რეგისტრაცია
image

კვლევა

კვლევის ეთიკა

კვლევის ეთიკის კომიტეტი
კვლევის ეთიკის კომიტეტი წარმოადგენს მრავალდისციპლინურ, პირთა ჯგუფს, რომლებიც დანიშნულნი არიან კვლევითი პროექტებისა და პროტოკოლების განსახილველად, რათა უზრუნველყონ კვლევის მონაწილეთა ღირსების, ფუნდამენტური უფლებების, უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის სათანადო პატივისცემა და დაცვა.

ეთიკის კომიტეტი მოქმედებს მოქმედი ჰელსინკის დეკლარაციის და შესაბამისი ეროვნული და საერთაშორისო სტანდარტების დაცვით და უზრუნველყოფს თავისი ეთიკური სტანდარტების დროულ, ყოვლისმომცველ და დამოუკიდებელ განახლებას.

ეთიკის კომიტეტის მიზანია სამეცნიერო მეთოდისა და საზოგადოების ინტერესის გათვალისწინება, კვლევებში ჩართული მოხალისეების უფლებების, უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის დასაცავად.

კომიტეტის ამოცანებია:


  • კვლევის ეთიკურად ჩატარების უზრუნველყოფა
  • კვლევის კულტურის გაუმჯობესების ხელშეწყობა
  • მკვლევარებსა და საზოგადოებას შორის კომუნიკაციის გაძლიერება
  • კვლევაში ეთიკური საკითხების შესახებ ცნობიერების ამაღლება

კომიტეტის როლი კვლევის პროცესში:


  • კვლევისთვის მომზადების ფაზაში საჭიროებისამებრ მკვლევარებისთვის ინფორმაციის მიწოდება
  • წარდგენილი კვლევის წინადადების ეთიკური განხილვა
  • კვლევითი პროექტის განხორციელების დროს შემდგომი რეაგირება, კვლევის ჩატარების ეთიკური ასპექტების შესახებ
  • კვლევის დასრულების შემდეგ ანგარიშების განხილვა

კვლევის ეთიკის კომიტეტების ფუნქციები მოიცავს:


  • კვლევის რისკებისა და პოტენციური სარგებლის იდენტიფიცირებას და შეფასებას
  • კვლევის დიზაინის სამეცნიერო ვალიდურობის შეფასებას
  • პროცესისა და მასალების (დაბეჭდილი დოკუმენტები და სხვა ინსტრუმენტები) შეფასებას, რომლებიც გამოყენებული იქნება მონაწილეთა ინფორმირებული თანხმობის მისაღებად
  • მონაწილეთა დაქირავების პროცესისა და ნებისმიერი წახალისების შეფასებას
  • მონაწილეთა კონფიდენციალურობის რისკების და კონფიდენციალურობის დაცვის ადეკვატურობის შეფასებას
  • მონაწილეთა დისკრიმინაციასთან დაკავშირებული რისკების შეფასებას
  • ნებისმიერი სხვა საკითხის შესწავლას, რომელმაც შეიძლება გავლენა მოახდინოს კვლევის ეთიკურ მისაღებობაზე

კვლევის ეთიკის კომიტეტის განაცხადის ფორმა



pdf icon
კვლევის ეთიკის კომიტეტის განაცხადის ფორმა ჩამოტვირთვა