რეგისტრაცია
image

აბიტურიენტებისთვის

მიღების პროცედურა - განათლების ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამაზე

განათლების ადმინისტრირება

პროგრამაზე ჩარიცხვა ხორციელდება უნივერსიტეტის მიერ დადგენილი წინაპირობებისა და საუნივერსიტეტო სამაგისტრო გამოცდის საფუძველზე.

ჩარიცხვის წინაპირობა

პროგრამაზე ჩარიცხვის უფლების მოპოვების წინაპირობებია:
  • არანაკლებ საბაკალავრო ან მისი ეკვივალენტური განათლება
  • საქართველოს მოქალაქისთვის — საერთო სამაგისტრო გამოცდების გავლა
  • უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის / საქართველოს მოქალაქეებისთვის, რომელმაც ბოლო 2 წელი ისწავლეს უცხო ქვეყანაში — უცხოეთში მიღებული განათლების აღიარება და სწავლის უფლების მინიჭება
  • საუნივერსიტეტო სამაგისტრო გამოცდის გავლა

საუნივერსიტეტო სამაგისტრო გამოცდა

საუნივერსიტეტო სამაგისტრო გამოცდა შედგება ოთხი კომპონენტისგან:
  • ტესტირება ინგლისურ ენაში — შეფასების 30%
  • ესსე საგანმანათლებლო პრობლემების აღწერაზე — შეფასების 30%
  • პორტფოლიო — შეფასების 20%
  • გასაუბრება — შეფასების 20%

ინგლისური ენის გამოცდა

ინგლისური ენის ტესტი მოიცავს წაკითხული და მოსმენილი ტექსტების გააზრების, წერის, საუბრის და გრამატიკისა და ლექსიკური უნარების შეფასებას.

ტესტის ნიმუში

ინგლისური ენის გამოცდისგან შეიძლება განთავისუფლდეს პირი, რომელმაც არანაკლებ 2 წელი ისწავლა ინგლისურ ენაზე, ან აქვს B2 დონის კომპეტენციის დამადასტურებელი საერთაშორისო სერტიფიკატი: IELTS, TOEFL, Cambridge English, UNIcert, EnglishScore.

ესსე

ესსე მიზნად ისახავს, შეფასდეს მაგისტრანტობის კანდიდატის მიერ საგანმანათლებლო სფეროს ხედვა, კრიტიკული აზროვნება, პრობლემის იდენტიფიცირების უნარი და დარგის განვითარების მოტივაციის ხედვა.

ესსეს შეფასების რუბრიკა

ესსეს წარმოდგენისგან შეიძლება განთავისუფლდნენ მაგისტრანტობის კანდიდატები, რომლებმაც რეფერირებულ ჟურნალში გამოქვეყნებული აქვთ სტატია განათლების ან განათლების ადმინისტრირების პრობლემატიკაზე.

პორტფოლიო

პორტფოლიოს შეფასება მიზნად ისახავს შეფასდეს მაგისტრანტობის კანდიდატის დარგში ან სხვა პროფესიული გამოცდილება, საზოგადოებრივი საქმიანობა, განათლება და პროფესიული განვითარების აქტივობები.

პორტფოლიოს შეფასების რუბრიკა

გასაუბრება

გასაუბრების მიზანია შეფასდეს მაგისტრანტობის კანდიდატის ხედვა, მოტივაცია, აკადემიური და პროფესიული მიზნები და ინდივიდუალური ინტერესები პროგრამასთან მიმართებით.

გასაუბრების შეფასების რუბრიკა

შედეგები და იდენტური ქულები

საუნივერსიტეტო გამოცდის ჯამური შედეგებით პროგრამაზე სწავლის უფლებას მიიღებენ მისაღები ადგილების რაოდენობის შესაბამისი კანდიდატები, რომლებმაც საუნივერსიტეტო გამოცდის შედეგებით მიიღეს უმაღლესი შეფასება.

იდენტურ ქულათა მიღების შემთხვევაში, გადამწყვეტია საერთო სამაგისტრო გამოცდის ქულა.