რეგისტრაცია
image

საერთაშორისო ურთიერთოებები

ერაზმუს+ თანამშრომლობა - ვასილე გოლდის სახელობის დასავლეთის უნივერსიტეტი

ერაზმუს+ თანამშრომლობა - ვასილე გოლდის სახელობის დასავლეთის უნივერსიტეტი

ბაუ საერთაშორისო უნივერსიტეტი (ბათუმი) Erasmus+ საერთაშორისო კრედიტ მობილობის შეთანხმების ფარგლებში თანამშრომლობს ვასილე გოლდის სახელობის დასავლეთის უნივერსიტეტთან, რაც ქმნის გაცვლითი პროგრამების განხორციელების შესაძლებლობას სტუდენტების და პერსონალისთვის. პარტნიორობა ხელს უწყობს აკადემიური გამოცდილების გაზიარებას, პროფესიული კომპეტენციების განვითარებას და ინსტიტუციური კავშირების გაძლიერებას.

ვასილე გოლდის სახელობის დასავლეთის უნივერსიტეტი რუმინეთის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებაა, რომელიც გამოირჩევა მედიცინის, სტომატოლოგიისა და ჯანმრთელობის მეცნიერებების მიმართულებით ხარისხიანი განათლებითა და საერთაშორისო პარტნიორული ქსელით.