რეგისტრაცია
მიმდინარე
სტომატოლოგია
საუნივერსიტეტო

სპეციფიური ონკოლოგიური მკურნალობის მეთოდების - სხივური თერაპიისა და ქიმიოთერაპიის ჩატარების დროს პირის ღრუს მდგომარეობის შეფასების, პროფილაქტიკური და სამკურნალო ღონისძიებების და პაციენტის ინფორმატიულობის როლი

პირის ღრუს ჯანმრთელობის როლი ონკოლოგიური მკურნალობის შედეგებში

icon
პროექტის აბსტრაქტი
პირის ღრუს ჯანმრთელობა კრიტიკულ როლს ასრულებს ონკოლოგიური პაციენტების ზოგად ჯანმრთელობისა და მკურნალობაში. პირის ღრუს მხრივი გართულებები ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული და დამაუძლურებელი მოვლენაა სხივური და ქიმიოთერაპიული მკურნალობის ქვეშ მყოფი პაციენტებისათვის.

პროექტის მიზანია დაადასტუროს, რომ პირის ღრუს ჯანმრთელობა მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ონკოლოგიური მკურნალობის შედეგებზე და რომ პრევენციული სტომატოლოგიური მომსახურების ინტეგრაცია ონკოლოგიურ პროტოკოლებში აუცილებელია.
icon
პროექტის მიზნები და ამოცანები
დადგინდეს, რომ პირის ღრუს სანირება ონკოლოგიური მკურნალობის დაწყებამდე კიბოს მართვის აუცილებელი კომპონენტია.
  1. შეისწავლოს პაციენტთა ჯგუფი სხივური და ქიმიოთერაპიის ჩატარების წინ და შემდეგ, რომელთაც ჩატარებული ჰქონდათ პირის ღრუს სანაცია
  2. შეადაროს გართულებების რიცხვი არასანირებულ ჯგუფს
  3. დაადგინოს გართულებების მიზეზები
  4. აღრიცხოს ლორწოვან გარსზე არსებული პათოლოგიური პროცესების მკურნალობის ხანგრძლივობა
  5. შეადაროს ოსტეომიელიტის განვითარების სიხშირე სანირებულ და არასანირებულ პირის ღრუში
  6. აღრიცხოს პაციენტთა რაოდენობა, რომელთა ინფორმირებულობის შემდეგ უარი განაცხადეს პირის ღრუს სანაციაზე
პროექტის მოსალოდნელი შედეგები
  • სანირებული და არასანირებული პირის ღრუს შედარებითი მონაცემთა ბაზა
  • რეცენზირებული პუბლიკაციები და კონფერენციებზე პრეზენტაციები
  • მტკიცებულებებზე დაფუძნებული კლინიკური მონაცემები და პროტოკოლები
პროექტის პარტნიორები
  • კ. მარდალეიშვილის ონკოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი
  • ავერსის კლინიკა
icon
სამიზნე ჯგუფებისთვის მოსალოდნელი გავლენა
ონკოლოგიური პაციენტები
ონკო-მკურნალობის შეწყვეტებისა და ჰოსპიტალიზაციის შემცირება, სიცოცხლის ხარისხის გაუმჯობესება.
ჯანდაცვის პოლიტიკა
სტომატოლოგიური მკურნალობის სავალდებულო პოლიტიკის ცვლილებებისთვის მტკიცებულებების ბაზა.
პროექტის შედეგები
icon

განახლდება პროექტის განხორციელებისას და შეივსება მის დასრულებისას

(სტატიები, კონფერენციის ინფო და ა.შ.)

პროექტის კოდი

BAU DEN 01-25

ხელმძღვანელი

პროფ. ნინო თებიძე

ბიუჯეტი

28,000 EUR

განხორციელების პერიოდი

2025 – 2026

პროექტის ტიპი

საუნივერსიტეტო

კლასიფიკაცია

მიმდინარე
სტომატოლოგია
საუნივერსიტეტო
კონტაქტი

პროექტის ხელმძღვანელი

nino.tebidze@bauinternational.edu.ge