რეგისტრაცია
image

საერთაშორისო ურთიერთოებები

საერთაშორისო პროექტები

Spring project

ბაუ საერთაშორისო უნივერსიტეტის (ბათუმი) კოორდინირებით განხორციელდა პროექტი “The ERASMUS+ SPRING Project”, რომლის მიზანს წარმოადგენდა სამედიცინო სკოლების აკადემიური და ადმინისტრაციული ერთეულების შესაძლებლობების გაძლიერება, ხარისხის განვითარების მექანიზმების დანერგვა და ინტერნაციონალიზაციის პროცესების მხარდაჭერა როგორც სამიზნე პარტნიორ ქვეყნებში, ასევე მათ ფარგლებს გარეთ.

პროექტის ფარგლებში შეიქმნა საერთაშორისო მიმოხილვის საბჭო (MPRB), რომელიც წარმოადგენს აკადემიური პროგრამებისა და ინსტიტუციური პროცესების უწყვეტი გაუმჯობესების მდგრად და ეფექტურ მექანიზმს. ასევე შემუშავდა აკადემიური პროგრამების, ადმინისტრაციული პოლიტიკის, პროცედურებისა და საქმიანობების სისტემური შეფასებისა და მიმოხილვის მოდელი, რომელიც დაინერგა პარტნიორ ინსტიტუციებში.

პროექტმა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა აკადემიური პერსონალის პროფესიულ განვითარებაში, თვითშეფასებისა და გარე შეფასების კულტურის გაძლიერებაში, ასევე საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავების, ხარისხის უზრუნველყოფის თანამედროვე მიდგომების დანერგვისა და სამედიცინო განათლების სფეროში ინსტიტუციური შესაძლებლობების გაძლიერების მიმართულებით.
პარტნიორი სასწავლო დაწესებულებები:
  • ბაუ საერთაშორისო უნივერსიტეტი (ბათუმი)
  • თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი
  • პეტრე შოთაძის სახელობის თბილისის სამედიცინო აკადემია
  • საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი სეუ
  • ნიკოლაე ტესტემიტანუს სახელობის მედიცინისა და ფარმაციის სახელმწიფო უნივერსიტეტი
  • მოლდოვის ტექნიკური უნივერსიტეტი
  • ბელორუსის სახელმწიფო უნივერსიტეტის სახაროვის სახელობის გარემოს დაცვის საერთაშორისო ინსტიტუტი
  • გროდნოს სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი
  • სანჯარ ასფენდიაროვის სახელობის ყაზახეთის ეროვნული სამედიცინო უნივერსიტეტი
  • ტაჯიკეთის ავიცენას სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი
  • ხატლონის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი
  • სოფიას სამედიცინო უნივერსიტეტი
  • ლიეტუვას სამედიცინო მეცნიერებათა უნივერსიტეტი