხვა შიდა სამართლებრივი აქტების შესაბამისად არ განეკუთვნება რომელიმე სტრუქტურული ერთეულის უფლებამოსილებას ან ერთდროულად შეეხება რამდენიმე სტრუქტურულ ერთეულს;
  • უფლებამოსილია შეაჩეროს ან/და გააუქმოს/ბათილად ცნოს მის მიმართ ანგარიშვალდებული ორგანიზაციულ-სტრუქტურული ერთეულებისა და ხელმძღვანელი პირების მიერ გამოცემული უკანონო ან/და უნივერსიტეტის შიდა ნორმატიულ აქტებთან წინააღმდეგობაში მყოფი სამართლებრივი აქტები;
  • საქართველოს კანონმდებლობის, უნივერსიტეტის პოლიტიკებისა და სხვა შიდა ნორმატიული აქტების შესაბამისად, უზრუნველყოფს კონკურსის შედეგების აღსრულებას ინდივიდუალური სამართლებრივი აქტის — ბრძანების — გამოცემით;
  • პარტნიორთა კრებას, დირექტორს და აკადემიურ საბჭოს წარუდგენს შესრულებული სამუშაოს შესახებ ანგარიშებს;
  • ახორციელებს უნივერსიტეტის წესდებით, ამ დებულებით, სამსახურებრივი ინსტრუქციითა და სხვა შიდა ნორმატიული აქტებით განსაზღვრულ უფლებამოსილებებს.

რექტორი უფლებამოსილია მოახდინოს ამ დებულებით განსაზღვრულ თავის ცალკეულ უფლებამოსილებათა დელეგირება სხვა ორგანიზაციულ-სტრუქტურულ ერთეულებზე, თუ აღნიშნული არ ეწინააღმდეგება კანონმდებლობას ან უნივერსიტეტის წესდების დებულებებს.

რექტორის მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულების დროებით შეუძლებლობის შემთხვევაში, საკუთარი უფლებამოსილებების დელეგირებას ახდენს მის მიერ განსაზღვრულ პირზე. უფლებამოსილებების გადაცემისას რექტორი გამოსცემს ბრძანებას, რომლითაც ზუსტად განსაზღვრავს დელეგირების წესით გადასაცემ უფლებამოსილებათა ნუსხასა და დელეგირების ვადას. თუ ამგვარი ბრძანება არ გამოცემულა, რექტორის თანამდებობრივ უფლებამოსილებას სრულად ითავსებს უნივერსიტეტის ვიცე-რექტორი.

რექტორი, თავისი უფლებამოსილების ფარგლებში, გამოსცემს ბრძანებებს, ხოლო აკადემიური საბჭოს საქმიანობის ფარგლებში, ხელს აწერს აკადემიური საბჭოს დადგენილებებს.

რექტორი, უნივერსიტეტის სტრატეგიული, ორგანიზაციული და ფინანსური საქმიანობის ნაწილში ანგარიშვალდებულია პარტნიორთა კრებისა და დირექტორის, ხოლო უნივერსიტეტის საქმიანობის აკადემიური და სამეცნიერო მიმართულების ნაწილში — აკადემიური საბჭოს წინაშე.

ვიცე-რექტორი
rector

გიორგი ცხვედიანი

ვიცე-რექტორი · აკადემიური საქმიანობა

აკადემიური საქმიანობის ნაწილში ვიცე-რექტორი:
  • ზედამხედველობას და კოორდინირებას უწევს მის დაქვემდებარებაში არსებულ სტრუქტურული ერთეულების — სკოლები, ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური, ბიბლიოთეკა, საგამოცდო ცენტრი — საქმიანობას;
  • ადასტურებს მის დაქვემდებარებაში არსებულ სტრუქტურული ერთეულების სამოქმედო გეგმებს, უნივერსიტეტის განვითარების გამომწვევებიდან გამომდინარე, აფასებს შესრულების ანგარიშებს, ამზადებს შესრულებული სამუშაოს წლიურ ანგარიშს და წარუდგენს აკადემიურ საბჭოსა და დირექტორს;
  • კოორდინირებას უწევს სტრატეგიული განვითარების გეგმის შემუშავებას და ახდენს სტრატეგიული ამოცანების შესრულების სამსახურებრივ ზედამხედველობას, აკადემიური მიმართულების ნაწილში;
  • ახორციელებს უნივერსიტეტის აკადემიური განვითარების მხარდაჭერას, სასწავლო პროცესის სახელმწიფო და შიდა ინსტიტუციურ, აგრეთვე საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკასთან და ხარისხის განვითარების საერთო ციკლთან შესაბამისობის უზრუნველყოფას;
  • ზედამხედველობს უნივერსიტეტის აკადემიური პოლიტიკების და რეგულაციების შესრულებას აკადემიური პერსონალის საგანმანათლებლო და კვლევითი საქმიანობის, დატვირთვის, შეფასებისა და წახალისების ნაწილში, განსაზღვრავს პერსონალის პროფესიული განვითარების საკვანძო მიმართულებებს;
  • ზედამხედველობს უნივერსიტეტის ხარისხის სისტემის განვითარებას, ხარისხის განვითარების შესაბამისი პრინციპების უნივერსიტეტის ჩვეულ აკადემიურ და ადმინისტრაციულ პროცედურებში იმპლემენტაციის უზრუნველყოფას;
  • ახორციელებს სამეცნიერო კვლევითი პროცესის კოორდინაციას და მხარდაჭერას უნივერსიტეტის კვლევითი პრიორიტეტებისა და პოლიტიკების და კარგი საერთაშორისო პრაქტიკების შესაბამისად;
  • კოორდინაციას უწევს უნივერსიტეტის აკრედიტაციისა და ავტორიზაციის პროცესს;
  • მონაწილეობს დაგეგმვის, შეფასების, თვითშეფასებისა და განვითარების სამუშაო ჯგუფების ფორმირებასა და მათი მუშაობის კოორდინირებაში;
  • ახდენს უნივერსიტეტის აკადემიური თანამშრომლობის განვითარების ხელშეწყობასა და კოორდინირებას;
  • შეიმუშავებს და ადასტურებს უნივერსიტეტის აკადემიური პოლიტიკების განმსაზღვრელ დოკუმენტებს;
  • წარმოადგენს უნივერსიტეტს მესამე პირებთან მის უფლებამოსილებას განკუთვნილ საკითხებზე;
  • ამზადებს შესრულებული სამუშაოს წლიურ ინსტიტუციურ ანგარიშს უნივერსიტეტის აკადემიური საქმიანობის ნაწილში;
  • ახორციელებს უნივერსიტეტის წესდებით, ამ დებულებით, სამსახურებრივი ინსტრუქციითა და შიდა ნორმატიული აქტების საფუძველზე მიკუთვნებულ სხვა უფლებამოსილებებს.
rector

თეა მიქელაძე

ვიცე-რექტორი · ადმინისტრაციული საქმიანობა

ადმინისტრაციული საქმიანობის ნაწილში ვიცე-რექტორი:
  • ზედამხედველობას და კოორდინირებას უწევს მის დაქვემდებარებაში არსებულ სტრუქტურული ერთეულების — ადამიანური რესურსების მართვის, სტუდენტთა მხარდაჭერის, საერთაშორისო ურთიერთობებისა და მარკეტინგის, მატერიალურ-ტექნიკური რესურსების, იურიდიული და საქმისწარმოების სამსახურების საქმიანობას;
  • ადასტურებს მის დაქვემდებარებაში არსებულ სტრუქტურული ერთეულების სამოქმედო გეგმებს, უნივერსიტეტის განვითარების გამომწვევებიდან გამომდინარე, აფასებს შესრულების ანგარიშებს, ამზადებს შესრულებული სამუშაოს წლიურ ანგარიშს და წარუდგენს აკადემიურ საბჭოსა და დირექტორს;
  • კოორდინირებას უწევს სტრატეგიული განვითარების გეგმის შემუშავებას და ახდენს სტრატეგიული ამოცანების შესრულების სამსახურებრივ ზედამხედველობას, ადმინისტრაციული მიმართულების ნაწილში;
  • ახორციელებს უნივერსიტეტის ორგანიზაციული პროცესების ზედამხედველობას და მათი შეუფერხებლად განხორციელების მხარდაჭერას, ადმინისტრაციული პროცესების სახელმწიფო და შიდა ინსტიტუციურ რეგულაციებთან შესაბამისობის, დროულობისა და ხარჯეფექტურობის შეფასებას;
  • ახორციელებს უნივერსიტეტის სტუდენტთა მოზიდვის, ჩარიცხვისა და მხარდაჭერის პროცესის ზედამხედველობას;
  • ზედამხედველობს უნივერსიტეტის შესყიდვების, გადახდების და საფინანსო მართვის პროცესებს, ფინანსური რესურსების ეფექტურად გამოყენებას;
  • პასუხისმგებელია უნივერსიტეტის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გამართული ექსპლუატაციის უზრუნველყოფაზე;
  • ახორციელებს უნივერსიტეტის მარკეტინგული და ინტერნაციონალიზაციის პოლიტიკის განხორციელების ზედამხედველობას ინსტიტუციური გამოწვევებისა და კარგი საერთაშორისო პრაქტიკების შესაბამისად;
  • ზედამხედველობს უნივერსიტეტის ადამიანური კაპიტალის მართვის პოლიტიკის, შინაგანაწესისა და ეთიკის კოდექსის შესრულებას, შუამდგომლობს დირექტორის წინაშე პერსონალის წახალისებისა თუ დისციპლინური პასუხისმგებლობის გამოყენების შესახებ;
  • ახდენს უნივერსიტეტის პერსონალის განვითარების პროცესის ხელშეწყობასა და კოორდინირებას;
  • შეიმუშავებს და ადასტურებს უნივერსიტეტის ადმინისტრაციული პოლიტიკების განმსაზღვრელ დოკუმენტებს;
  • წარმოადგენს უნივერსიტეტს მესამე პირებთან მის უფლებამოსილებას განკუთვნილ საკითხებზე;
  • ამზადებს შესრულებული სამუშაოს წლიურ ინსტიტუციურ ანგარიშს უნივერსიტეტის ადმინისტრაციული საქმიანობის ნაწილში;
  • ახორციელებს უნივერსიტეტის წესდებით, ამ დებულებით, სამსახურებრივი ინსტრუქციითა და შიდა ნორმატიული აქტების საფუძველზე მიკუთვნებულ სხვა უფლებამოსილებებს.