მიღების პროცედურა საქართველოს მოქალაქეებისთვის
მიღების პროცედურა
ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტში სტუდენტთა მიღება ხორციელდება დადგენილი აკადემიური და ადმინისტრაციული პროცედურების შესაბამისად. მიღების პროცესი მოიცავს განაცხადის წარდგენას, საჭირო დოკუმენტაციის წარმოდგენას, კანდიდატის შესაბამისობის შეფასებასა და ჩარიცხვის ეტაპებს.ჩარიცხვის პროცესი საქართველოს მოქალაქეობის მქონე აბიტურიენტებისთვის
ბაუ საერთაშორისო უნივერსიტეტში (ბათუმი) საქართველოს მოქალაქეობის მქონდე აბიტურიენტების ჩარიცხვა ერთიანი ეროვნული გამოცდების საფუძველზე ხორციელდება.სავალდებულო საგნები და შესაბამისი კომპეტენციის მინიმალური
ზღვარი შემდეგნაირად არის განსაზღვრული:
- ინგლისური ენა - 80%
- ქართული ენა და ლიტერატურა - 30%
- ბიოლოგია - 25%
უნივერსიტეტში რეგისტრაცია
ერთიანი ეროვნული გამოცდების წარმატებით ჩაბარების შემდგომ, ბაუ საერთაშორისო უნივერსიტეტის (ბათუმი) რექტორი გამოსცემს ბრძანებას აბიტურიენტის შესაბამის ფაკულტეტსა და საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის შესახებ. აღნიშნული ბრძანება წარმოადგენს უნივერსიტეტში სტუდენტის მიღების დამადასტურებელ საბოლოო იურიდიულ დოკუმენტს.ბაუ საერთაშორისო უნივერსიტეტში (ბათუმი) ჩარიცხვის შემდეგ, ყველა სტუდენტი ვალდებულია გაიაროს ფინანსური და აკადემიური რეგისტრაცია სტუდენტთა მხარდაჭერისა და კარიერული განვითარების დეპარტამენტში. რეგისტრაციის ვადები რეგულირდება უნივერსიტეტის აკადემიური კალენდრით.
რეგისტრაციისთვის წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
- სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის (ატესტატის) დედანი;
- ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩაბარების დამადასტურებელი ცნობა;