სტუდენტური თვითმმართველობა
სტუდენტური თვითმართველობის მიზნები
სტუდენტური თვითმმართველობის მიზნებია:
- ა) სტუდენტების კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დაცვა, როგორც სასწავლო უნივერსიტეტთან, ასევე მესამე პირებთან ურთიერთობაში;
- ბ) ხელი შეუწყოს სტუდენტებს მათი უფლებებისა და თავისუფლებების განმტკიცებასა და პრაქტიკულ რეალიზაციაში;
- გ) დაეხმაროს სტუდენტებს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი მაღალკალიფიციური განათლების მიღებასა და კონკურენტუნარიან კადრებად ჩამოყალიბებისათვის საჭირო უნარ-ჩვევების გამომუშავებაში;
- დ) უზრუნველყოს სტუდენტების ჩართულობა, როგორც სასწავლო და სამეცნიერო საქმიანობაში, ასევე, სხვადასხვა სოციალურ-კულტურულ, საქველმოქმედო, სპორტულ და გასართობ ღონისძიებებში;
- ე) დაეხმაროს ახალწვეულ სტუდენტებს ადაპტირებასა და სასწავლო უნივერსიტეტში ინტეგრაციაში;
- ვ) ხელი შეუწყოს სასწავლო უნივერსიტეტში მრავალფეროვანი და მულტიკულტურული გარემოს ჩამოყალიბებას, მათ წარმოჩენასა და სხვადასხვა ეროვნების სტუდენტების დაახლოებას;
- ზ) ხელი შეუწყოს სტუდენტებს ლიდერობისა და ცვლილებებზე ორიენტირებისათვის საჭირო უნარ-ჩვევების გამომუშავებაში;
- თ) მოახდინოს სასწავლო უნივერსიტეტში არსებული პრობლემების იდენტიფიცირება და შეიმუშაოს მისი აღმოფხვრის გზები;
- ი) უფლებამოსილების ფარგლებში, უზრუნველყოს სტუდენტთა ინფორმირებულობა ყველა საჭირო ინფორმაციით.
სტუდენტური თვითმმართველობის უფლება-მოვალეობები
სტუდენტური თვითმმართველობის მიზნებიდან გამომდინარე, სტუდენტური თვითმმართველობის უფლება-მოვალეობას წარმოადგენს:
- ბ) სტუდენტთა ინტერესების წარმომადგენლობა და ადვოკატირება სასწავლო უნივერსიტეტის გადაწყვეტილების მიმღებ ორგანოებსა და მესამე პირებთან ურთიერთობებში;
- გ) სასწავლო უნივერსიტეტის გადაწყვეტილების მიმღები ორგანოების (აკადემიური საბჭო, ფაკულტეტის საბჭო და სხვა.) საქმიანობაში ჩართულობა და შესაბამისი ინიციატივების წარმოდგენა;
- დ) სასწავლო უნივერსიტეტის მართვასა და საგანმანათლებლო-კვლევითი საქმიანობის ხარისხთან დაკავშირებით წინადადებების შემუშავება და მათი სასწავლო უნივერსიტეტის ორგანიზაციულ-სტრუქტურული ერთეულებისათვის წარდგენა;
- ე) სასწავლო უნივერსიტეტის აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალის საქმიანობის შეფასება და შესაბამისი შენიშვნების სასწავლო უნივერსიტეტის ორგანიზაციულ-სტრუქტურული ერთეულებისათვის წარდგენა;
- ვ) ტრენინგების, ვორქშოპების, კონფერენციების, დებატების, დისკუსიების, ინტელექტუალურ თამაშებისა და სხვა საგანმანათლებლო-სამეცნიერო, სოციალურ-კულტურული, სპორტული, საქველმოქმედო და გასართობი ღონისძიებების შემუშავება და ორგანიზება;
- ზ) სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან, აგრეთვე სხვა ადგილობრივ და საერთაშორისო სტუდენტურ გაერთიანებებთან ურთიერთობების დამყარება და ერთობლივი პროექტების განხორციელება;
- თ) სტუდენტებთან პერიოდული შეხვედრების უზრუნველყოფა, მიმდინარე საკითხებთან და დაგეგმილ პროექტებთან დაკავშირებით ინფორმაციის მიწოდება, მათი მოთხოვნილებების იდენტიფიცირება, კმაყოფილების კვლევა და შესაბამისი ღონისძიებების გატარება;
- ი) სხვა ღონისძიებების განხორციელება, რომლებიც გამომდინარეობს სტუდენტური თვითმმართველობის მიზნებიდან.