რეგისტრაცია
image

ჯეოანესთეზი 2024

უკან დაბრუნება

ჯეოანესთეზი 2024

ჯეოანესთეზი 2024
ბაუ ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტები დაესწრნენ და აქტიურად მონაწილეობდნენ ჯეოანესთეზია 2024 კონფერენციაში, რომელიც 4-5 ოქტომბერს გაიმართა, ბათუმში, სასტუმრო "Sheraton Batumi Hotel"-ში. ღონისძიება ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგებისა და გადაუდებელი მედიცინის (Emergency) სპეციალისტების საერთაშორისო შეხვედრას წარმოადგენდა, რომელშიც ასევე მონაწილეობდნენ მედდები.
 
კონფერენციის ფარგლებში განხილული იყო ანესთეზიოლოგია-რეანიმატოლოგიის აქტუალური საკითხები, ტკივილის მართვის დანერგვა საქართველოში, ზოგადი საკითხები ანესთეზიოლოგია-ინტენსიურ თერაპიასა და გადაუდებელ მდგომარეობათა მედიცინაში, რადიოლოგიური დიაგნოსტიკის როლი ანესთეზიოლოგიასა და რეანიმატოლოგიაში. ორი სამუშაო დღის განმავლობაში მონაწილეები ჩაერთვნენ ვორქშოფებსა და დისკუსიებში.
 
ბაუ ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტის გუნდი მომავალ პროფესიულ საქმიანობაში წარმატებებს უსურვებს მათ.