საერთაშორისო პროექტები
ერაზმუს+ თანამშრომლობა - ფლორენციის უნივერსიტეტი
ერაზმუს+ თანამშრომლობა - ფლორენციის უნივერსიტეტი
Erasmus+ საერთაშორისო კრედიტ მობილობის შეთანხმების ფარგლებში ბაუ საერთაშორისო უნივერსიტეტის (ბათუმი) სტუდენტებსა და პერსონალს შესაძლებლობა აქვთ მონაწილეობა მიიღონ საერთაშორისო გაცვლით პროგრამებში, რომლებიც ხორციელდება ფლორენციის უნივერისტეტში.
ფლორენციის უნივერსიტეტი წარმოადგენს იტალიის ერთ-ერთ უძველეს და წამყვან სახელმწიფო უნივერსიტეტს, რომელიც გამოირჩევა აკადემიური ტრადიციებით, კვლევითი საქმიანობის მაღალი ხარისხითა და საერთაშორისო სამეცნიერო თანამშრომლობის ფართო ქსელით. უნივერსიტეტის პრიორიტეტული მიმართულებები მოიცავს მედიცინას, ბიომედიცინას, ჯანდაცვის მეცნიერებებსა და შესაბამის კვლევით სფეროებს. აღნიშნული თანამშრომლობა აძლიერებს ბაუ საერთაშორისო უნივერსიტეტის (ბათუმი) საერთაშორისო კავშირებს და ქმნის შესაძლებლობებს ცოდნის გაცვლის, ერთობლივი აკადემიური ინიციატივებისა და გრძელვადიანი პარტნიორობის განვითარებისათვის.