მიღების პროცედურა - საზოგადოებრივი ჯანმრთელობა და ჯანდაცვის პოლიტიკის სამაგისტრო პროგრამაზე
საზოგადოებრივი ჯანმრთელობა და ჯანდაცვის პოლიტიკა
პროგრამაზე ჩარიცხვა ხორციელდება უნივერსიტეტის მიერ დადგენილი წინაპირობებისა და საუნივერსიტეტო სამაგისტრო გამოცდის საფუძველზე.ჩარიცხვის წინაპირობა
პროგრამაზე ჩარიცხვის უფლების მოპოვების წინაპირობებია:- არანაკლებ საბაკალავრო ან მისი ეკვივალენტური განათლება
- საქართველოს მოქალაქისთვის — საერთო სამაგისტრო გამოცდების გავლა
- უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის / საქართველოს მოქალაქეებისთვის, რომელმაც ბოლო 2 წელი ისწავლეს უცხო ქვეყანაში — უცხოეთში მიღებული განათლების აღიარება და სწავლის უფლების მინიჭება
- საუნივერსიტეტო სამაგისტრო გამოცდის გავლა
საუნივერსიტეტო სამაგისტრო გამოცდა
საუნივერსიტეტო სამაგისტრო გამოცდა შედგება ორი კომპონენტისგან:- ტესტირება ინგლისურ ენაში — შეფასების 50%
- წერითი გამოცდა — შეფასების 50%
ინგლისური ენის გამოცდა
ინგლისური ენის ტესტი მოიცავს წაკითხული და მოსმენილი ტექსტების გააზრების, წერის, საუბრის და გრამატიკისა და ლექსიკური უნარების შეფასებას.ტესტის ნიმუში
ინგლისური ენის გამოცდისგან შეიძლება განთავისუფლდეს პირი, რომელმაც არანაკლებ 2 წელი ისწავლა ინგლისურ ენაზე, ან აქვს B2 დონის კომპეტენციის დამადასტურებელი საერთაშორისო სერტიფიკატი: IELTS, TOEFL, Cambridge English, UNIcert, EnglishScore.
წერითი გამოცდა
გამოცდის მიზანია შეფასდეს აპლიკანტის ანალიტიკური აზროვნების, ლოგიკური მსჯელობისა და არგუმენტირებულად წერის უნარი. გამოცდა არ მოითხოვს წინასწარ სპეციალურ ცოდნას საზოგადოებრივი ჯანდაცვის სფეროში. იგი ამოწმებს კანდიდატის პოტენციალს, წარმატებით გაუმკლავდეს სამაგისტრო პროგრამის მოთხოვნებს.გამოცდის ნიმუში
შედეგები და იდენტური ქულები
საუნივერსიტეტო გამოცდის ჯამური შედეგებით პროგრამაზე სწავლის უფლებას მიიღებენ მისაღები ადგილების რაოდენობის შესაბამისი კანდიდატები, რომლებმაც საუნივერსიტეტო გამოცდის შედეგებით მიიღეს უმაღლესი შეფასება.იდენტურ ქულათა მიღების შემთხვევაში, გადამწყვეტია საერთო სამაგისტრო გამოცდის ქულა.