საერთაშორისო პროექტები
ერაზმუს+ საერთაშორისო კრედიტ მობილობა
საერთაშორისო კრედიტ მობილობა (ICM) წარმოადგენს ევროკავშირის Erasmus+ პროგრამის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიმართულებას, რომელიც მიზნად ისახავს პარტნიორ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის სტუდენტების, აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალის საერთაშორისო მობილობის ხელშეწყობას.
ბაუ საერთაშორისო უნივერსიტეტი (ბათუმი) ერაზმუს+ პროგრამის ფარგლებში თანამშრომლობს ევროპის წამყვან უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებთან და უზრუნველყოფს ინტერნაციონალიზაციის პროცესებსა და ინსტიტუციური კავშირების გაძლიერებას.