მედიცინის ერთსაფეხურიანი პროგრამა
შესავალი
ბაუ საერთაშორისო უნივერსიტეტის (ბათუმი) უმაღლესი განათლების მეორე საფეხურის დიპლომამდელი სამედიცინო საგანმანათლებლო პროგრამა („მედიცინა’’) შეესაბამება სამედიცინო განათლების მსოფლიო ფედერაციის (WFME) საბაზისო სამედიცინო განათლების ხარისხის გაუმჯობესების გლობალურ სტანდარტს (Basic Medical Education. WFME Global Standards for Quality Improvement. The 2020 Revision) და ითვალისწინებს უმაღლესი სამედიცინო განათლების ეროვნული დარგობრივი მახასიათებლის განახლებულ მოთხოვნებს. ამის გარდა, პროგრამის განახლებისას გათვალისწინებულ იქნა WFME-ის დისტანციური სწავლების სტანდარტი სამედიცინო განათლებში (Standards for distributed and distance learning in medical education. 2021) და თურქეთის კერძოდ, სტამბულის ბაჰჩეშეჰირის უნივერსიტეტის მედიცინის პროგრამა, რომელიც ბაუ საერთაშორისო უნივერსიტეტის (ბათუმი) პარტნიორი დაწესებულებაა.
ბაუ საერთაშორისო უნივერსიტეტის (ბათუმი) დიპლომამდელი სამედიცინო საგანმანათლებლო პროგრამის სწავლის შედეგების რუკა წარმოადგენს გენერალური სამედიცინო საბჭოს (Outcomes for graduates. General Medical Council 2018 (updated 2020)) მიერ შემუშავებული სწავლის შედეგების და აქტუალური კომპეტენციების ადაპტირებას ქართულ საგანმანათლებლო სივრცეში, კვალიფიკაციათა ეროვნული ჩარჩოს, სამედიცინო განათლების ეროვნული დარგობრივი მახასიათებლის განახლებულ მოთხოვნების და ბაჰჩეშეჰირის უნივერსიტეტის სამედიცინო პროგრამის სწავლის შედეგების გათვალისწინებით.
ბაუ საერთაშორისო უნივერსიტეტი (ბათუმი) მიზნად ისახავს ჯანდაცვის სფეროს განვითარებას კარგ საერთაშორისო პრაქტიკაზე დაყრდნობით მსოფლიო მასშტაბით კონკურენტუნარიანი კურსდამთავრებულების მომზადებით მედიცინის მიმართულებით, რაც პირდაპირ შესაბამისობაშია უნივერსიტეტის მისიასთან.
პროგრამის მიმოხილვა
აკადემიური დატვირთვა
საკონტაქტო საათები
6 099სთ
სავალდებულო სასწავლო კურსებიდან
სიმულაციური და კლინიკური გარემო
2 081სთ
საკონტაქტო საათების შემადგენელი
დამოუკიდებელი მუშაობა
3 999სთ
სტუდენტის დამოუკიდებელი სამუშაო
არჩევითი კურსები
120სთ
ელექტიური კომპონენტი
პროგრამის მიზნები და ამოცანები
ავტორიზებულია სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს 2021 წლის 8 ივლისის N689586 გადაწყვეტილების საფუძველზე
აკრედიტებულია სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების აკრედიტაციის საბჭოს 2020 წლის 27 მარტის N58 გადაწყვეტილების საფუძველზე
პროგრამის მიზანია მოამზადოს ეროვნული და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი მაღალკვალიფიციური ექიმი ღრმა თეორიული და მტკიცებულებაზე დამყარებული სამეცნიერო ცოდნით, კლინიკური უნარებით, ინოვაციურ-ტექნოლოგიური ხედვით და ლიბერალური ღირებულებებით. გარდა ამისა, პროგრამის მიზანია სტუდენტს დაეხმაროს ეთიკური ღირებულებების, კვლევის და ცოდნის მუდმივად გაღრმავების უნარების ჩამოყალიბებაში, რაც წარმოადგენს განვითარების უმთავრეს საფუძველს მედიკოსისთვის. პროგრამა ხელს შეუწყობს კურსდამთავრებულის ინტეგრაციას მსოფლიო საგანმანათლებლო და ჯანდაცვის სფეროში.
პროგრამის ამოცანაა ბიოსამედიცინო და მედიცინის კლინიკური დარგების ცოდნითა და კლინიკური აზროვნების და კლინიკური მანიპულაციების ჩატარების უნარებით აღჭურვილი, მაღალი ჰუმანური ღირებულებებისა და ემპათიის გრძნობით გამსჭვალული წარმატებული ლიდერის და ამავდროულად გუნდის ეფექტური წევრის მომზადება. გარდა ამისა პროგრამის მნიშვნელოვანი ამოცანაა მომავალ ექიმს შესძინოს პროფესიულ სფეროში ეფექტური კომუნიკაციის უნარი როგორც კოლეგებთან, ასევე პაციენტებთან და პაციენტის ნათესავებთან. პროგრამის ამოცანაა, აგრეთვე, სტუდენტს შესძინოს საკუთარი როლის და პასუხისმგებლობების გაცნობიერების უნარი საზოგადოებრივი ჯანდაცვის სისტემაში რეგიონულ, სახელმწიფო და საერთაშორისო დონეზე და ამ ყველაფერზე დაყრდნობით, შესაბამისი პროფესიული ღირებულებების, ანგარიშვალდებულებისა და კრიტიკული თვითშეფასების ფორმირების უნარი.
ერთსაფეხურიანი დიპლომამდელი საგანმანათლებლო პროგრამა მედიცინა უზრუნველყოფს უნივერსიტეტის მისიის განხორციელებას, რომელიც ჯანდაცვის სფეროში განათლების მაღალი სამეცნიერო და ეთიკური სტანდარტების დანერგვით, სწავლების ახალი მეთოდების შეთავაზებით, თანამედროვე საგანმანათლებლო მიდგომების მუდმივი განვითარებით ხელს უწყობს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვასა და გაუმჯობესებას.
პროგრამის აღწერა
საგანმანათლებლო პროგრამა ,,მედიცინა’’ აგებულია ბიოსამედიცინო კომპონენტების ჰორიზონტალურად ინტეგრირებული ტრანსდისციპლინური ბლოკებით და განგრძობითად მიწოდებული სამედიცინო და არასამედიცინო ძირითადი და არჩევითი სასწავლო კურსებით. კურიკულუმი ვითარდება მარტივიდან რთულისაკენ და სასწავლო კურსები დალაგებულია ერთმანეთზე დაშენების პრინციპით.
კლინიკური სასწავლო კურსების უმრავლესობა ტარდება როტაციული სისტემით (მინიმუმ ერთ- და მაქსიმუმ 6-კვირიანი). პრობლემაზე დაფუძნებული სწავლების (PBL) და კლინიკურ ქეისზე დაფუძნებული სწავლების (CBL) მეთოდები აქტიურად გამოიყენება მთელი პროგრამის განმავლობაში.
ბიოსამედიცინო კომპონენტი
პირველი სასწავლო წლის თითოეული მოდული/ბლოკი MED1001-MED1008 მოიცავს სხვადასხვა საბუნებისმეტყველო დისციპლინას (ანატომია, ფიზიოლოგია, ჰისტოლოგია, ემბრიოლოგია, ბიოქიმია, პათოლოგია, რადიოლოგია, ფარმაკოლოგია და ა.შ.). სწავლების მეორე წლიდან გათვალისწინებულია ორგანოთა სისტემებზე დამყარებული პათოლოგიური პროცესებისა და ფაქტორების შესწავლა. მეოთხე სასწავლო წლიდან ზევით საბუნებისმეტყველო საკითხების წილი მცირდება კლინიკური საკითხების პარალელურად.
კომუნიკაციის უნარები
კომუნიკაციის უნარები ინტეგრირებულია ვერტიკალურად პირველ სასწავლო წელს „კომუნიკაციის უნარები და აკადემიური წერა 1 და 2“ და „ფილოსოფია და ეთიკა მედიცინაში 1 და 2“ კურსების ფარგლებში; მეორე წელს — „სოციოლოგიისა და ფსიქოლოგიის შესავალი“ კურსით; მესამე წლიდან — „კარგი სამედიცინო პრაქტიკა 1 და 2“ და „პაციენტის ისტორია“ კურსებით.
სიმულაციურ გარემოში სწავლება
პროგრამაში 381 საათი ეთმობა სიმულაციურ გარემოში სწავლებას (TSE). სტუდენტები მუშაობენ გვამზე და ანატომიურ მოდელებზე, ხოლო შემდგომ მანეკენებსა და სიმულატორებზე ხდება კლინიკური უნარების დაშენება OSCE-სა და კლინიკური უნარების ცენტრში.
კლინიკური სწავლება
კლინიკური კომპეტენციების განვითარება ხდება უწყვეტად (TCE) პროგრამის დასაწყისიდან ბოლომდე. მეექვსე წელი სრულად ეთმობა კლინიკურ პრაქტიკას. კლინიკურ გარემოში სწავლება ჯამში მოიცავს 1700 საკონტაქტო საათს.
სამეცნიერო-კვლევითი უნარების ფორმირება
პროგრამა უზრუნველყოფს სამეცნიერო კვლევისთვის საჭირო უნარჩვევების განვითარებას სწავლების პირველივე წლიდან და სრულდება XI-XII სემესტრში „სამეცნიერო პროექტი I და II“ ფარგლებში კვლევითი პროექტის შესრულებითა და დაცვით. კვლევით კომპონენტს პროგრამაში უჭირავს 22 კრედიტი.
პროგრამის სტრუქტურა წლების მიხედვით
YEAR III
YEAR IV
YEAR V
YEAR VI
სასწავლო გეგმა
| კოდი | დასახელება | სავალდებულო | VII სემ | VIII სემ | ECTS | წინაპირობა |
|---|---|---|---|---|---|---|
| MEDC1003 | კომუნიკაციის უნარები და აკადემიური წერა I | ს | 4 | 4 | არ აქვს | |
| MED1001 | უჯრედის მოლეკულური საფუძვლები | ს | 5 | 5 | არ აქვს | |
| MED1003 | უჯრედი, ქსოვილი და ორგანოთა სისტემა | ს | 5 | 5 | არ აქვს | |
| MED1005 | ძვალ-კუნთოვანი სისტემა | ს | 7 | 7 | არ აქვს | |
| MED1007 | გულ-სისხლძარღვთა და სასუნთქი სისტემა | ს | 7 | 7 | არ აქვს | |
| MED1011 | ფილოსოფია და ეთიკა მედიცინაში I | ს | 2 | 2 | არ აქვს | |
| MEDC1004 | კომუნიკაციის უნარები და აკადემიური წერა II | ს | 4 | 4 | არ აქვს | |
| MED1002 | საჭმლის მომნელებელი სისტემა და მეტაბოლიზმი | ს | 6 | 6 | არ აქვს | |
| MED1004 | შარდ-სასქესო სისტემა | ს | 6 | 6 | არ აქვს | |
| MED1006 | ნერვული სისტემა | ს | 6 | 6 | არ აქვს | |
| MED1008 | გრძნობათა ორგანოები და ენდოკრინული სისტემა | ს | 6 | 6 | არ აქვს | |
| MED1012 | ფილოსოფია და ეთიკა მედიცინაში II | ს | 2 | 2 | არ აქვს |
| კოდი | დასახელება | სავალდებულო | VII სემ | VIII სემ | ECTS | წინაპირობა |
|---|---|---|---|---|---|---|
| MED2001 | ქსოვილთა დაზიანება და მასპინძლის პასუხი | ს | 5 | 5 | MED1003 | |
| MED2003 | ინფექციური აგენტები და იმუნური თავდაცვის მექანიზმები, იმუნური დისფუნქცია | ს | 5 | 5 | MED1008 | |
| MED2005 | ძვალ-კუნთოვანი სისტემის დაავადებები | ს | 5 | 5 | MED1005 | |
| MED2007 | სისხლძარღვთა და სასუნთქი სისტემის დაავადებები | ს | 5 | 5 | MED1007 | |
| MED2011* | სამედიცინო გენეტიკა I | ს | 2 | 2 | არ აქვს | |
| GEO2009* | ქართული ენა I/ უცხო ენა I* | ს | 6 | 6 | არ აქვს | |
| MED2002 | ჰემატოლოგია და ონკოლოგია | ს | 5 | 5 | MED1007 | |
| MED2004 | საჭმლის მომნელებელი სისტემისა და მეტაბოლიზმის დარღვევები | ს | 5 | 5 | MED1002 | |
| MED2006 | ნეირო-ფსიქიატრიული დაავადებები | ს | 5 | 5 | MED1006 | |
| MED2008 | ენდოკრინული და შარდ-სასქესო სისტემის დაავადებები | ს | 5 | 5 | MED1008 | |
| MED2012 | სამედიცინო გენეტიკა II | ს | 2 | 2 | MED2011 | |
| NMED2014 | ფსიქოლოგიის და სოციოლოგიის შესავალი | ს | 2 | 2 | არ აქვს | |
| GEO2010* | ქართული ენა II/ უცხო ენა II* | ს | 6 | 6 | GEO2009 |
| კოდი | დასახელება | სავალდებულო | VII სემ | VIII სემ | ECTS | წინაპირობა |
|---|---|---|---|---|---|---|
| MED3001 | კარგი სამედიცინო პრაქტიკა I | ს | 5 | 5 | არ აქვს | |
| MED3003 | საბაზისო მეცნიერებების ინტეგრაცია კლინიკურ მედიცინაში | ს | 6 | 6 | MED2001-MED2008 | |
| MED3005 | ჯანდაცვის იურიდიული ასპექტები | ს | 2 | 2 | არ აქვს | |
| MED3007 | კვლევის მეთოდოლოგია ბიოსტატისტიკა | ს | 4 | 4 | არ აქვს | |
| MED3009 | ეპიდემიოლოგია და პროფილაქტიკური მედიცინა | ს | 2 | 2 | არ აქვს | |
| MED3004 | შესავალი შინაგან მედიცინაში | ს | 4 | 4 | MED2001-MED2008 | |
| GEO3011* | ქართული ენა III* | ს | 5 | 5 | GEO2010 | |
| MED3006 | შესავალი ზოგად ქირურგიაში | ს | 4 | 4 | MED2001-MED2008 | |
| MED3008 | შესავალი პედიატრიში | ს | 5 | 5 | MED2001-MED2008 | |
| MED3010 | შესავალი გინეკოლოგიაში და მეანობაში | ს | 4 | 4 | MED2008 | |
| MED3012 | შესავალი ნევროლოგიურ მეცნიერებებში | ს | 5 | 5 | MED2006 | |
| MED3020 | შესავალი საზოგადოებრივი ჯანდაცვაში | ს | 2 | 2 | MED3004; MED3009 | |
| MED3014 | კარგი სამედიცინო პრაქტიკა II | ს | 5 | 5 | MED3001 | |
| GEO3016* | ქართული ენა IV* | ს | 5 | 5 | GEO3011 |
| კოდი | დასახელება | სავალდებულო | VII სემ | VIII სემ | ECTS | წინაპირობა |
|---|---|---|---|---|---|---|
| MED4001 | პედიატრია I | ს | 9 | 9 | MED3008 | |
| MED4003 | გინეკოლოგია და მეანობა I | ს | 8 | 8 | MED3010 | |
| MED4005 | უროლოგია | ს | 5 | 5 | MED3006 | |
| MED4007 | საზოგადოებრივი ჯანდაცვა I | ს | 4 | 4 | MED3020 | |
| MED4002 | შინაგანი მედიცინა I | ს | 9 | 9 | MED3004 | |
| MED4004 | ზოგადი ქირურგია I | ს | 8 | 8 | MED3006 | |
| MED4006 | პაციენტის ისტორია | ს | 2 | 2 | MED3014 | |
| MED4008 | საზოგადოებრივი ჯანდაცვა II | ს | 4 | 4 | MED4007 | |
| MED4010 | კლინიკური ფსიქოლოგია | ს | 3 | 3 | MED2014 |
| კოდი | დასახელება | სავალდებულო | IX სემ | X სემ | ECTS | წინაპირობა |
|---|---|---|---|---|---|---|
| MED5001 | ნევროლოგია | ს | 3 | 3 | MED3012 | |
| MED5015 | პლასტიკური ქირურგია | ს | 3 | 3 | MED4004 | |
| MED5005 | ორთოპედია და ტრავმატოლოგია | ს | 3 | 3 | MED4004 | |
| MED5007 | ფიზიკური მედიცინა და რეაბილიტაცია | ს | 3 | 3 | MED4002; MED3012 | |
| MED5009 | გერიატრია | ს | 2 | 2 | MED4002 | |
| MED5011 | პულმონოლოგია | ს | 3 | 3 | MED4002 | |
| MED5013 | ენდოკრინოლოგია | ს | 4 | 4 | MED4002 | |
| MED5017 | სასამართლო მედიცინა | ს | 3 | 3 | MED3004; MED3006 | |
| MED5021 | რადიოლოგია | ს | 3 | 3 | MED2001-2008 | |
| MED5002 | ფსიქიატრია I | ს | 3 | 3 | PSY4010 | |
| MED5004 | დერმატოლოგია | ს | 3 | 3 | MED4002 | |
| MED5006 | ოტორინოლარინგოლოგია | ს | 3 | 3 | MED4004 | |
| MED5008 | ინფექციური დაავადებები | ს | 3 | 3 | MED3004 | |
| MED5010 | ანესთეზიოლოგია და რეანიმაცია | ს | 3 | 3 | MED4002; MED4004 | |
| MED5012 | ოფთალმოლოგია | ს | 3 | 3 | MED4002; MED4004 | |
| MED5014 | საოჯახო მედიცინა I | ს | 3 | 3 | MED3014; MED4002 | |
| MED5018 | კარდიოლოგია | ს | 4 | 4 | MED4002 | |
| MED5022 | ლაბორატორიული მედიცინა | ს | 4 | 4 | MED4002 |
| კოდი | დასახელება | სავალდებულო | IX სემ | X სემ | ECTS | წინაპირობა |
|---|---|---|---|---|---|---|
| MED6005 | გადაუდებელი მედიცინა | ს | 4 | 4 | MED5001; MED4002; MED4004; MED5005; MED3001 | |
| MED6001 | შინაგანი მედიცინა II (კლინიკური პრაქტიკა I) | ს | 8 | 8 | MED4002 | |
| MED6003 | გინეკოლოგია და მეანობა II (კლინიკური პრაქტიკა I) | ს | 5 | 5 | MED4003 | |
| MED6007 | ფსიქიატრია II (კლინიკური პრაქტიკა I) | ს | 4 | 4 | MED5002 | |
| MED6009 | სამეცნიერო ნაშრომი I | ს | 4 | 4 | MED3007 | |
| MED6002 | ზოგადი ქირურგია II (კლინიკური პრაქტიკა II) | ს | 8 | 8 | MED4004 | |
| MED6004 | პედიატრია II (კლინიკური პრაქტიკა II) | ს | 5 | 5 | MED4001 | |
| MED6006 | საოჯახო მედიცინა II (კლინიკური პრაქტიკა II) | ს | 6 | 6 | MED6001 | |
| MED6008 | სამეცნიერო ნაშრომი II | ს | 4 | 4 | MED6009 |
კლინიკური პრაქტიკა
პროგრამის XI-XII სემესტრებში გათვალისწინებული კლინიკური პრაქტიკა მოიცავს მედიცინის საკვანძო მიმართულებებს, კერძოდ: გადაუდებელი მედიცინა, შინაგანი მედიცინა, გინეკოლოგია და მეანობა, ფსიქიატრია, ზოგადი ქირურგია, პედიატრია, საოჯახო მედიცინა. ხდება უკვე არსებული თეორიული ცოდნის და სიმულაციურ გარემოში ათვისებული პრაქტიკული უნარების დემონსტრირება და განმტკიცება კლინიკურ გარემოში რეალურ პაციენტთან და სამედიცინო გუნდთან.
პორტფოლიო
პროგრამა ორიენტირებულია პერსონალურ და პროფესიულ განვითარებაზე. სწავლის განმავლობაში სტუდენტის აქტივობები და მიღწევები გროვდება პორტფოლიოში, რომელიც ხელს უწყობს მის პროფესიულ ზრდას და კომპეტენციების, თვითშეფასების და მთელი სიცოცხლის განმავლობაში სწავლის უნარის შეფასებას.
პორტფოლიო მოიცავს სამ სხვადასხვა მიმართულებას:
- სტუდენტის კურიკულუმგარეშე აქტივობა — კონფერენციის, ტრენინგის და სხვა აქტივობის სერტიფიკატები; საუნივერსიტეტო ღონისძიებებში ჩართულობა და დამატებითი კლინიკური აქტივობა.
- ქეისის წარდგენა — სემესტრში ერთხელ რეალური კლინიკური შემთხვევის შერჩევა, დამუშავება და წარდგენა მენტორისა და კომისიის წინაშე.
- სტუდენტის თვითშეფასება — სემესტრში ერთხელ თვითშეფასება და შეფასება პედაგოგების, სკოლისა და მენტორის მიერ, განვითარების გეგმის დასახვით.
არჩევითი კომპონენტი
პროგრამა, ძირითადი სასწავლო კურსების გარდა, უზრუნველყოფს დარგობრივ და არადარგობრივ არჩევით კურსებს. სამედიცინო არჩევითს პროგრამაში ეთმობა 25 კრედიტი, ხოლო არასამედიცინო არჩევითს საქართველოს მოქალაქის შემთხვევაში 26 კრედიტი, უცხო ქვეყნის მოქალაქისთვის — 4 კრედიტი (რადგან 22 კრედიტის სახით შეისწავლის ქართულ ენას).
სწავლის შედეგები
პროგრამის დასრულების შემდგომ სტუდენტი:
დარგობრივი სწავლის შედეგები
- განსაზღვრავს ადამიანის სხეულის ნორმალურ სტრუქტურას და ფუნქციას მოლეკულურიდან სისტემურ დონემდე, დაავადების მიზეზებსა და მექანიზმებს.
- აფასებს კლინიკურ შემთხვევას, ნიშნავს გამოკვლევებს, ახდენს დიფერენციულ დიაგნოსტიკას და მკურნალობის ეფექტურ ვარიანტების შერჩევას.
- გააჩნია სიცოცხლისათვის საშიში დაავადებების დიაგნოსტიკისა და მკურნალობისთვის საჭირო ცოდნა, პირველადი დახმარებისა და სარეანიმაციო ღონისძიებების უნარი.
- იცის და იყენებს საექიმო საქმიანობის საკანონმდებლო ინსტრუმენტებსა და ეთიკურ პრინციპებს.
- შეუძლია პაციენტისათვის კონსულტაციის გაწევა, ანამნეზის შეკრება და სრული ფიზიკური გამოკვლევა.
- ასრულებს დიაგნოსტიკასა და მკურნალობაში ხშირად გამოყენებად ინტერვენციებსა და პრაქტიკულ პროცედურებს.
- აქვს პაციენტთან, ნათესავებთან და მესამე პირებთან ეფექტური კომუნიკაციის უნარი.
- აფასებს პაციენტის დაავადების ფსიქოლოგიურ და სოციალურ ასპექტებს.
- ეფექტურად იყენებს ინფორმაციასა და საინფორმაციო ტექნოლოგიებს, შეუძლია სამეცნიერო კვლევის დაგეგმვა და შედეგების შეფასება.
- წინასწარ განსაზღვრავს დაავადებისა და ტრავმების რისკებს, ახორციელებს პრევენციულ ღონისძიებებს.
- იყენებს მთელი სიცოცხლის განმავლობაში სწავლის პრინციპს.
- ახდენს პროფესიონალიზმის დემონსტრირებას.
ზოგადი სწავლის შედეგები
- აქვს ანალიზისა და სინთეზის უნარი — კრიტიკულად აფასებს და აანალიზებს რთულ, არასრულ ინფორმაციას.
- აქვს ინფორმაციის მართვის უნარი — მოიპოვებს, ამუშავებს და კრიტიკულად აფასებს დიდი მოცულობის ინფორმაციას.
- აქვს პრობლემის გადაჭრის, კრიტიკული აზროვნებისა და გადაწყვეტილების მიღების უნარები.
- აქვს გუნდური მუშაობის უნარი.
- აქვს დამოუკიდებლად მუშაობის უნარი.
- აქვს კომუნიკაციის უნარები (მათ შორის უცხო ენაზე).
- აქვს სწავლის/ცოდნის მუდმივად განახლების უნარი.
- აქვს ახალ სიტუაციებთან ადაპტირების შესაძლებლობა.
- აქვს ორგანიზებისა და დაგეგმვის (დროის მართვის ჩათვლით) შესაძლებლობა.
- აქვს საკუთარი შესაძლებლობების ზღვარის დადგენისა და დახმარების თხოვნის უნარი.
- აქვს მულტიდისციპლინურ გუნდში მუშაობის უნარი.
- აქვს ლიდერობის დემონსტრირების უნარი.
სწავლება-სწავლის მეთოდების კატალოგი
პროგრამაში გამოყენებული სწავლების მეთოდოლოგია ახდენს თეორიული და პრაქტიკული სწავლების ინტეგრირებას, პრაქტიკული და კლინიკური უნარ-ჩვევების განვითარებას ლაბორატორიულ, სიმულაციურ და კლინიკურ გარემოში:
| მეთოდი | აღწერა |
|---|---|
| ლექცია | თეორიული საკითხების მეცნიერული და ლოგიკური მიწოდება, დისკუსია, ანალიზი და სინთეზი. |
| სემინარი | სტუდენტი/ჯგუფი ასრულებს კონკრეტულ აქტივობებს, მოიპოვებს დამატებით ინფორმაციას, დისკუსია და დასკვნები. |
| პრეზენტაცია | თემის აუდიტორიისთვის წარდგენა, კომუნიკაციური უნარების განვითარება. |
| პრობლემაზე დაფუძნებული სწავლება (PBL) | 7-10 სტუდენტი მუშაობს ერთი პრობლემის ირგვლივ ფასილიტატორის ზედამხედველობით. |
| ქეისზე დაფუძნებული სწავლება (CBL/CBD) | კომპლექსური კლინიკური შემთხვევების განხილვა, დიაგნოზი და მკურნალობის გეგმა. |
| ლაბორატორიული სამუშაო | თეორიული ცოდნის დამოუკიდებლად პრაქტიკულად გამოყენება არაკლინიკურ გარემოში. |
| სწავლება სიმულაციურ გარემოში (TSE) | ანატომიური მულაჟები, გვამი, სიმულაციური მანეკენები, სიმულაციური პაციენტი. |
| სწავლება კლინიკურ გარემოში (TCE) | კლინიკური ვიზიტები, როტაციები და პრაქტიკა კლინიკაში, პაციენტის საწოლთან სწავლების ჩათვლით. |
შეფასების სისტემა
ცოდნისა და უნარების შესაფასებლად გამოიყენება ზეპირი და/ან წერილობითი გამოცდები. პროგრამაში გამოყენებულია განმავითარებელი და შემაჯამებელი შეფასება.
| მეთოდი | აღწერა |
|---|---|
| პრაქტიკული აქტივობის შეფასება | საფანტომო მოდელებზე მანიპულაციის ჩატარების სიზუსტისა და ხარისხის შეფასება. |
| DOPS | კლინიკური მანიპულაციის ზუსტი თანმიმდევრობით და ხარისხიანად შესრულების უნარის შეფასება. |
| Mini-CEX | პაციენტთან ინდივიდუალურად მუშაობის დროს ზედამხედველობის ქვეშ პაციენტის მართვის უნარის შეფასება. |
| OSCE | სიმულაციურ გარემოში 8-10 სადგურით პრაქტიკული კლინიკური უნარებისა და კლინიკური აზროვნების შეფასება. |
| OSPE | ბიოსამედიცინო საგნებში ლაბორატორიულ ტექნიკასთან მუშაობისა და პრეპარატების ამოცნობის შეფასება. |
სტუდენტის ცოდნის შეფასება ხორციელდება 100 ქულიანი სისტემით (ყოველკვირეული აქტივობა 0-40, შუალედური/ბლოკის გამოცდა 0-20, ფინალური გამოცდა 0-40). კრედიტი ენიჭება არანაკლებ 51 ქულის მიღებისა და კომპეტენციის ზღვარის გადალახვის შემთხვევაში.
სტუდენტის ცოდნის შეფასების სისტემა
| ქულა | შეფასება |
|---|---|
| 91-100 (A) | ფრიადი |
| 81-90 (B) | ძალიან კარგი |
| 71-80 (C) | კარგი |
| 61-70 (D) | საშუალო |
| 51-60 (E) | დამაკმაყოფილებელი |
| 41-50 (FX) | ვერ ჩააბარა — გამოცდის გადაბარების უფლება |
| 0-40 (F) | ჩაიჭრა — კურსი/ბლოკი ახლიდან აქვს გასავლელი |
სასწავლო სივრცე
ბაუ კამპუსი
ბაუ საერთაშორისო უნივერსიტეტი (ბათუმი) ფუნქციონირებს ახალ შენობაში კარგად აღჭურვილი აუდიტორიებით, კომპიუტერული კლასებით, სასწავლო ლაბორატორიებით და ბიბლიოთეკით. კამპუსის სასწავლო ფართში განთავსებულია 8 სასწავლო და 1 კვლევითი ლაბორატორია, ასევე სიმულაციურ გარემოში სწავლებისათვის განკუთვნილი კლასები:
- მიკრობიოლოგიის და იმუნოლოგიის ლაბორატორია
- ფარმაკოგენეტიკის ლაბორატორია და რეალური დროის PCR ლაბორატორია
- ციტოლოგიის, ჰისტოლოგიის და ფიზიოლოგიის ლაბორატორია
- ბიოქიმიისა და მოლეკულური ბიოლოგიის ლაბორატორია
- ანატომიისა და PBL/CBL კლასი
- კლინიკური უნარებისა და OSCE-ის ცენტრი
- ანატომიური კვეთის ლაბორატორია
კამპუსში მდებარეობს ასევე მდიდარი ბიბლიოთეკა სამკითხველო დარბაზითა და იზოლირებული სივრცეებით მცირე ჯგუფური მუშაობისათვის.