რეგისტრაცია
image

მედიცინის ერთსაფეხურიანი პროგრამა

განათლების ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამა

პროგრამის კატალოგი Program Catalog
MA

შესავალი

მოგესალმებით განათლების ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამის აკადემიური გუნდის სახელით. სიამაყით წარმოგიდგენთ პროგრამას, რომელიც შექმნილია ამჟამინდელი და მომავალი საგანმანათლებლო ლიდერებისთვის, რომლებიც ცდილობენ განათლების მომავლის ტრანსფორმაციას ეფექტური ლიდერობის, მტკიცებულებებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მიღების, ინოვაციებისა და ეთიკური პასუხისმგებლობის გზით.

ჩვენ გვჯერა, რომ განათლების ადმინისტრირება სცილდება ინსტიტუციური მენეჯმენტის ფარგლებს — ის მოიცავს განათლების, როგორც საზოგადოებრივი სიკეთის, სოციალური და ეკონომიკური განვითარების მამოძრავებელი ძალის გააზრებას. ჩვენი ინტერდისციპლინარული სასწავლო გეგმა აერთიანებს საგანმანათლებლო პოლიტიკას, ლიდერობას, მენეჯმენტს, ხარისხის უზრუნველყოფას, კვლევასა და ახალ ტექნოლოგიებს, მათ შორის ხელოვნურ ინტელექტს.

პროგრამა შემუშავებულია განათლების სექტორის მზარდი საჭიროებების საპასუხოდ რეგიონულ, ეროვნულ და საერთაშორისო დონეზე. თეორიის, პრაქტიკული გამოცდილებისა და კვლევის ინტეგრაციის გზით, სტუდენტები ავითარებენ კომპეტენციებს, რომლებიც საჭიროა საგანმანათლებლო დაწესებულებების ხელმძღვანელობისთვის, პოლიტიკის შემუშავებისა და შეფასებისთვის.

თუ თქვენი მიზანია სკოლებში, უნივერსიტეტებში, პროფესიულ კოლეჯში, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებაში, საგანმანათლებლო ორგანიზაციებში თუ პოლიტიკის შემმუშავებელ ორგანოებში წარმატება, განათლების ადმინისტრირების პროგრამა მოგაწვდით ცოდნას, უნარებსა და პროფესიულ აზროვნებას, რაც აუცილებელია იმისათვის, რომ გახდეთ ტრანსფორმაციული საგანმანათლებლო ლიდერი.

პროგრამის მიმოხილვა

პროგრამის სახელიგანათლების ადმინისტრირება
კვალიფიკაციაგანათლების ადმინისტრირების მაგისტრი (I ნაწილი, 1-წლიანი) · განათლების ადმინისტრირების კვლევის მაგისტრი (I და II ნაწილი, 2-წლიანი)
საგანმანათლებლო ერთეულისამაგისტრო და პროფესიული განვითარების სკოლა
სფერო01 განათლება · 018 ინტერდისციპლინარული · 0188.2.1 განათლების ადმინისტრირება
პროგრამის დონემაგისტრი / კვლევის მაგისტრი · ევროპული კვალიფიკაციების ჩარჩოს VII დონე
სწავლების ენაქართული (ნაწილი კომპონენტები ისწავლება ინგლისურად)
ხანგრძლივობა / მოცულობაI ნაწილი — 1 წელი, 60 ECTS · I+II ნაწილი — 2 წელი, 120 ECTS
აღიარებააკრედიტებულია საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საბჭოს 2025 წლის 10 ნოემბრის N1155817 გადაწყვეტილებით, კლასტერის ვადით (2032 წლამდე)
პროგრამის დევიზიSAPIENTIA ET DUCTUS

პროგრამის მისია

ცოდნის ტრანსფერის, უნარების შეძენისა და ღირებულებათა განვითარების გარემოს შექმნა ინდივიდის საგანმანათლებლო ლიდერად ტრანსფორმაციისთვის.

პროგრამის მიზნები და შედეგები

პროგრამის მიზნები და შედეგები განსხვავდება ერთწლიანი სამაგისტრო და ორწლიანი კვლევითი სამაგისტრო ნაწილებისთვის.

სამაგისტრო პროგრამა (I ნაწილი)

განათლების ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამა მიზნად ისახავს მაღალი კვალიფიკაციის მქონე პროფესიონალების განვითარებას, რომლებსაც შეუძლიათ მართონ საგანმანათლებლო ინსტიტუციები სხვადასხვა დონეზე. თანამედროვე ლიდერობის თეორიების პრაქტიკულ აპლიკაციებთან ინტეგრაციით, სტუდენტები ისწავლიან ორგანიზაციულ გამოწვევებზე რეაგირებას, პოზიტიური ინსტიტუციური კულტურის განვითარებასა და მდგრადი განვითარების სტრატეგიების განხორციელებას.

ამოცანები:

  • ანალიტიკური და ლიდერული კომპეტენციები — საგანმანათლებლო პოლიტიკის, მართვის სტრუქტურებისა და ადმინისტრაციული პროცესების კრიტიკული ანალიზი.
  • სტრატეგიული აზროვნება და გადაწყვეტილების მიღება პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სამართლებრივ ჩარჩოებზე დაყრდნობით.
  • საგანმანათლებლო ლიდერობის, მართვისა და ადმინისტრირების უნარები.
  • ტექნოლოგიების ინტეგრაცია — AI და ციფრული ტრანსფორმაციის ინიციატივების წარმართვა.
  • ეთიკური პასუხისმგებლობა და დემოკრატიული ღირებულებები.

კვლევითი სამაგისტრო პროგრამა (II ნაწილი)

სამაგისტრო პროგრამის II ნაწილის — კვლევითი სამაგისტრო პროგრამის — აქცენტია კვლევისა და მტკიცებულებების საფუძველზე გადაწყვეტილების მიღების უნარების განვითარება, რაც მოამზადებს კურსდამთავრებულებს კრიტიკულად შეაფასონ და გააუმჯობესონ საგანმანათლებლო პოლიტიკა, კურიკულუმები და მართვის სისტემები.

ამოცანები:

  • ეროვნული და საერთაშორისო სამეცნიერო წყაროებისა და მონაცემების კრიტიკული ანალიზი.
  • მტკიცებულებებზე დაფუძნებული გადაწყვეტილების მიღება; თვისებრივი და რაოდენობრივი კვლევის კომპეტენციები.
  • ადვოკატირებისა და შეფასების კულტურის განვითარება.
  • ეთიკური პასუხისმგებლობა კვლევის პრაქტიკაში; AI-ის რაციონალური გამოყენება.

კონცეფცია

პროგრამის ხედვა ეფუძნება განმახორციელებელი გუნდის ეროვნულ და საერთაშორისო აკადემიურ და პროფესიულ გამოცდილებას, სფეროს გამოწვევებს, სხვა საგანმანათლებლო სუბიექტთა გამოცდილებასა და სექტორულ საჭიროებებს.

ეფექტური განათლების ადმინისტრირება ითხოვს არა მხოლოდ ორგანიზაციულ ლიდერობას, არამედ საგანმანათლებლო პროცესის დიზაინის, კურიკულუმის, შეფასებისა და სწავლა-სწავლების მართვის ცოდნას.

კონცეფცია ეხმაურება უმაღლესი, ზოგადი, პროფესიული, სკოლამდელი და არაფორმალური განათლების რეფორმებს; საერთაშორისო საგანმანათლებლო კავშირებს; ხარისხის უზრუნველყოფის მოლოდინებს და თანამედროვე ტექნოლოგიების ინტეგრაციის შესაძლებლობებს.

პროგრამის ხედვა

პროგრამა ახდენს პედაგოგიკის, ფსიქოლოგიის, დიდაქტიკის, ეკონომიკის, მართვის, ლიდერობის, კომუნიკაციებისა და ტექნოლოგიების სინერგიას. საკუთარი კატალოგით პროგრამა განათლებას განიხილავს როგორც:

  • რეგულირებადი სტრუქტურა — ინსტიტუციონალიზებული სისტემები (სკოლამდელი, ზოგადი, პროფესიული, უმაღლესი).
  • პოლიტიკის ინსტრუმენტი — ეკონომიკური, სოციალური და კულტურული განვითარების წარმართვა.
  • ფილოსოფია და კოგნიტური პროცესი — ჰოლისტიკური განვითარება, კრიტიკული აზროვნება.
  • სოციალურ-ეკონომიკური დეტერმინანტი — სტატუსი, დასაქმება, ინკლუზია.
  • ლიდერობისა და მიზნის გარშემო დაკავშირების პროცესი — ცვლილებების მართვა, ინკლუზიური სასწავლო გარემო.
  • ორგანიზაციული ეფექტურობა და ხარისხზე ორიენტირებული ბიზნესმოდელი — ცოდნის მართვა, მდგრადობა.
  • კვლევის სფერო — თვისებრივი, რაოდენობრივი და შერეული მეთოდები.
  • ტექნოლოგიების იმპლემენტაციის არე — AI, Big Data, VR/AR, პერსონალიზებული სწავლება.
  • გლობალური მოვლენა და ეროვნული პრიორიტეტი — SDGs, Erasmus+, საქართველოს რეფორმები.
  • კაცობრიობის უნივერსალური ღირებულება — ადამიანის უფლება და საზოგადოების განვითარების მამოძრავებელი ძალა.

აკადემიური დატვირთვა

I ნაწილი · მაგისტრი

60ECTS

1 აკადემიური წელი · 1800 საათი

II ნაწილი · კვლევითი

60ECTS

დამატებითი 1 წელი · 1800 საათი

სავალდებულო (I ნაწილი)

57ECTS

არჩევითი — 3 ECTS

სავალდებულო (კვლევითი)

38ECTS

არჩევითი — 22 ECTS

პროგრამის სტრუქტურა ბლოკების მიხედვით

განათლების სისტემის ბლოკი

მოიცავს განათლების სისტემების შედარებით ანალიზს, განათლების პოლიტიკას, ეკონომიკურ ზემოქმედებებსა და სამართლებრივ რეგულირებას. ცოდნის გაღრმავება შესაძლებელია გლობალური განათლების, განათლების ფილოსოფიისა და სოციოლოგიის კურსებით.

საგანმანათლებლო პროცესის ადმინისტრირება

მოიცავს ფსიქოლოგიისა და განათლების თეორიას, კურიკულუმის დიზაინს, სწავლებისა და შეფასების მეთოდებს, ხარისხის უზრუნველყოფას. ხაზგასმულია საგანმანათლებლო პროცესის ტექნოლოგიური ტრანსფორმაცია — AI ტექნოლოგიების გამოყენებით.

საგანმანათლებლო ინსტიტუციის ადმინისტრირება

ორგანიზაციული ლიდერობა, მართვის პრაქტიკული ინსტრუმენტები და ინტერკულტურული კომუნიკაცია. პრაქტიკაში — რეალურ პროფესიულ გარემოში ცოდნისა და პრობლემის გადაწყვეტის გამოყენება.

განათლების კვლევის ბლოკი

დარგისთვის დამახასიათებელი კვლევითი მეთოდები და აკადემიური/სამეცნიერო კომუნიკაცია. სრულდება დამოუკიდებელი კვლევითა და სამაგისტრო ნაშრომის შემუშავება-დაცვით.

თეორია · პრაქტიკა · კვლევა · კომუნიკაცია

თეორიული კომპონენტი ორიენტირებულია უახლეს კვლევაზე; პრაქტიკა — სავალდებულო პროექტითა და მინი-პროექტებით; კვლევა მყარდება სამაგისტრო ნაშრომით. კომუნიკაცია (ქართულად და ინგლისურად) და ტრანსფერული უნარები ინტეგრირებულია ყველა კომპონენტში.

სწავლის შედეგები — სამაგისტრო პროგრამა

ცოდნა და გაცნობიერება

1.1. აცნობიერებს განათლების, როგორც საზოგადოებრივი ინსტიტუტის, განვითარების ფაზებს, თანამედროვე კონტექსტსა და სამომავლო გამოწვევებს.
1.2. იცნობს განათლების მართვის სტრუქტურებს საერთაშორისო, სახელმწიფოებრივ თუ საგანმანათლებლო ორგანიზაციის დონეზე.
1.3. სისტემურად აკავშირებს საგანმანათლებლო პროცესის ორგანიზებისა და ადმინისტრირების გამოწვევებს, ICT და AI ტექნოლოგიების მნიშვნელობის გაცნობიერებით.

უნარები

2.1. ავლენს ეფექტურ საგანმანათლებლო ლიდერობას ორგანიზაციაში.
2.2. შეუძლია საგანმანათლებლო პროცესის ადმინისტრირება — ორგანიზება, განხორციელება და მართვა.
2.3. პრაქტიკაში უზრუნველყოფს ICT და AI ტექნოლოგიების დანერგვასა და გამოყენებას.

პასუხისმგებლობა და ავტონომიურობა

3.1. საგანმანათლებლო და ადმინისტრაციული საქმიანობის დაგეგმვაში ითვალისწინებს საკუთარ და სხვის შესაძლებლობებს და ლიმიტებს, ლიდერობას წარმართავს აკადემიური ღირებულებების გაცნობიერებით.

სწავლის შედეგები — კვლევითი სამაგისტრო

ცოდნა და გაცნობიერება

B1.1. ადარებს განათლების, როგორც საზოგადოებრივი ინსტიტუტის, განვითარების გამოწვევებს ადგილობრივ და გლობალურ დონეზე.
B1.3. სისტემურად აკავშირებს საგანმანათლებლო პროცესის ორგანიზებისა და ადმინისტრირების გამოწვევებს განვითარებასა და სწავლების კოგნიტურ პროცესებთან.

უნარები

B2.3. შეუძლია სფეროს შესატყვისი კვლევითი მეთოდოლოგიის გამოყენებით კვლევის დაგეგმვა და ჩატარება, აკადემიური სტანდარტით ნაშრომის მომზადება.

პასუხისმგებლობა და ავტონომიურობა

3.2. აცნობიერებს აკადემიურ ღირებულებებს კვლევის დაგეგმვის, განხორციელების და შედეგების წარდგენის ეტაპებზე, იცავს ეთიკურ პრინციპებს და წარმართავს კვლევას აკადემიური პატიოსნების თანამედროვე სტანდარტებით.

ტრანსფერული უნარები

4.1. კომუნიკაციის უნარი — ვერბალური და წერილობითი კომუნიკაცია ქართულ და ინგლისურ ენაზე, ასევე ენობრივ მოდელებთან (AI) ეფექტური კომუნიკაციის უნარი.

4.2. პრობლემების გადაჭრა — კომპლექსური პრობლემების იდენტიფიცირება, ანალიზი და მტკიცებულებაზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების ფორმულირება.

4.3. ანალიტიკური უნარი — რთული ცნებების, თეორიებისა და მონაცემების ანალიზი, კრიტიკული შეფასება.

4.4. დროის მართვა და პრიორიტეტები — ამოცანების ორგანიზება, დაგეგმვა და სამუშაო დატვირთვის დაბალანსება.

4.5. ორგანიზება და თვითორგანიზება — ამოცანების, რესურსებისა და პასუხისმგებლობების მართვა რთულ გარემოში.

4.6. გუნდური მუშაობა — ეფექტური თანამშრომლობა მრავალფეროვან გუნდურ გარემოში.

4.7. პროექტების მართვა — პროექტების დაგეგმვა, შესრულება, მონიტორინგი და შეფასება ეთიკური სტანდარტების დაცვით.

კურიკულუმი

კოდიკომპონენტიECTSწინაპირობაI სემII სემ
ED1001განათლების სისტემების სტრუქტურა55
ED1003კურიკულუმის დიზაინი და განვითარება55
ED1005სწავლების თანამედროვე მეთოდები66
ED1007განათლება 4.0: AI და ციფრული პლატფორმები44
ED1009საგანმანათლებლო ინსტიტუციის მართვა66
ED1011ლიდერობა განათლებაში44
ED1002განათლების პოლიტიკა5ED10015
ED1004ფინანსები განათლებაში4ED10014
ED1006განათლების რეგულირება4ED10014
ED1008ხარისხის უზრუნველყოფა განათლებაში6ED10036
ED3XXXარჩევითი დისციპლინა33
ED1010სამაგისტრო პროექტი8ED10098