კვლევის მხარდაჭერა
კვლევითი საქმიანობის მხარდაჭერა
ბაუ საერთაშორისო უნივერსიტეტი (ბათუმი) საკუთარი ფინანსური რესურსებიდან ახდენს სამეცნიერო კვლევების, სამეცნიერო და საგანმანათლებლო ღონისძიებებში მონაწილეობის დაფინანსებას. უნივერსიტეტის დაფინანსების მიღების უფლება აქვს უნივერსიტეტის აფილირებულ აკადემიურ პერსონალს.
საგრანტო კონკურსი მოიცავს საგრანტო განაცხადების მიღების, გადარჩევის, დამოუკიდებელი კომისიის მიერ მათი შეფასების, გამარჯვებულთა გამოვლენის, დაფინანსების, შუალედური და დასკვნითი ანგარიშგების ეტაპებს.
საგრანტო კონკურსში მონაწილეობის მისაღებად მონაწილემ უნივერსიტეტში უნდა წარმოადგინოს:
საგრანტო განაცხადის ბიუჯეტში შესაძლებელია შემდეგი ხარჯვითი კომპონენტების გათვალისწინება:
საგრანტო პროექტის წარმდგენის, ასევე კვლევაში ჩართული აფილირებული აკადემიური პერსონალის შრომის ანაზღაურება ხორციელდება უნივერსიტეტის „აკადემიური და მოწვეული პერსონალის დატვირთვის წესით“ განსაზღვრული არასააუდიტორიო აქტივობიდან.
განმცხადებელს ერთდროულად შეუძლია არაუმეტეს ორი დაფინანსებული პროექტის ხელმძღვანელობა და დამატებით მაქსიმუმ ორ დაფინანსებულ პროექტში ყოფნა არახელმძღვანელი სტატუსით. განმცხადებელს შეუძლია წელიწადში მხოლოდ ერთ საერთაშორისო კონფერენციაზე მონაწილეობის დაფინანსება გრანტის ფარგლებში.
არ მიიღება განაცხადები იმ აპლიკანტისგან, რომელსაც ჯერ არ დაუსრულებია/დაუხურია უკვე არსებული გრანტი და არ შეუსრულებია ნაკისრი ვალდებულებები ამ მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული რაოდენობის პროექტებში.
საგრანტო განაცხადების პირველად შეფასებას, ამ წესით გათვალისწინებული ინფორმაციის სისრულეზე, ახორციელებს უნივერსიტეტი. განაცხადების შინაარსობრივ შეფასებას ახორციელებს უნივერსიტეტის რექტორის ბრძანებით შექმნილი დამოუკიდებელი საგრანტო კომისია. უნივერსიტეტი უზრუნველყოფს საგრანტო პროექტის ავტორებისა და კომისიის წევრების კონფიდენციალობას (Double blind review).
პროექტის სამეცნიერო ღირებულება
პერსონალი
კვლევითი ერთეულები
პროექტის მენეჯმენტი
ეთიკა და საზოგადოებრივი გავლენა
პროექტი ჩაითვლება შეფასების ზღვარის გადალახულად, თუ ის დააგროვებს არანაკლებ 52 ქულას 75-დან (საშუალო 3.5 ქულა შეფასების თითოეულ კრიტერიუმში).
უნივერსიტეტი, საგრანტო კომისიის შეფასების საფუძველზე, იღებს გადაწყვეტილებას იმ პროექტ(ებ)ის დაფინანსებაზე, რომლებმაც დაიმსახურეს კომისიის დადებითი შეფასება (გადალახეს დადებითი შეფასების ზღვარი) და რომელთა განხორციელება შესაძლებელია მიმდინარე საგრანტო ბიუჯეტის ფარგლებში.
სამეცნიერო პუბლიკაციის დაფინანსება გულისხმობს უნივერსიტეტის აფილირებული პერსონალის მიერ მომზადებული სამეცნიერო პუბლიკაციის (სტატიის) დაფინანსებას საერთაშორისო რეცენზირებად სამეცნიერო ჟურნალებში.
უნივერსიტეტის მხრიდან ფინანსდება:
სხვადასხვა საგანმანათლებლო დაწესებულებასთან აფილირებული ავტორების მიერ სტატიის წარდგენის შემთხვევაში, ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული დაფინანსების ოდენობა იყოფა აფილირებულ დაწესებულებათა რაოდენობაზე.
უნივერსიტეტის მიერ ფინანსდება შემდეგი სამეცნიერო-კვლევითი აქტივობები
- სამეცნიერო-კვლევითი პროექტის დაფინანსება;
- სამეცნიერო პუბლიკაციის გამოქვეყნების დაფინანსება;
- სამეცნიერო ღონისძიებაში მონაწილეობის დაფინანსება;
- სამეცნიერო-საგანმანათლებლო (კონფერენციების და საზაფხულო/ზამთრის სკოლების) ღონისძიების ორგანიზების დაფინანსება.
საუნივერსიტეტო საგრანტო კონკურსი
საგრანტო კონკურსი მოიცავს საგრანტო განაცხადების მიღების, გადარჩევის, დამოუკიდებელი კომისიის მიერ მათი შეფასების, გამარჯვებულთა გამოვლენის, დაფინანსების, შუალედური და დასკვნითი ანგარიშგების ეტაპებს.
საგრანტო კონკურსში მონაწილეობის მისაღებად მონაწილემ უნივერსიტეტში უნდა წარმოადგინოს:
- განცხადება კონკურსში მონაწილეობის თაობაზე;
- საპროექტო განაცხადი — კვლევითი პროექტის აღწერა;
- პროექტის ბიუჯეტი;
- პროექტის ლოგიკური ჩარჩო;
- ინფორმაცია პროექტში ჩართული პირების — პროექტის გუნდის შესახებ. უნივერსიტეტთან კავშირში არმყოფი პირების პროექტის გუნდში შეყვანის შემთხვევაში, წარმოდგენილი უნდა იყოს შესაბამისი პირების CV-ები;
- პროექტის ეთიკური რევიუს განაცხადი;
- სხვა დოკუმენტაცია — პროექტის გუნდის შეხედულებისამებრ.
საგრანტო კონკურსის დოკუმენტაციის ფორმები
საგრანტო განაცხადის ბიუჯეტში შესაძლებელია შემდეგი ხარჯვითი კომპონენტების გათვალისწინება:
- კვლევითი მასალების, რეაქტივების, ნაკრებების, აპარატურის შეძენის ხარჯები;
- სუბკონტრაქტირების ხარჯები, მოწვეული მკვლევარის ან კვლევაში ჩართული სხვა პირების შრომის ანაზღაურება, კვლევასთან დაკავშირებული ერთჯერადი მომსახურების ხარჯები;
- სამივლინებო ხარჯი, გაანგარიშებული მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისად;
- კონფერენციაზე რეგისტრაციის, კვლევის ფარგლებში შექმნილი სამეცნიერო ნაშრომის პუბლიკაციის ხარჯები;
- სხვა ხარჯები, რომელთა მიზნობრიობა გამომდინარეობს პროექტის შინაარსიდან.
საგრანტო პროექტის წარმდგენის, ასევე კვლევაში ჩართული აფილირებული აკადემიური პერსონალის შრომის ანაზღაურება ხორციელდება უნივერსიტეტის „აკადემიური და მოწვეული პერსონალის დატვირთვის წესით“ განსაზღვრული არასააუდიტორიო აქტივობიდან.
განმცხადებელს ერთდროულად შეუძლია არაუმეტეს ორი დაფინანსებული პროექტის ხელმძღვანელობა და დამატებით მაქსიმუმ ორ დაფინანსებულ პროექტში ყოფნა არახელმძღვანელი სტატუსით. განმცხადებელს შეუძლია წელიწადში მხოლოდ ერთ საერთაშორისო კონფერენციაზე მონაწილეობის დაფინანსება გრანტის ფარგლებში.
არ მიიღება განაცხადები იმ აპლიკანტისგან, რომელსაც ჯერ არ დაუსრულებია/დაუხურია უკვე არსებული გრანტი და არ შეუსრულებია ნაკისრი ვალდებულებები ამ მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული რაოდენობის პროექტებში.
საგრანტო განაცხადების პირველად შეფასებას, ამ წესით გათვალისწინებული ინფორმაციის სისრულეზე, ახორციელებს უნივერსიტეტი. განაცხადების შინაარსობრივ შეფასებას ახორციელებს უნივერსიტეტის რექტორის ბრძანებით შექმნილი დამოუკიდებელი საგრანტო კომისია. უნივერსიტეტი უზრუნველყოფს საგრანტო პროექტის ავტორებისა და კომისიის წევრების კონფიდენციალობას (Double blind review).
საგრანტო პროექტის შეფასების კრიტერიუმები
პროექტის სამეცნიერო ღირებულება
- აქტუალობა, სიახლე და პრობლემის ჩამოყალიბების სიცხადე;
- კვლევის მეთოდოლოგიის სისწორე და შესაბამისობა;
- მოსალოდნელი კვლევის შედეგების მეცნიერული ღირებულება, პრაქტიკული გამოყენების პოტენციალი და დისემინაციის გეგმა;
- ინტერდისციპლინარული ინტეგრაცია და სექტორებთშორისი გავლენის პოტენციალი;
- ადამიანური კაპიტალის განვითარებაში წვლილი (პროფესორების/სტუდენტების, ახალგაზრდა მკვლევარების ჩართულობა).
პერსონალი
- პროექტის გუნდის წევრთა კვალიფიკაცია და შესაბამისი გამოცდილება;
- წარსული სამეცნიერო გამოცდილება შესაბამის კვლევით სფეროში;
- უნარების შესაბამისობა და ჩართულობის ხარისხი.
კვლევითი ერთეულები
- ინფრასტრუქტურისა და ტექნიკური რესურსების შესაბამისობა;
- ადმინისტრაციული რესურსის შესაბამისობა.
პროექტის მენეჯმენტი
- პროექტის გეგმის რეალისტურობა და განხორციელებადობა;
- ბიუჯეტის მიზნებთან შესაბამისობა;
- რისკების შეფასება და მართვის სტრატეგია.
ეთიკა და საზოგადოებრივი გავლენა
- ეთიკურ და რეგულაციურ მოთხოვნებთან შესაბამისობა;
- საზოგადოებრივი ან პოლიტიკის გავლენის პოტენციალი.
პროექტი ჩაითვლება შეფასების ზღვარის გადალახულად, თუ ის დააგროვებს არანაკლებ 52 ქულას 75-დან (საშუალო 3.5 ქულა შეფასების თითოეულ კრიტერიუმში).
უნივერსიტეტი, საგრანტო კომისიის შეფასების საფუძველზე, იღებს გადაწყვეტილებას იმ პროექტ(ებ)ის დაფინანსებაზე, რომლებმაც დაიმსახურეს კომისიის დადებითი შეფასება (გადალახეს დადებითი შეფასების ზღვარი) და რომელთა განხორციელება შესაძლებელია მიმდინარე საგრანტო ბიუჯეტის ფარგლებში.
სამეცნიერო პუბლიკაციის დაფინანსება
სამეცნიერო პუბლიკაციის დაფინანსება გულისხმობს უნივერსიტეტის აფილირებული პერსონალის მიერ მომზადებული სამეცნიერო პუბლიკაციის (სტატიის) დაფინანსებას საერთაშორისო რეცენზირებად სამეცნიერო ჟურნალებში.
უნივერსიტეტის მხრიდან ფინანსდება:
- Q1 დონის ჟურნალში გამოქვეყნებული სტატია [Open Access] (სრულად);
- Q2 დონის ჟურნალში გამოქვეყნებული სტატია [Open Access] (არანაკლებ 75%);
- სხვა რეფერირებად ჟურნალში გამოქვეყნებული სტატია [Open Access] (არანაკლებ 50%-ით).
სხვადასხვა საგანმანათლებლო დაწესებულებასთან აფილირებული ავტორების მიერ სტატიის წარდგენის შემთხვევაში, ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული დაფინანსების ოდენობა იყოფა აფილირებულ დაწესებულებათა რაოდენობაზე.
სამეცნიერო პუბლიკაციის დაფინანსების მოთხოვნის ფორმა
კვლევითი საქმიანობის მხარდაჭერა
<::after>