რეგისტრაცია
image

საერთაშორისო ურთიერთოებები

ერაზმუს+ თანამშრომლობა - აღმოსავლეთ ფინეთის უნივერსიტეტი

ერაზმუს+ თანამშრომლობა - აღმოსავლეთ ფინეთის უნივერსიტეტი

ბაუ საერთაშორისო უნივერსიტეტი (ბათუმი) Erasmus+ საერთაშორისო კრედიტ მობილობის ფარგლებში თანამშრომლობს აღმოსავლეთ ფინეთის უნივერსიტეტთან, რომელიც წარმოადგენს ერთ-ერთ სტრატეგიულ პარტნიორს აკადემიური თანამშრომლობის მიმართულებით. პარტნიორობის ფარგლებში ხორციელდება სტუდენტთა, აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალის მობილობა, რაც ხელს უწყობს საგანმანათლებლო პროცესის ინტერნაციონალიზაციას, გამოცდილების გაზიარებასა და ინსტიტუციური შესაძლებლობების განვითარებას.

აღმოსავლეთ ფინეთის უნივერსიტეტი წარმოადგენს ერთ-ერთ წამყვან სახელმწიფო კვლევით ინსტიტუციას, რომელიც გამოირჩევა მაღალი აკადემიური და სამეცნიერო სტანდარტებით, კვლევაზე დაფუძნებული სწავლების მიდგომებითა და საერთაშორისო თანამშრომლობის ფართო ქსელით. ძირითადი კვლევითი და საგანმანათლებლო მიმართულებები მოიცავს მედიცინას, ჯანმრთელობის მეცნიერებებს, საზოგადოებრივ ჯანმრთელობასა და ბიოსამედიცინო კვლევებს, რაც სრულად შეესაბამება ბაუ საერთაშორისო უნივერსიტეტის (ბათუმი) აკადემიურ პრიორიტეტებს და ქმნის საფუძველს გრძელვადიანი სტრატეგიული თანამშრომლობის განვითარებისთვის.