რეგისტრაცია
image

მედიცინის ერთსაფეხურიანი პროგრამა

სტომატოლოგიის ერთსაფეხურიანი პროგრამა

პროგრამის კატალოგი Program Catalog
DMD

შესავალი

ბაუ საერთაშორისო უნივერსიტეტის (ბათუმი) ერთსაფეხურიანი დიპლომამდელი საგანმანათლებლო პროგრამა „სტომატოლოგია“ გამომდინარეობს სტომატოლოგიური განათლების ევროპული ასოციაციის ADEE (Association for Dental Education in Europe) დარგის მახასიათებელიდან „Graduating European Dentist“ და ითვალისწინებს უმაღლესი სტომატოლოგიური განათლების ეროვნული სექტორის და შრომის ბაზრის კონტექსტს. პროგრამის შექმნისას გათვალისწინებულია გაერთიანებული სამეფოს Queen Mary University-ის სტომატოლოგიური სკოლისა და თურქეთის სტამბულის ბაჰჩეშეჰირის უნივერსიტეტის სტომატოლოგიური ფაკულტეტის გამოცდილება.

პროგრამის სწავლის შედეგების ჩარჩო წარმოადგენს ADEE-ის დარგობრივი სტანდარტებისა და აქტუალური კომპეტენციების ადაპტირებას ქართულ საგანმანათლებლო სივრცეში, კვალიფიკაციათა ეროვნული ჩარჩოს გათვალისწინებით.

პირის ღრუს ჯანმრთელობა გავლენას ახდენს ადამიანის ფიზიკურ ჯანმრთელობასა და ფსიქო-სოციალურ მდგომარეობაზე. სტომატოლოგია სწრაფად განვითარებადი დარგია — პერიოქირურგია, ციფრული სტომატოლოგია, იმპლანტაცია ციფრული შაბლონებით და სხვა.

სტომატოლოგიურ მომსახურებაზე მოთხოვნის ზრდამ გაზარდა მოთხოვნილება კვალიფიციურ კადრებზე. უნივერსიტეტი მიზნად ისახავს ჯანდაცვის სფეროს განვითარებას საერთაშორისო პრაქტიკაზე დაყრდნობით — კონკურენტუნარიანი კურსდამთავრებულების მომზადებით დენტალური მედიცინის მიმართულებით.

პროგრამის ხელმძღვანელი — ირაკლი ჩაჩუა

პროგრამის მიმოხილვა

პროგრამის სახელისტომატოლოგია
კვალიფიკაციადიპლომირებული სტომატოლოგი / Doctor of Dental Medicine (DMD)
საგანმანათლებლო ერთეულიმედიცინისა და ჯანმრთელობის მეცნიერებათა სკოლა
მიმართულება09 ჯანდაცვა, სოციალური კეთილდღეობა · 0911 დენტალური მედიცინა · კოდი 0911.1.1
პროგრამის დონეერთსაფეხურიანი უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამა · ევროპული კვალიფიკაციების ჩარჩოს VII დონე
სწავლების ენაინგლისური
ხანგრძლივობა / მოცულობა5 აკადემიური წელი · 300 ECTS · 9000 აკადემიური საათი
აღიარებაავტორიზებულია ეროვნული ცენტრის უმაღლესი ავტორიზაციის საბჭოს 2021 წლის 8 ივლისის N689586 გადაწყვეტილების საფუძველზე

პროგრამის მისია

სწავლების ინოვაციურ მიდგომებსა და ტექნოლოგიებზე დაფუძნებული განათლების განხორციელება სტომატოლოგიურ სწავლებაში — საერთაშორისო საგანმანათლებლო და შრომის ბაზარზე კონკურენტუნარიანი კურსდამთავრებულის მომზადების მიზნით.

პროგრამის მიზნები და ამოცანები

პროგრამის მიზანია მოამზადოს მაღალკვალიფიციური, სტომატოლოგიური განათლების საერთაშორისო სტანდარტის შესაბამისი კომპეტენციის სტომატოლოგი — ფუნდამენტური თეორიული და მტკიცებულებებზე დამყარებული სამეცნიერო ცოდნით, ინოვაციურ-ტექნოლოგიური ხედვებითა და პრაქტიკოსი სტომატოლოგისთვის აუცილებელი კლინიკური უნარებით.

პროგრამის ამოცანაა სტომატოლოგიური გუნდის აქტიური წევრისა და ლიდერის მომზადება; ექიმ-სტომატოლოგის როლის გაცნობიერება საზოგადოებრივი ჯანდაცვის სისტემაში; პირის ღრუს დაავადებების პროფილაქტიკა, დიაგნოსტიკა და მკურნალობა თანამედროვე გაიდლაინებით; პროფესიული და ეთიკური ღირებულებები, კვლევითი კომპეტენცია და უწყვეტი სწავლისადმი სწრაფვა.

აკადემიური დატვირთვა

სულ კრედიტი

300ECTS

5 აკადემიური წელი · 9000 საათი

საკონტაქტო

4 797სთ

სავალდებულო კურსებიდან

დამოუკიდებელი მუშაობა

3 813სთ

არჩევითი — 390 საათი

სიმულაცია და კლინიკა

1 129სთ

საშუალო დღიური დატვირთვა 6–7 სთ

პროგრამის სტრუქტურა წლების მიხედვით

ბიოსამედიცინო კომპონენტი

პირველი წლის მოდულები MED1001–MED1008 ორგანოთა სისტემების მიხედვით აერთიანებს ბიო-სამედიცინო დისციპლინებს; ვერტიკალურად ინტეგრირებულია კლინიკური საკითხები PBL/CBL მეთოდებით.

YEAR II · სტომატოლოგიური საფუძვლები

პირის ღრუს და ყბა-სახის ანატომია და ფიზიოლოგია; ანესთეზია, ქირურგიული ინსტრუმენტები, თერაპიული მკურნალობის მეთოდები და მასალები.

YEAR III · ძირითადი დაავადებები

კარიესოლოგია, პირის ღრუსა და ყბა-სახის ანთებითი დაავადებები, ენდოდონტია, ბავშვთა სტომატოლოგიის საფუძვლები, პროთეზირების შესავალი; სიმულაცია ფანტომებზე.

YEAR IV · კომპლექსური პათოლოგიები

საფეთქელქვედა სახსრის პათოლოგია, ტრავმატოლოგია, თანკბილვის ანომალიები, დანაკლისი კბილების აღდგენა — თერაპიული, ქირურგიული, ორთოდონტიული და ორთოპედიული მკურნალობა.

YEAR V · რთული მკურნალობა და პრაქტიკა

ლორწოვანი გარსის დაავადებები, ონკოლოგია, იმპლანტაცია, პროთეზირება, ორთოდონტია, კლინიკური ფარმაკოლოგია; კლინიკური პრაქტიკა (8 ECTS) და სამეცნიერო პროექტი (10 ECTS).

კომუნიკაცია · სიმულაცია · კვლევა

კომუნიკაციისა და ეთიკის კურსები ვერტიკალურად; 1129 საათი TSE/TCE; კვლევითი კომპონენტი 21 ECTS. პორტფოლიო მოიცავს კურიკულუმგარეშე აქტივობას, ქეისის წარდგენას და თვითშეფასებას.

სწავლის შედეგები

პროგრამის სწავლის შედეგები შეესაბამება ADEE-ის დარგობრივ კომპეტენციებს და ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოს მოთხოვნებს დიპლომირებული სტომატოლოგისთვის:

პროფესიონალიზმი

ეთიკა — ჯანმრთელობის დაცვა როგორც პროფესიული პრივილეგია; ეთიკური პრინციპები კლინიკასა და კვლევაში; აკადემიური პატიოსნება.
ლიდერობა და კომუნიკაცია — გუნდის ხელმძღვანელობა, ცვლილებების მართვა; ვერბალური/წერილობითი კომუნიკაცია ქართულ და ინგლისურ ენაზე.
რეგულირება და ანგარიშვალდებულება — ჯანდაცვის საკანონმდებლო მოთხოვნები, ინფორმირებული თანხმობა, ინფექციების კონტროლი.
კრიტიკული თვითშეფასება — საკუთარი შესაძლებლობების ზღვარი; რჩევის მოთხოვნა; პასუხისმგებლობა ქმედებებზე.

უსაფრთხო და ეფექტური კლინიკური პრაქტიკა

ორგანიზმის ბიოლოგიური პროცესების გაცნობიერება; პირის ღრუს ჯანმრთელობის ბიო-სამედიცინო საფუძვლები; ინფექციის კონტროლი და რადიაციული უსაფრთხოება; გადაუდებელი შემთხვევების მართვა.

პაციენტზე ორიენტირებული მოვლა

ქცევის მართვა და რისკ-ფაქტორების ანალიზი; დიფერენციული დიაგნოსტიკა; რესტავრაციები, ანესთეზია, ექსტრაქცია, იმპლანტაცია; პროფილაქტიკა და მინიმალურად ინვაზიური პროცედურები.

სტომატოლოგია და საზოგადოება

დემოგრაფია და ჯანმრთელობის ტენდენციები; პირის ღრუს ჯანმრთელობის როლი პირველად ჯანდაცვაში; საზოგადოებრივი ჯანმრთელობის პოლიტიკის შეფასება.

ზოგადი კომპეტენციები

ანალიზი და სინთეზი · ინფორმაციის მართვა · პრობლემის გადაწყვეტა და კრიტიკული აზროვნება · დამოუკიდებელი მუშაობა · ცოდნის უწყვეტი განახლება · ახალ სიტუაციებთან ადაპტაცია.

სასწავლო გეგმა

კოდიკურსის დასახელებაECTSწინაპირობაI სემII სემ
MEDC1003კომუნიკაციის უნარები და აკადემიური წერა I44
MED1001უჯრედის მოლეკულური საფუძვლები55
MED1003უჯრედი, ქსოვილი და ორგანოთა სისტემა55
MED1005ძვალ-კუნთოვანი სისტემა77
MED1007გულსისხლძარღვთა და სასუნთქი სისტემები77
MED1011ფილოსოფია და ეთიკა მედიცინაში I22
MEDC1004კომუნიკაციის უნარები და აკადემიური წერა II44
MED1002საჭმლის მომნელებელი სისტემა და მეტაბოლიზმი66
MED1004შარდ-სასქესო სისტემა66
MED1006ნერვული სისტემა66
MED1008გრძნობათა ორგანოები და ენდოკრინული სისტემა66
MED1012ფილოსოფია და ეთიკა მედიცინაში II22
კოდიკურსის დასახელებაECTSწინაპირობაI სემII სემ
DEN2001დაავადებების ბიოლოგიური საფუძვლები I6MED1001–10086
DEN2003დაავადებების ბიოლოგიური საფუძვლები II6MED1001–10086
DEN2005თავისა და კისრის ქირურგიული ანატომია3MED1001–10083
MED2007კარგი სამედიცინო პრაქტიკის საფუძვლები55
GEO2009*ქართული ენა I / არჩევითი უცხო ენა I66
DEN2002პირის ღრუს ანატომია და თანკბილვა (პრეკლინიკური ოდონტოლოგია)4MED1005–10084
DEN2004სტომატოლოგიურ დაავადებათა პროფილაქტიკა3DEN20053
DEN2006თერაპიული სტომატოლოგია 1 (პროპედევტიკა 1)4DEN20024
DEN2008ქირურგიული სტომატოლოგია4DEN20054
NMED2014შესავალი სოციოლოგიასა და ფსიქოლოგიაში22
MED5019სამეცნიერო-კვლევითი უნარები33
NDEN2010ქცევათმეცნიერებები, ჯანმრთელობითი განათლება და ცხოვრების ჯანსაღი წესის პროპაგანდა44
GEO2010*ქართული ენა / არჩევითი უცხო ენა II6GEO20096
კოდიკურსის დასახელებაECTSწინაპირობაI სემII სემ
DEN3001კლინიკური სამედიცინო მეცნიერებები სტომატოლოგიაში-I4DEN2001; DEN20034
DEN3011კლინიკური სამედიცინო მეცნიერებები სტომატოლოგიაში-II4DEN2001; DEN20034
DEN3003თერაპიული სტომატოლოგია 2 (კარიესოლოგია)4DEN20064
GEO3011*ქართული ენა / არჩევითი საგანი5GEO20105
NMED3005*ჯანდაცვის სამართლებრივი ასპექტები22
MED3007კვლევის მეთოდოლოგია და ბიოსტატისტიკა2MED50192
MED3009ეპიდემიოლოგია და პროფილაქტიკური მედიცინა22
DEN3007ქირურგიული სტომატოლოგია 2 (პირის ღრუს მედიცინა)5DEN20085
DEN3002კლინიკური სამედიცინო მეცნიერებები სტომატოლოგიაში-III4DEN20034
DEN3004თერაპიული სტომატოლოგია 3 (ენდოდონტიის პროპედევტიკა)5DEN30035
DEN3006ბავშვთა ასაკის სტომატოლოგია-I (კარიესოლოგია-ენდოდონტია)5DEN30035
DEN3008ორთოპედიული სტომატოლოგია-I (პროპედევტიკა)4DEN20024
DEN3010კომუნიკაცია და გუნდური მუშაობა სტომატოლოგიურ კაბინეტში2MEDC1003; NMED20142
GEO3016ქართული ენა IV / არჩევითი საგანი5GEO30115
კოდიკურსის დასახელებაECTSწინაპირობაI სემII სემ
DEN4001ორთოპედიული სტომატოლოგია 2 (მოუხსნელი კონსტრუქციები)4DEN30084
DEN4003კლინიკური სამედიცინო მეცნიერებები სტომატოლოგიაში-IV4MED10064
DEN4005თერაპიული სტომატოლოგია 4 — პრეკლინიკური ენდოდონტია7DEN30047
DEN4007ქირურგიული სტომატოლოგია 34DEN30074
DEN4009ბავშვთა ასაკის სტომატოლოგია 2 (პირის ღრუს ლორწოვანის დაავადებები და ინფექციები)6DEN30066
DEN4011ორთოდონტია და ყბაკბილთა ორთოპედია 1 (პროპედევტიკა)3DEN20023
DEN4013მტკიცებულებაზე დაფუძნებული სტომატოლოგია2MED30072
DEN4002კლინიკური სამედიცინო მეცნიერებები სტომატოლოგიაში-V5DEN2001, DEN20035
DEN4004ორთოპედიული სტომატოლოგია 3 (მოუხსნელი კონსტრუქციები)5DEN40015
DEN4006ორთოდონტია და ყბაკბილთა ორთოპედია II (დიაგნოსტირება და ორთოდონტიული აპარატები)5DEN40115
DEN4008თერაპიული სტომატოლოგია 5 (პაროდონტოლოგიის პროპედევტიკა)4DEN40054
DEN4010საზოგადოებრივი ჯანმრთელობა სტომატოლოგიაში4NDEN20104
DEN4012გერიატრიული სტომატოლოგია3DEN2005; DEN20023
კოდიკურსის დასახელებაECTSწინაპირობაI სემII სემ
DEN5001თერაპიული სტომატოლოგია VI (კლინიკური პაროდონტოლოგია)4DEN40104
DEN5003ორთოდონტია და ყბაკბილთა ორთოპედია III (ქალა-სახის ანომალიები)4DEN40064
DEN5005ყბასახის ონკოლოგია და პროთეზირება4DEN40074
DEN5007ორთოპედიული სტომატოლოგია IV (მოსახსნელი კონსტრუქციები)4DEN40044
DEN5009სასამართლო მედიცინის საფუძვლები3DEN3001, DEN3002, DEN30113
DEN5011ქირურგიული სტომატოლოგია IV (პერიოქირურგია)4DEN40074
DEN5013სტომატოლოგიური კაბინეტის მართვის საფუძვლები2DEN30102
DEN5015კლინიკური ფარმაკოლოგია სტომატოლოგიაში3DEN2001–20033
DEN5002თერაპიული სტომატოლოგია VII (პირიღრუს ლორწოვანი გარსის ინფექციები და დაავადებები)4DEN50014
DEN5004ბავშვთა ასაკის პირის ღრუს და ყბასახის ქირურგია3DEN50113
DEN5006ორთოდონტია და ყბაკბილთა ორთოპედია V (მოზრდილთა ორთოდონტია)4DEN50034
DEN5008პირის ღრუს იმპლანტოლოგია3DEN50113
DEN5010სტომატოლოგიური სამეცნიერო პროექტი10DEN401310
DEN5012კლინიკური პრაქტიკა8DEN5001; DEN5007; DEN5011; DEN50138

სწავლება-სწავლის მეთოდები

პროგრამა აერთიანებს თეორიულ და პრაქტიკულ სწავლებას ლაბორატორიულ, სიმულაციურ და კლინიკურ გარემოში. ძირითადი მეთოდები:

ლექცია და სემინარი — დიდაქტიკური ან ინტერაქტიული; დისკუსია, ანალიზი, სინთეზი.
პრეზენტაცია — ინდივიდუალური ან ჯგუფური; ინტერდისციპლინურ მოდულებში ინტეგრირებული.
PBL — 7–10 სტუდენტი ფასილიტატორთან; გუნდური მუშაობა, დამოუკიდებელი სწავლა, კლინიკური ინტეგრაცია.
CBL / CBD — მტკიცებულებებზე დაფუძნებული კლინიკური ქეისები; დიაგნოზი და მკურნალობის გეგმა.
ლაბორატორიული მუშაობა — მიკროსკოპი, ექსპერიმენტი, ანატომიური კვეთა.
TSE — მანეკენები, ფანტომები, სიმულატორები, როლური თამაში.
TCE — კლინიკური ვიზიტები და როტაციები; V წელს ინტენსიური კლინიკური პრაქტიკა.

შეფასების სისტემა

გამოიყენება განმავითარებელი და შემაჯამებელი შეფასება. პრაქტიკული შეფასების მეთოდები: ფანტომებზე მანიპულაციები, DOPS, Mini-CEX, OSCE (≥10 სადგური), OSPE.

ქულების განაწილება (0–100): ყოველკვირეული აქტივობები 0–40 · შუალედური/ბლოკური გამოცდა 0–20 · დასკვნითი გამოცდა 0–40. კრედიტი გაიცემა ≥51 ქულის დაგროვებისას და კურსის ზღვარის გადალახვისას.

შეფასებაქულააღწერა
A91–100ფრიადი
B81–90ძალიან კარგი
C71–80კარგი
D61–70საშუალო
E51–60დამაკმაყოფილებელი
Fx41–50ვერ ჩააბარა — გამოცდის გადაბარების უფლება
F0–40ჩაიჭრა — კურსი/ბლოკი ახლიდან

სასწავლო სივრცე

ბაუ საერთაშორისო უნივერსიტეტი (ბათუმი) ფუნქციონირებს ახალ შენობაში — აუდიტორიები, კომპიუტერული კლასები, 9 სასწავლო და 1 კვლევითი ლაბორატორია, ბიბლიოთეკა და პარტნიორ კლინიკებთან პარტნიორობა.

ლაბორატორიები და სიმულაცია: მიკრობიოლოგია და იმუნოლოგია; ფარმაკოგენეტიკა და PCR; ციტოლოგია/ჰისტოლოგია/ფიზიოლოგია; ბიოქიმია და მოლეკულური ბიოლოგია; კლინიკური და პროფესიული სტომატოლოგიური უნარების ლაბორატორია (30 ფანტომი); სტომატოლოგიური პროთეზების ტექნიკური ლაბორატორია; სტომატოლოგიური კლინიკის სიმულაციური ლაბორატორია; ანატომია და PBL/CBL; OSCE ცენტრი; ანატომიური კვეთის ლაბორატორია.

საუნივერსიტეტო სტომატოლოგიური კლინიკა: 4 თანამედროვე სტომატოლოგიური დანადგარი, დენტალური რენტგენი, სტერილიზაციის სტანდარტები; კლინიკური პრაქტიკა ასევე აფილირებულ საბაზო კლინიკებში.