რეგისტრაცია
image

საერთაშორისო ურთიერთოებები

ერაზმუს+ თანამშრომლობა - ლიეტუვის ჯანდაცვის მეცნიერებათა უნივერსიტეტი

ერაზმუს+ თანამშრომლობა - ლიეტუვის ჯანდაცვის მეცნიერებათა უნივერსიტეტი

ბაუ საერთაშორისო უნივერსიტეტი (ბათუმი) Erasmus+ საერთაშორისო კრედიტ მობილობის ფარგლებში თანამშრომლობს ლიეტუვის ჯანდაცვის მეცნიერებათა უნივერსიტეტთან (LSMU), რომელიც წარმოადგენს ჯანმრთელობის მეცნიერებების მიმართულებით უნივერსიტეტის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ევროპულ პარტნიორს. თანამშრომლობა უზრუნველყოფს სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალის საერთაშორისო მობილობის შესაძლებლობებს, ხელს უწყობს ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებას, პროფესიული კომპეტენციების განვითარებას და ევროპულ აკადემიურ სივრცეში ინტეგრაციის გაძლიერებას.

ლიეტუვის ჯანდაცვის მეცნიერებათა უნივერსიტეტი ბალტიის რეგიონში ჯანმრთელობის მეცნიერებების ერთ-ერთი უდიდესი და წამყვანი სპეციალიზებული უნივერსიტეტია, რომელიც გამოირჩევა თანამედროვე სამედიცინო განათლების მოდელით, მაღალი ხარისხის კლინიკური მომზადებით, ინოვაციური კვლევებითა და საერთაშორისო აკადემიური თანამშრომლობის ფართო ქსელით.