რეგისტრაცია
image

საერთაშორისო ურთიერთოებები

საერთაშორისო პროექტები

ერაზმუს+ თანამშრომლობა - რომის საპიენცას უნივერსიტეტი

ერაზმუს+ თანამშრომლობა - რომის საპიენცას უნივერსიტეტი

ბაუ საერთაშორისო უნივერსიტეტი (ბათუმი) Erasmus+ საერთაშორისო კრედიტ მობილობის პროგრამის ფარგლებში აქტიურად თანამშრომლობს რომის საპიენცას უნივერსიტეტთან, თანამშრომლობა მოიცავს სტუდენტების, ადმინისტრაციული და აკადემიური პერსონალის საერთაშორისო სასწავლო და კვლევით გარემოში პროფესიული განვითარების შესაძლებლობას.

რომის საპიენცას უნივერსიტეტი ევროპის ერთ-ერთი უდიდესი და მსოფლიოში აღიარებული სახელმწიფო უნივერსიტეტია, რომელიც 1303 წელს დაარსდა. უნივერსიტეტი გამოირჩევა მრავალსაუკუნოვანი აკადემიური ტრადიციებით, მაღალი კვლევითი პოტენციალით და ინოვაციური საგანმანათლებლო მიდგომებითა. მედიცინის, ბიომედიცინისა და ჯანმრთელობის მეცნიერებების მიმართულებებით უნივერსიტეტს მნიშვნელოვანი პოზიცია უკავია როგორც ევროპულ, ისე გლობალურ აკადემიურ სივრცეში. აღნიშნული პარტნიორობა აძლიერებს ბაუ საერთაშორისო უნივერსიტეტის (ბათუმი) ინტერნაციონალიზაციის პროცესს და ორმხრივ სტრატეგიულ კავშირებს.