რეგისტრაცია
image

საერთაშორისო ღონისძიება - SESAM 2026 Annual Meeting

უკან დაბრუნება
17ივნისი

საერთაშორისო ღონისძიება - SESAM 2026 Annual Meeting

აღწერა

ბაუ ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტის კლინიკური უნარებისა და OSCE ცენტრის ხელმძღვანელი, ასისტენტ-პროფესორი ნინო კასრაძე, მონაწილეობას იღებს ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ საერთაშორისო ღონისძიებაში - SESAM 2026 Annual Meeting, რომელიც 17-19 ივნისს, საფრანგეთის ქალაქ ლიონში იმართება. კონგრესი აერთიანებს სამედიცინო განათლების, კლინიკური სიმულაციის, შეფასებისა და ჯანდაცვის სფეროს პროფესიონალებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან, რათა განიხილონ სიმულაციაზე დაფუძნებული სწავლების თანამედროვე ტენდენციები, ასევე ინოვაციური საგანმანათლებლო მიდგომები.

პროგრამა მოიცავს პლენარულ სესიებს, სამეცნიერო პრეზენტაციებს, ვორქშოფებსა და დისკუსიებს ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორებიცაა სამედიცინო განათლების ხარისხის გაუმჯობესება, სტუდენტთა კლინიკური კომპეტენციების შეფასება, პაციენტის უსაფრთხოება, ახალი ტექნოლოგიების ინტეგრაცია და ხელოვნური ინტელექტის გამოყენება ჯანდაცვაში. საერთაშორისო პროფესიულ ფორუმებში მონაწილეობა უნივერსიტეტს შესაძლებლობას აძლევს მუდმივად განავითაროს სწავლებისა და შეფასების პრაქტიკა და უზრუნველყოს სამედიცინო განათლების მაღალი ხარისხი საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად.


სხვა ღონისძიებები

15ივნისი

სისხლის დონაციის საერთაშორისო დღე

13 ივნისს, სისხლის დონაციის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად, ბაუ ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტში წარმატებით გაიმართა სისხლის დონაციის კამპანია, რომელიც განხორციელდა საქართველოს წითელ ჯვართან და სისხლის ბანკთან თანამშრომლობის ფარგლებში.
9ივნისი

სპორტული ლიგა 2026

ბაუ ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტში „სპორტული ლიგა 2026“ წარმატებით დასრულდა. „სპორტული ლიგა 2026“ მიზნად ისახავდა სტუდენტებში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას, სპორტული კულტურის განვითარებასა და უნივერსიტეტის მრავალფეროვანი საერთაშორისო საზოგადოების კიდევ უფრო მეტად გაერთიანებას.